დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.138.016480 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 17/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260000.35.138.016323) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება):
1. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მერიის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) ეკონომიკური სამსახური; დ) ინფრასტრუქტურის სამსახური; ე) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური; ვ) შიდა აუდიტის სამსახური; ზ) ზედამხედველობის სამსახური; თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური; ი) საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.“. 2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები 1. ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების ხელშეწყობის უზრუნველყოფა; საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა; მერიის მუშაობის შედეგების საინფორმაციო, სტატისტიკური ბაზის წარმართვა და ანალიზი; მერიაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მერიის არქივის წარმოება; მერის, მერის მოადგილეების თათბირების ორგანიზება; საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით სამთავრობო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებთან ურთიერთობა; ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მოწვეული სტუმრების მერიის მიერ დახვედრის, მიღებისა და გაცილების ორგანიზება; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წერილებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადება; მინდობილობის საფუძველზე, მერიის კანონიერი ინტერესების სამართლებრივი დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; მერიის საქმიანობიდან გამომდინარე გასაფორმებელი ხელშეკრულების/მემორანდუმების მომზადება; სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. 2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტური გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, მერიის მიერ მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება. 3. ეკონომიკური სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ პროექტების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი, ბიზნესის სტიმულირების ხელშეწყობა. შესაბამისი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით მუნიციპალური სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, შესყიდვის პროცედურების კანონიერების დაცვა, შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობა, ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერა და ადგილობრივი შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობა; 4. ინფრასტრუქტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება; გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაციის მართვა, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და მშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება. 5. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, გენდერულ თანასწორობისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. ტურიზმის განვითარებასა და ძეგლთა დაცვასთან დაკავშრებით წინადადებების შემუშავება და მათ უზრუნველყოფა. 6. შიდა აუდიტისა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციული ერთეულების და მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად. 7. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო და სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტებთან, ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე, შესრულებული სამუშაოების განხორციელებაზე ტექნიკურ ზედამხედველობა, ფარული და შუალედური სამუშაოების შემოწმება, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დადგენის თაობაზე არსებული ნორმატივების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, საგზაო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულების და მათი არსებულ კანონმდებლობასთან (ნორმატივებთან) შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი, ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა. 8. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა. 9. საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაობის ჩატარება; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფა, დაავადებათა კონტროლს და პრევენციას; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მიზნობრივი პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო თუ ადგილობრივი ღონისძიებების განხორციელება და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 6 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები