დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 020 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 27/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060080.70.082.016092 |
|
,,პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებით (ვებგვერდი, 11.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060080.70.082.016060) დამტკიცებულ პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტი;“. 2. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 23. საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები და წესი 1. ამ დეპარტამენტის პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში: ა) ხელმძღვანელის შეფასება; ბ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა; გ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება; დ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები. 2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში: ა) ზოგადი უნარ-ჩვევები; ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები. 3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი №4-ის შესაბამისად. 4. პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება მოიცავს პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასებას როგორც საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაში, ასევე დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებში. 5. პროკურორის კვალიფიკაცია და შესრულებული სამუშაოს ხარისხი ფასდება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში: ა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა; ბ) სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; გ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც პროკურორი არ ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას ან სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას; დ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც გამოტანილია განაჩენი; ე) განხორციელებული მონიტორინგი; ვ) რეკომენდაციების მომზადება; ზ) საჩივრების/განცხადებების განხილვა; თ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები. 6. საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის მიმართულებას ხელმძღვანელი აფასებს შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი №4-ის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული მიმართულებების შეფასება ცალ-ცალკე 100-ქულიანი სისტემით არ ხდება და ისინი ფასდება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებთან ერთობლივად, 100-ქულიანი სისტემით.“. 3. 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტი.“. 4. დანართი №3-ის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტი.“. 5. დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები