დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.134.016345 |
|
„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო – ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.134.016241; 09/01/2018) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ლ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ლ1) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის, რეკლამის გავრცელების, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების ან/და აბრის გავრცელების წესის დარღვევისათვის საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები