დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.169.016505 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 20.12.2021 წ, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016494) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამა“) მე-10 მუხლის 14-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – არაუმეტეს 105.27 ლარი (ას ხუთი ლარი 27 თეთრი) ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ბინის ქირის დასაფარად უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) ქირავნობის ხელშეკრულებისა და წელიწადში ორჯერ გადამოწმების საფუძველზე.“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის ბიუჯეტი“) ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
„დანართი 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის ბიუჯეტი
“ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები