დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-775 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-384 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.22.023.016733 |
|
„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-775 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-775 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/09/2020, 340170000.22.023.016647) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანებით დამტკიცებული წესის: |
ა)
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტი – ბატარეები და აკუმულატორები (დანართი 5); ბ) ახალი მწარმოებელი – პირი, რომელსაც მგვ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა 2022 წლის 1 ივნისის შემდეგ.“; |
ბ)
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მგვ რეესტრის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია მგვ რეესტრის პროგრამულ უზრუნველყოფასა და გამართულ მუშაობაზე, მონაცემთა დაცვაზე და სხვა სახის ტექნიკურ მხარდაჭერაზე.“; |
გ)
მე-5 მუხლის: |
გ.ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყველა მწარმოებელი ვალდებულია, 2022 წლის 1 ივნისამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში.“; |
გ.ბ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მგვ რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე https://waste.mepa.gov.ge სპეციალური ფორმის შევსების გზით.“; |
გ.გ)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მგვ რეესტრში ინფორმაციის სრულად შეტანის შემდეგ მწარმოებელს/მგვ ორგანიზაციას ენიჭება უნიკალური კოდი და იგი ითვლება რეგისტრირებულად. მწარმოებლის რეგისტრაციის ფაქტი დასტურდება შესაბამისი ამონაწერით (დანართი 6).“; |
დ)
მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგება ხორციელდება ყოველთვიურად. წინა თვის ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შესახებ შეტანილი უნდა იქნეს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.“; |
ე)
მე-8 მუხლის: |
ე.ა)
მე-3 პუნქტი ამოღებული იქნეს; |
ე.ბ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მგვ რეესტრში ფიქსირდება შესწორების შეტანის თარიღი.“; |
ვ)
დანართი 1, დანართი 2, დანართი 3 და დანართი 4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
2.
ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს დანართი 5 და დანართი 6 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები