„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016457
15
27/05/2022
ვებგვერდი, 30/05/2022
010250050.35.152.016457
„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2022 წლის 27 მაისი

ქ. დუშეთი

„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17იანვრის N1დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის  2022 წლის  პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში (matsne.gov. ge, 18/01/2022, 010250050.35.152.016442). კერძოდ, დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა  და ჯანდაცვის   2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების“:

ა)  მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11პუნქტი:

„11. ერთჯერადი ფულადი დახმარება საშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით.“

ბ) მე-7 მუხლის 1 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის დახმარების ეფექტიანად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით იქმნება შესაბამისი კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობას უწევს მერი. კომისია იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობის განსაზღვრაზე , გარდა მე-9, მე-10, მე-11, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18  მუხლებითა და მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის დ-ჟ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“

გ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქისათვის – არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა.“

დ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაუნის სინდრომით, აუტიზმით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო კვლევებისა და ამბულატორიული მკურნალობის  ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში დაუფინანსებელი ნაწილი, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არაანაზღაურებადი სამედიცინო კვლევები და ამბულატორიული მკურნალობა  აუნაზღაურდებათ მაქსიმუმ 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო სტაციონარული მკურნალობა ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.“

ე) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შაქრიანი დიაბეტით (I ტიპი) დაავადებული 0-18 წლამდე არასრულწლოვნების სანატორიულ-კურორტული სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის საჭირო ხარჯები ანაზღაურდება ერთჯერადად მაქსიმუმ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად მათ მიერ არჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ შესაბამისი პროფილის დაწესებულებებში.“

ვ) მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 8. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არაანაზღაურებადი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , ხოლო სამედიცინო კვლევები ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“

ზ) მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა საგარანტიო წერილი, რომელსაც იგი წარადგენს სამკურნალო   დაწესებულებაში. საგარანტიო წერილი გაიცემა ბენეფიციარის სტაციონარულიმკურნალობის პერიოდშიც.“

თ) მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მოქალაქეს,  რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო  მომსახურება  მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში  თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე.   თანხა განისაზღვრება გამოკვლევის შემთხვევაში მე-8  მუხლისმე-2 პუნქტისშესაბამისად, ხოლო ოპერაციისა და მკურნალობის შემთხვევაში  მე-8  მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“

ი) მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა № IV-100/ა; ანგარიშ/ფაქტურა – საყოველთაო დაზღვევით ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში დაფინანსებული თანხის მითითებით ან დამატებით საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი მიმართვის  ასლი დაფინანსების შესახებ;  კალკულაცია. მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი საკმარისია მხოლოდ ფორმა № IV-100/ა და საკურორტო-სანატორიული მკურნალობის ჩასატარებლად შესაბამისი დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ/ფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტაცია, ხოლო თანხის გადარიცხვა მოხდება  დაწესებულებიდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტიური ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.“

კ) მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მე-8 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, დავალიანების მითითებით.“

ლ) მე-11 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11.  უფასო  სასადილოს დაფინანსება

1.უფასო სასადილოს ფუნქციონირებას ახორციელებს ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“.

2.უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 130 (ასოცდათი) პირის დღეში ერთხელ (გარდა კვირა დღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას.

3. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს:

ა)დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც არ ყავთ საკვების მიმწოდებელი;

ბ)დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებსაც არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება და  რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 001-მდე მოქმედი სარეიტინგო ქულით;

გ)  მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;“

დ) პირები, რომლებიც 2022 წლის 15 აპრილის  მდგომარეობით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სარგებლობენ უფასო სასადილოს მომსახურებით;

4. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

5. წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისსახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათიანპასპორტი) ასლი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი არასრულწლოვანის შემთხვევაში;

დ) ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;

ე) მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაცია ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ, ასევე ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დამატებით მისი მოხსენებითიბარათი პენსიონერის მარტოხელობის შესახებ;

6. უფასო სასადილოთი მიმსახურების უფლება შეუწყდება ბენეფიციარს:

ა) გარდაცვალების შემთხვევაში;

ბ) რეგისტრაციის ადგილის შეცვლის (სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის) შემთხვევაში;

გ) პირადი განცხადებით;

დ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში  სასადილოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში.

7. ა(ა)იპ-ის „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ხელმძღვანელი ბენეფიციარისათვის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე  წერილობით აცნობებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს, ასევე იგი ყოველი წლის დასაწყისში მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან ერთად ახდენს ბენეფიციარების რეგისტრაციის ადგილისა და ქულათა რაოდენობის გადამოწმებას.“

მ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული  ასიგნებების ფარგლებში ერთჯერადი   დახმარება  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისათვის განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 150 (ასორმოცდაათი) ლარამდე, მე-3 პუნქტის შემთხვევაში კი 2000 (ორიათასი) ლარამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ - ჟ“ქვეპუნქტების შემთხვევებში გაიცეს დადგენილი თანხები, რომელთა ოდენობა 100 (ასი) -დან 1000 (ათასი) ლარის ფარგლებშია განსაზღვრული.“

ნ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეებს (ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის დახასიათებით) გარდა იმ მოქალაქეებისა, რომელთც მინიჭებული აქვთ 65000-მდე სარეიტინგო ქულა;“

ო) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე მოქალაქეებს, კერძოდ: დიაბეტით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებულებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, უსინათლოებს;“

პ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიშეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;“

ჟ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს (აფხაზეთი), ასევე საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრების   ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მარჩენალდაკარგულის სტატუსი – 100 (ასი) ლარის ოდენობით – (2 ივლისი).“

რ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ცელიაკიით და ფენილკეტონურიით დაავადებულ პირებს – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ერთჯერადად წელიწადში ერთხელ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად;“

ს) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ახალდაქორწინებულ წყვილებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 65 000 და  ნაკლები სარეიტინგო ქულა და ქორწინებამდე არანაკლებ 3 თვით ადრე რეგისტრირებულნი არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში – 550(ხუთასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“

ტ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სტუდენტებს, რომელთაც გარდაცვლილი ყავთ ერთ-ერთი ან ორივე მშობელი, ან რომელიმე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და ამავდროულად მინიჭებული აქვთ 65 000 და  ნაკლები სარეიტინგო ქულა, აუნაზღაურდებათ საქართველოში სწავლის საფასური 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;“

უ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სტუდენტებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 65 000 და  ნაკლები სარეიტინგო ქულა,  ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგისტრირებულნი არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში და მათი სწავლის კრედიტქულა შეადგენს:

(პ.ა) 81- 90-მდე გაიცეს 400 (ოთხასი) ლარი;

(პ.ბ) 91-95-მდე  გაიცეს 500 (ხუთახი) ლარი;

(პ.გ) 96-100 ქულის ჩათვლით – 600 (ექვსასი) ლარი.

შენიშვნა: დაინტერესებულმა პირმა დუშეთის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს შეფასებიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.“;

ფ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ჟანგბადის აპატარით (კონცენტრატორით) მოსარგებლე პირებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ფორმა N100/ა-ს საფუძველზე საჭიროებენ ოქსიგენო თერაპიას,  წელიწადში  ერთხელ  300 (სამასი) ლარის ოდენობით“;

ქ)მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განსაკუთრებულ შემთხვევებში (გარდაცვალების ან/და უბედური შემთხვევის დროს), კომისიას უფლება ენიჭება გაზარდოს ერთჯერადი დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა 2000 (ორიათასი)  ლარამდე,  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  მოხსენებითი   ბარათის   საფუძველზე და საკრებულოს თანხმობით.“

ღ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“, „ი“, „კ“  და „ლ“ ქვეპუნქტების გარდა, მოქალაქის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, ხოლო გ“ „მ“ და “ჟ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში მოქალაქის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.“

ყ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ დ) ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, ,,ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ „ლ“,„მ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა;“

შ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ თ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „მ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ასევე  ფორმა № IV-100/ა;“

ჩ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ამ  მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე ცნობა სასწავლებლიდან და სტუდენტის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი;“

ც) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი.“

ძ) მე-13 მუხლის 1 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიით (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადად 1 000 (ერთიათასი ) ლარამდე.“

წ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. შინ მოვლის პროგრამა

1. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი განახორციელებს ა(ა)იპ „დიაკვნის ევანგელიურ-ლუთერული საზოგადოება საქართველოში“ საქმიანობის ხელშეწყობას და თანადაფინანსებას, ქალაქ დუშეთში, დაბა ჟინვალსა და სოფელ არაგვისპირში მცხოვრები ბენეფიციარების დახმარების მიზნით;

2. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ მარტოხელა, ხანდაზმულ ავადმყოფებს. ბენეფიციართა რაოდენობა და ვინაობა განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის და ა(ა)იპ „დიაკვნის ევანგელიურ-ლუთერული საზოგადოება საქართველოში“ უფლებამოსილ წარმომადგენელთა მიერ ერთობლივად;

3. ამ პროგრამის მიზნებისათვის „შინ მოვლა“ გულისხმობს შერჩეული ბენეფიციარის დახმარებას მის საცხოვრებელ ადგილზე მისვლით,სამედიცინო დაწესებულების (ექიმის) მიერ განსაზღვრული მკურნალობის კურსის, სამკურნალო და სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების სრულად და დროულად ჩასატარებლად.“

ჭ) დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18-ე  მუხლი:

მუხლი18. ერთჯერადი ფულადი დახმარებასაშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით

1) გათბობის სეზონის დასაწყისში, ერთჯერადად,ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით გაეწევათ:

ა) სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-ს  არ აღემატება;

ბ) მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს;

გ) მარტოხელა პენსიონერებს;

2) ამ მუხლის 1 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმაან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მისაღებად მერიაში 1 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ;  ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ;  ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;

დ) ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან (პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის)

ე) შვილების დაბადების მოწმობების ასლები (პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის);

ვ) მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი პენსიონერის მარტოხელობის დასადასტურებლად (პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის);

ზ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ამ მუხლით განსაზღვრული დახმარება არ გაიცემა დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე,საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებზე.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი