მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016482
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
25/05/2022
ვებგვერდი, 27/05/2022
010250050.35.112.016482
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/05/2022 - 28/05/2024)

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2022 წლის 25 მაისი

ქ. ლანჩხუთი

 

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-მუხლის მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს:

ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი (შემდგომში – მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი).

ბ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.

 

მუხლი 2
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს:

ა) სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყალამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში:

ა.ა) სააგარაკე და ინდივიდუალური სახლებისათვის – 4 ლარი;

ა.ბ) მრავალბინიანი სახლები, კომერციული დანიშნულების ობიექტები (სასტუმრო, სავაჭრო და გასართობი) – 4 ლარი;

ა.გ) სამრეწველო ობიექტი – 5 ლარი;

ა.დ) სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, სარებილიტაციო პროფილის შენობა-ნაგებობებისათვის – 2.5 ლარი;

ბ) ქალაქ ლანჩხუთის ტერიტორიაზე – 4 ლარი;

გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე – 2,50 ლარი;  

დ) ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 (ერთი) გრძივ მეტრზე შეადგენს – 1 (ერთი) ლარს;

ე) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი:

ე.ა) II კლასის ობიექტებისთვის – 50 ლარი;

 ე.ბ) III კლასის ობიექტებისთვის – 200 ლარი;

ე.გ) IV კლასის ობიექტებისთვის – 400 ლარი.

 

მუხლი 3
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:

ა) II და III კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:

ა.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი;

ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი;

ა.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 200 (ორასი) ლარი;

ბ) IV კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:

ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარი;

ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 1000 (ათასი) ლარი;

ბ.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 700 (შვიდასი) ლარი;

ბ.დ) განცხადების წარდგენიდან თხუთმეტ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი.

 

მუხლი 4
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად. 
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე



დანართი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისასანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

 


ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. მშენებლობის ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში. 
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები ნებართვაში მითითებულ ვადებში.

 


მუხლი 2. მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია ახალ ასაშენებელი ობიექტი, რომელზედაც გაიცემა მშენებლობის ნებართვა.

 


მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი

 

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

 


მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები

 

1. მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელის გადახდა ხდება წინასწარ ნებართვის გაცემამდე უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

 

2. მოსაკრებლის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (სპეციალურ სახაზინო კოდზე) თანხის შეტანის გზით.

 


მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება და შეღავათები
1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალი მშენებლობა, თუ ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს;

ბ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ ფართზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს.