დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1610-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.04.001.018028 |
|
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 135. მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა ვადები 1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს უფლებამოსილებისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საკრებულო რიგგარეშე არჩევნებში აირჩევა შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. საკრებულოს წევრი შუალედურ არჩევნებში აირჩევა იმავე საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრი საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილს იკავებს იმავე საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. მერი რიგგარეშე არჩევნებში აირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. 2. ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები. 3. შუალედურ არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც დასტურდება საკრებულოს აღნიშნული წევრის არჩევა. 4. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან, რაც შესაბამის საკრებულოს ეცნობება. 5. ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც დასტურდება ამ მერის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ მერს.“. 2. 146-ე მუხლის 22 და 23 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დაწყების საკითხის გადაწყვეტამდე. პარტიის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. 23. საკრებულოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც მან სათანადო განცხადება უნდა წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, აღნიშნული განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.“. 3. 154-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი იკავებს შესაბამისი საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს.“. 4. 1541 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 1591 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თბილისის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ პარტიულ სიაში დარჩენილი თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში წარდგენილი თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით. 3. თბილისის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის შემთხვევაში მან სათანადო განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს. მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით.“. 6. 164-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი იკავებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს.“. 7. 1692 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს იმ არჩეული წევრის უფლებამოსილება, რომლის უფლებამოსილებაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ დაწყებულა, მაგრამ რომლის არჩევა დასტურდება შესაბამისი შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე იმ წევრის უფლებამოსილება, რომლის უფლებამოსილებაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ დაწყებულა, მაგრამ რომლის ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტი ძალაშია შესული. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 25 მაისი 2022 წ. N1610-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები