„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016753
20
31/05/2022
ვებგვერდი, 01/06/2022
010250050.35.160.016753
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2022 წლის 31 მაისი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2018წ., 010250050.35.160.016521) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

) მე-4 მუხლი მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ქვეპროგრამით შესაძლო მოსარგებლე პირებს (კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში) განსაზღვრავს სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი (რომლის შემადგენლობასა და დებულებას ჯგუფის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე) და წარუდგენს წერილობით რეკომენდაციას ქალაქის მერს.“

) მე-4 მუხლი მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“

) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 2050-ზე მეტი ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველთა რაოდენობის არსებობის შემთხვევაში (რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს) მოქალაქეები ჩასმულნი იქნებიან მომლოდინეთა სიაში. ადგილის გამოთავისუფლებისას პროგრამით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის საჭიროებების გათვალისწინებით."

) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს მე-53 ქვპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„53 . ქვეპროგრამით სარგებლობის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე. პროგრამით სარგებლობის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლების არსებობისას, ბენეფიციარის მიერ საპატიო ინფორმაციის/შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ბენეფიციარს შესაძლოა მიეცეს ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება, გადაწყვეტილების მიღების მეორე დღიდან“.

) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს მე-54 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება, ქვეპროგრამით სარგებლობის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, ეგზავნება ბენეფიციარს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“

) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

„მუხლი 6. ანგარიშსწორება

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური, ყოველი თვის ბოლოს აფორმებს მიღება-ჩაბარების აქტს მომწოდებელ კომპანიასთან, ადგენს შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციის და წარუდგენს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით.

2პირველი მუხლისქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სარიტუალო მომსახურებები" (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

) პირველი მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი:

„11. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.“

) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 -სს) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 400.00 (ოთხასი ლარი და 00 თეთრი) ლარი.“

) მე-3 მუხლის მე-41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს) ოჯახის წევრთა სარიტუალ (დაკრძალვის) ხარჯების ანაზღაურდება ოჯახის წევრის ან მერის წარმომადგენლის მიერ აქტი განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველ პირთა ბაზიდან.

ე) მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ (ოჯახწევრის არ არსებობის შემთხვევაში);

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.“

3. პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები“ (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესში:

) პირველი  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი მებრძოლების (ვეტერანი) ოჯახის წევრებისათვის კომუნალურ გადასახადებზე (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) შეღავათის დაწესების პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.”

) მე-2  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი მებრძოლების (ვეტერანი) ოჯახის წევრებისათვის კომუნალურ გადასახადებზე (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) შეღავათის დაწესება.“

) მე-3  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ქვეპროგრამით მოსარგებლეები

1. აღნიშნული ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები ოჯახები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას:

ა) რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები. ქვეპროგრამის მიზნებისთვის რეინტეგრირებული ბავშვი გულისხმობს 1-დან 18 წლამდე ბავშვს. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია არაუმეტეს 18 ოჯახის დახმარება.

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახები; 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები;  2004 წლის აგვისტოში, შიდა ქართლში, ქართულ ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები; საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე დახმარების გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბავშვისთვის მოითხოვება მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი.

3. ქვეპროგრამით მოსარგებლეები, რომლებიც განეკუთვნებიან მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორივე კატეგორიას დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.

4. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.“

) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ქვეპროგრამით სარგებლობის წესი

1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი (ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი) განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:

ა) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოდან"; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) რეინტეგრირებული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი მშობელი არ არის).

ე) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ვეტერანის მოწმობის (კოდი 501 ან 502) ასლი, ან ვეტერანის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ; გ) ომის მონაწილის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.

4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის:

ა) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოწოდებული რეინტეგრირებული ოჯახების და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებული ყოველთვიურად განახლებულ ბაზებთან.

ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ყოველთვიურად განახლებულ ბაზასთან. ხოლო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახების შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსათვის სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებულ ყოველთვიურად განახლებულ ბაზასთან.”

)         მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირები: მეუღლე/შვილი (შვილები) და დაღუპული ჯარისკაცის მშობლები (დედა/მამა ან ორივე) სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ და მომართეს მერიას დახმარების მიღების თხოვნით, აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება ოჯახზე განსაზღვრული წლიურად ლიმიტირებული თანხის, 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის პროპორციული გაყოფა და განმცხადებელთა შესაბამისი ოდენობით დაკმაყოფილება.“

4. პირველი მუხლისქვეპუნქტით დამტკიცებული "უხუცეს მოქალაქეთა დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

 

) მე-2 მუხლი მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები ასი წლის და ას წელს გადაცილებული უხუცესი მოქალაქის დახმარება, თითოეულისათვის წელიწადში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.“

) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ქვეპროგრამით სარგებლობის წესი

ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად ქვეპროგრამით მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).

