„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016431
27
27/05/2022
ვებგვერდი, 30/05/2022
190020020.35.125.016431
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2022 წლის 27 მაისი

ქ. ტყიბული

 

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული  ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2022   წლის 14 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www. Matsne.gov.ge 17/01/2022 წელი; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016407) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. ტექსტში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  სამსახურის  ნაცვლად მიეთითოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახური. 

2. დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების  პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს:

1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური და ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსებას პროფილის მიუხედავად:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 001 ქულამდე- პაციენტის გადასახდელი თანხის - 70 %;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა  ერთიანი ბაზიდან 100 001 ქულიდან 200 000-მდე - პაციენტის გადასახდელი თანხის - 50%;

გ) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტისას და ოჯახი, რომელიც არ იძებნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში - პაციენტის გადასახდელი თანხის - 40%;

1.1. თანადაფინანსება განისაზღვრება  არანაკლებ 100 (ასი)  და  არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი)  ლარისა;

1.2.გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური და ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ წელიწადში ერთჯერ.

1.3. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100;

გ)კალკულაცია;

დ)საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი გეგმიური ქირურგიული ოპერაცია);

ე)დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ)შესრულებული ქირურგიული ოპერაციისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

1.4. არ ფინანსდება:

ა) საზღვარგარეთ გაწეული ქირურგიული ოპერაციის ხარჯები;

ბ) ესთეტიკური ქირურგია კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული;

გ) კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული მოქალაქეების ქირურგიული ოპერაცია;

დ) პაციენტის მიერ გადახდილი თანხა.

2. სამედიცინო კვლევის თანადაფინანსებას.

2.1 თანადაფინანსება განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის  50%-ით,  მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

2.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა)პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)დაბადების მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში);

გ)კალკულაცია;

დ)სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100.;

ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (არსებობის შემთხვევაში).

2.3. არ ფინანსდება პაციენტის მიერ გადახდილი თანხა.

3. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) შესაბამისად ბენეფიციარის სამკურნალო და საოპერაციო თანადაფინანსებას.

3.1. თანადაფინანსება განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხით.

4. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამით სარგებლობის დროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარზე სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას, რომლის გამოყენების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.

5. დაფინანსების გადარიცხვისთვის სამედიცინო დაწესებულებამ შესრულებული სამუშაო უნდა წარმოადგინოს სამედიცინო ჩარევის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.“

3. დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებულ პირთა ფულად დახმარებას 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით - თითოეულზე გაიცემა 400 (ოთხასი) ლარი.“

4. დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა

პროგრამით ისარგებლებენ:

1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (დროებითი საცხოვრებელი ადგილი) და ფაქტობრივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება  200 000 ქულას), შახტში დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებისა (ვისაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) და სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება  20 001 ქულას) პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები.”

5. დანართის მე-11 მუხლის 3.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.1.სოციალური დახმარების გამცემი კომისია განცხადებას განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ან/და შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ განფასების აქტის და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე