„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესი“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესი“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016748
15
31/05/2022
ვებგვერდი, 01/06/2022
010250050.35.160.016748
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესი“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2022 წლის 31 მაისი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესი“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესი“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 24/12/2019წ., 010250050.35.160.016596) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესში“ შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:

ა) შევიდეს ცვლილება 1-ლი მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების (კოდი 04 05) განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, წარმატებული სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის დაფინანსების  წესსა და პირობებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალიწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.“

ბ) მე-2 მუხლის „დ“ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სტუდენტი –  ამ პროგრამის მიზნებისთვის პირი, რომელიც ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე.“

გ) მე-3 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული და ქალაქ რუსთავში მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხული პირების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), დაფინანსებას აკადემიური მოსწრების შესაბამისად:

ა) 81 ქულიდან 90 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;

ბ) 90 ქულიდან 95  ქულამდე არაუმეტეს 1000 ლარით;

გ) 95 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით.“

დ) მე-3 მუხლის 11 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები მაგისტრანტების(წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), დაფინანსებას აკადემიური მოსწრებისშესაბამისად, 85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.“

ე) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები დოქტორანტების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) დაფინანსებას აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.“

ვ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი. ასევე,  პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა შესაძლოა მიეცეს სტუდენტს, თუ იგი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“

ზ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის საფეხურზე და სტუდენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს აქტიური. გამონაკლისი სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დახმარების მიღების მსურველს, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო წლების სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.“

თ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტი. გამონაკლისი მაგისტრანტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დახმარების მიღების მსურველს, მაგისტრანტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო წლების სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.“

ი) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით  აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტი. გამონაკლისი დოქტორანტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დახმარების მიღების მსურველს, დოქტორანტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო წლების სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.“

კ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„კ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).“

„ლ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.“

ლ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სტუდენტს  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით უფინანსდება სწავლის გადასახადი, წელიწადში არაუმეტეს სტუდენტებისთვის განსაზღვრული დასაფინანსებელი თანხის ოდენობისა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია