საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 615
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 25/11/2002
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 03/12/2002
სარეგისტრაციო კოდი 130.030.000.12.213.005.576
  • Word
615
25/11/2002
სსმ, 117, 03/12/2002
130.030.000.12.213.005.576
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.030.000.12.213.005.576

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №615

2002 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოების მიკუთვნების წესი (დანართი1).

2. დამტკიცდეს ინფორმაციაზე პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოების მიკუთვნების თანდართული შტამპის ნიმუშები (დანართი 2).

3. ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოებისადმი მიკუთვნება და დადგენილი ნიმუშის გრიფის მინიჭება განახორციელონ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა და სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსმა.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის აპარატის უფროსს.

5. ბრძანება დაყვანილ იქნეს შეხებისამებრ.

ვ. ჩხეიძე

 დანართი 1

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო  დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციების მიკუთვნების წესი

1. პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციის მიკუთვნება ხორციელდება დასაბუთებულობისა და დროულობის პრინციპის შესაბამისად.

2. ინფორმაციის გასაიდუმლოების დასაბუთებულობა განისაზღვრება კონკრეტული მასალის შეფასების საფუძველზე სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.

3. ინფორმაციის გასაიდუმლოების დროულობის პრინციპი განისაზღვრება ამ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვით.

4. ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევა ხორციელდება ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი გრიფის ნიშნით.

5. პირად, კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციებს, რომელთაც ენიჭებათ შესაბამისი გრიფი, წარმოადგენს ის ინფორმაციები, რომლებიც განსაზღვრულია „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 271, 272 და 273 მუხლებით.

6. თუ გრიფის მიცემა უშუალოდ ინფორმაციის მატერიალურ შემცველობაზე შეუძლებელია, იგი უნდა მიეთითოს თანდართულ დოკუმენტზე. ეს წესი არ ვრცელდება ღია ინფორმაციაზე.

7. ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების გრიფის მოქმედების ვადა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

დანართი 2

პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოების ინფორმაციის მიკუთვნების შტამპის ნიმუშები

 

პროფესიული საიდუმლოება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი

“___” ____________ 200 წ.

 

 

 

კომერციული საიდუმლოება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი

“___” ____________ 200 წ.

 

 

 

პირადი საიდუმლოება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი

“___” ____________ 200 წ.