გ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი არ არის ქვეპროგრამით მოსარგებლე);

დ) ქვეპროგრამით მოსარგებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.“

5. პირველი მუხლისპუნქტით დამტკიცებულიმრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი შვილი) ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევის პირობებსა და პროცედურებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).“

) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევას, თითო არასრულწლოვან ბავშვზე 35 (ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით. ბავშვის გარდაცვალების ან/და ბავშვისთვის 18 წლის შესრულების შემთხვევაში პროგრამით დადგენილი დახმარება ოჯახს მიეცემა დანარჩენი არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობის მიხედვით.“

) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე: ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე;

ბ) ერთ-ერთი მშობლის ან ბავშვების სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).

დ)ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ე) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

ვ) ერთ-ერთი მშობლის ან ბავშვების სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ამონაწერის დედანი, დამოწმებული ბანკის ბეჭდით,

ზ) ბავშვის გარდაცვალების მოწმობა (ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში).

6. „პირველი მუხლისპუნქტით დამტკიცებულისაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).“

) მე-2 მუხლის პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღნიშნული ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები პირები/ოჯახები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას:

ა) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახები. თითოეული დაღუპული მებრძოლის ოჯახისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. წესით გათვალისწინებულია 12 (თორმეტი) ოჯახის მატერიალური დახმარება.

ბ) "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის "ა" პუნქტით დადგენილი ვეტერანთა კატეგორია. თითოეული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისათვის  გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1000 (ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირებისათვის მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. 

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა). თითოეული ოჯახისათვის გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 200 (ორასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.“

) მე-3 მუხლის პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მისაღებად გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).

დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის ასლი, ან სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.“

1.7. პირველი მუხლისპუნქტით დამტკიცებულისოციალური დახმარებების პროგრამის" (პროგრამული კოდი 06 02 12) განხორციელების წესში:

) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).“

) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კატეგორია

1. მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს).

2. დღის ცენტრები და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარები.

3. ააიპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი“ ბენეფიციარები.

4. ა(ა)იპ „სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი კესანე“-ს ბენეფიციარები.

5. ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები.

6. 2004 წლის აგვისტოს თვეში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული რუსთაველი მებრძოლების ოჯახები (მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის).

7. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახები (რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე).

8.  დიდი სამამულო ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები, რომლებსაც საჩუქრები გადაეცემათ შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით;“

1.8. პირველი მუხლისპუნქტით დამტკიცებულისახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

) პირველი მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).“

) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლენი, დახმარების მიზანი და მოცულობა

1. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან - 24 წლის ჩათვლით ახალგაზრდები, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში გაატარეს არანაკლებ 2 წელი.

2. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში არაუმეტეს 1200,00 (ერთი ათას ორასი ლარი და 00 თეთრი)  ლარის ოდენობით. დაფინანსება უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდის განათლების უფლების რეალიზებას; ახალგაზრდისთვის პროფესიის შესწავლას და ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად თანხის გამოყოფას.“

) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამით სარგებლობისათვის ქვეპროგრამით მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).

გ) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდება პროგრამის ბენეფიციარის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა. (სახელმწიფო ზრუნვის ფორმის, დაწყების და დამთავრების თარიღის მითითებით);

დ) ბენეფიციარის სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილი იქნება ის კონკრეტული საჭიროება, რისთვისაც იქნება გამოყენებული მოთხოვნილი დახმარება.”

) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური განიხილავს განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ქვეპროგრამასთან.

) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ აქტის მომზადების უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს.”

) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვეპროგრამების განმახორციელებელი სამსახურის მიერ განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი განიხილავს ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას, განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას, დასაფინანსებელი თანხის ოდენობას და ქალაქის მერს წარუდგენს რეკომენდაციას პირის დაფინანსების შესახებ.“

) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჯგუფის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დაფინანსების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ქვეპროგრამის სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის მიერ  განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

1.9. პირველი მუხლისპუნქტით დამტკიცებული ქალაქ რუსთავის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესში:

) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსისპუნქტი

დ) სტუდენტი –  ამ პროგრამის მიზნებისთვის პირი, რომელიც ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საფეხურზე.

) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირ(ებ)ზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი. ასევე, შესაძლოა პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეს სტუდენტს, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“

) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტუდენტთა წახალისების მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).

დ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

ე) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი);

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან – სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის;

ზ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის (ფორმა №IV-50/4) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი – მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

თ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი – იძულებით გადაადგილებული (დევნილი) სტუდენტისთვის;

ი) განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით;

კ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სტუდენტის მიერ 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში); ლ) სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის  შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);

მ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში).

ნ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია