დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.134.016344 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 დეკემბრის №9 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 10/12/2019; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.134.016303) შეტანილი იქნას ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს შემადგენლობაში გენდერული ბალანსის დაცვით შედიან ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელე/ები, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი/ები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი/ები, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი/ები, მოწყვლადი ჯგუფების და სპეციალური საჭიროებების მქონე პირები.“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მოქალაქეთა ინიციატივები განხილვისათვის წარედგინება საბჭოს. საბჭო შეისწავლის და განიხილავს საპროექტო განაცხადებს, აგრეთვე, საბჭო გენდერულ ჭრილში ახდენს წარდგენილი იდეებისა და საბოლოოდ დამდგარი შედეგების შეფასებას, ღებულობს დასკვნასა და რეკომენდაციას, რომელიც ეგზავნება ქედის მუნიციპალიტეტის მერს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების მიზნით.“ 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საბჭომ უნდა უზრუნველყოს გამარჯვებული იდეის ავტორის ჩართულობა შესყიდვებისა და მონიტორინგის განხორციელების პროცესში.“ 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იდეების წარდგენის ეტაპიდან დაცული იქნას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები