„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016749
16
31/05/2022
ვებგვერდი, 01/06/2022
010250020.35.160.016749
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2022 წლის 31 მაისი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის №261 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 24/06/2021წ., 010250020.35.160.016697) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი მუხლი 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელების ღონისძიებას.“

ბ) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბავშვიანი ოჯახები თუ ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ბავშვ(ებ)ი, რომელსაც აქვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აქტიური რეგისტრაცია ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

ბ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლით (წყვეტის შემთხვევაში, რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).

გ) ოჯახი ცხოვრობს ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ფართში.“

გ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);“

დ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

„მ) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.“

„ნ) ქვეპროგრამით მოსარგებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.“

ე) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესთან შესაბამისობის დადგენის და სოციალური მუშაკის შესაბამისი დასკვნის წარდგენის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციას ქვეპროგრამით სარგებლობის  შესაძლებლობის თაობაზე. უპირატესობას ანიჭებს ქვემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტებს, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ოჯახში იმყოფება 1 (ერთი) ან მეტი შშმ სტატუსის მქონე ბავშვი;

ბ) ოჯახში ცხოვრობს 3 (სამი) ან მეტი ბავშვი;

გ) მშობელს/მშობლებს განსაზღვრული აქვთ შშმ პირის სტატუსი;

დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახს შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;

ე) მარტოხელა მშობელი (სტატუსის მქონე/სტატუსის გარეშე; მზრუნველი).“

ვ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქვეპროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ქვეპროგრამის სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის მიერ  განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

ზ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ქვეპროგრამით მოსარგებლის საცხოვრებელ ფართში სარემონტო სამუშაოების განხორციელების შესახებ დადებით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახური ამზადებს დეფექტურ აქტს და ხარჯთაღრიცხვას.“

თ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვეპროგრამით მოსარგებლის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების პროცესის მონიტორინგსა და მიღება-ჩაბარებას ანხორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახური.“

ი) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური: ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შემთხვევაში - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ხოლო, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის შემთხვევაში - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია