„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016430
26
27/05/2022
ვებგვერდი, 30/05/2022
010250050.35.125.016430
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №26

2022 წლის 27 მაისი

ქ. ტყიბული

 

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2022   წლის 3 მაისის  N19 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www. Matsne.gov.ge 04/05/2022 წელი; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016423) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1.    დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი არის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე რომელსაც საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს

ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, მერიის დებულების, ამ დებულების და სამუშაოთა აღწერილობების (თანამდებობრივი ინსტრუქციის) შესაბამისად.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არ ყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.

4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის პროცესებს,ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივი მოვალეობების შესრულების პროცესებს;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის; 

გ) მერს და კურატორი მერის მოადგილეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

დ) ახდენს სამსახურში შემოსული დავალებების და მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას;

ე) უზრუნვეყოფს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს დაქვემდებარებულ მოხელეთა წახალისების და მათთვის

დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების გამოყენების, მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების, შეფასებების და სხვა საკითხების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ზ) დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად  შესრულებაზე ახდენს დროულ რეაგირებას და წარუდგენს მერს შესაბამის წინადადებებს;

თ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ

სამუშაოთა შესახებ, ასევე, მერის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანაგრიშებსა და ახსნა-განმარტებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.

კ) ასრულებს მერის და კურატორი მერის მოადგილის მითითებებს და დავალებებს;

ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. სამსახურის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია:

ა) წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების, ფუნქციების, ამოცანებისა და ვალდებულებების ჯეროვნად და ხარისხიანად შესრულებასა და შეუსრულებლობაზე;

ბ) სამსახურის საქმიანობის შედეგებსა და ეფექტურობაზე;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ან ვიზირებული ცნობების, დოკუმენტებისა და დასკვნების სიზუსტეზე;

დ) დაქვემდებარებულთა მიერ თანამდებობრივი ინსტრუქციების, მათ მიერ შრომის შინაგანაწესის, ეთიკის ნორმების, უსაფრთხოების ტექნიკის წესების, შრომის დაცვის და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტებისა და ბრძანებების შეუსრულებლობაზე.“

2.     დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე

1.პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე (შემდეგში სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე) არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი.

2. იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) მონაწილეობს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულისთვის შესასრულებელი ამოცანების პრიორიტეტიზაციაში;

ბ) აკონტროლებს და ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულისათვის დასახული ამოცანების

მიღწევის პროცესს;

გ) აფიქსირებს სტრუქტურული ერთეულის პოზიციას იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უშუალო უფროსი ან/და საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობა;
დ) ადმინისტრირებას უწევს პროცესებს მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, განვითარებაზე, მოტივაციასა და დისციპლინური ღონისძიებების  ინიციირებაზე;

ე) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადებს;
ვ) დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს აძლევს რჩევებსა და რეკომენდაციებს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით;
ზ) მონაწილეობს პროფესიული და ორგანიზაციული პრობლემების გადაწყვეტასა და დარეგულირებაში;
თ) ხელს უწყობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების პროცესში და ასრულებს მის შესაბამის დავალებებს;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს;

კ) მერის დავალებით ასრულებს ხელმძღვანელის მოვალეობებს მისი არყოფნის ან მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.

3. სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე პასუხისმგებელია:

ა) წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების, ფუნქციების, ამოცანებისა ვალდებულებების ჯეროვნად და ხარისხიანად შესრულებასა და შეუსრულებლობაზე;

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ან ვიზირებული ცნობების, დოკუმენტებისა და დასკვნების სიზუსტეზე;

გ) დაქვემდებარებულთა მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადებსა და ხარისხზე;

დ) ასრულებს ხელმძღვანელის მოვალეობებს მისი არყოფნის ან მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე