დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 28/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016614 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, №010250050.35.123.016415), კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების №1 დანართის მე-7 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებისა და პროგრამების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგსა და შეფასებას; კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ბ) ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებისათვის ადგილობრივი, ინტერმუნიციპალური, რეგიონალური და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებას, მათ შორის: კონფერენციების, ფორუმების, სიმპოზიუმების, ტრენინგების, გამოფენა-ბაზრობების, ბეჭდური გამოცემების, სარეკლამო-საპრომოუშენო ღონისძიებების ორგანიზებას; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვასა და უფლებრივი ზონირების პროცესში ჩართულობას; დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი უძრავი ქონებების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციას; ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; თ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ი) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების, ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; კ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; ლ) მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის („SEAP/SECAP“) განხორციელების კოორდინაციას; მ) მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისათვის ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინირებას; ნ) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, მუნიციპალური საბინაო ფონდის (როგორც ექსპლუატაციაში არსებული, ისე მშენებარე) აღრიცხვა-განაწილებას (მისი არსებობის შემთხვევაში); ო) კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთა დროებითი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფის ხელშეწყობას; პ) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მოქალაქის განცხადებების განხილვას, კანონით დადგენილი წესით; ჟ) მერის ბრძანების საფუძველზე, საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას; რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. 2. დადგენილების №1 დანართის მე-10 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების რეგისტრაციისა და განკარგვის განყოფილება ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების რეგისტრაციისა და განკარგვის განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვა-რეგისტრაციას, გამიჯვნა-გაერთიანებას, უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებას ფართობის უცვლელად; ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის პროექტების მომზადებას; გ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე წარდგენის ორგანიზებას; დ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების რეალიზაციის მიზნით, აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებასა და შედეგების გაფორმებას; ე) მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულების მონიტორინგსა და ანალიზს; ვ) უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციისთვის უძრავი ქონების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზებისა და სხვა სამუშაოების წარმოებას; ზ) „ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და ზონების საზღვრების განსაზღვრის შესახებ“ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას; თ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) რეგისტრაციისათვის წინადადებების შემუშავებას, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობას და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას; ი) თვითმმართველი ერთეულის ქონების მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში; კ) წინადადებების მომზადებას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორიის შეცვლის თაობაზე, საკრებულოსათვის წარსადგენად, მათ შორის ფართის ცვლილებით; ლ) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემას, გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში; მ) ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემას; ნ) იჯარით გაცემული ქონების (მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის; ო) ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის, ან საკუთრების უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე ისეთი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემას, რომლითაც არ მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება; პ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენას; ჟ) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მოქალაქის განცხადებების განხილვას, კანონით დადგენილი წესით; რ) მერის ბრძანების საფუძველზე, საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას; ს) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით მუნიციპალური საბინაო ფონდის (როგორც ექსპლუატაციაში არსებული, ისე მშენებარე) აღრიცხვა-განაწილებას (მისი არსებობის შემთხვევაში); ტ) კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთა დროებითი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფის ხელშეწყობას; უ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის დაკავშირებული საკითხების განხილვას და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე წარდგენის ორგანიზებას, აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებასა და შედეგების გაფორმებას; ფ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ან/და მის მართვას დაქვემდებარებული იურიდიული პირების საკუთრებაში (კაპიტალში) არსებული, ან საკუთრებაში მისაღები ქონების ღირებულებითი შეფასების სამუშაოების შესრულების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი ღირებულებითი შეფასების დაკვეთას; ქ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა მართვას ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით; ღ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზს, ამ საწარმოთა ფინანსური ანგარიშების მიღების უზრუნველყოფას, მათი საქმიანობის თაობაზე ანგარიშების მოსმენას და შეჯამებული ანგარიშის წარდგენას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის; ყ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა შესახებ ინფორმაციის მომზადებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარსადგენად; შ) საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზაციას; ჩ) საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხების განხილვასა და კოორდინაციას, ამ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წინადადებებისა და დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას; ც) საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული (პარტნიორის/აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შესაბამისი პროექტების მომზადებას, საწარმოთა მართვაში მონაწილეობის მიღებას, ასევე საწარმოების წესდებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე საწარმოთა კაპიტალში ცვლილებასთან დაკავშირებით; ძ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ხელმძღვანელი პირების დანიშვნა/გათავისუფლების, მათი სახელფასო განაკვეთების, საწარმოთა სტრუქტურის შესახებ შესაბამისი პროექტების მომზადებას და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენას; წ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული), ასევე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული, ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული, მოქმედი კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების გატარებას; ჭ) საწარმოებში თვითმმართველი ერთეულის, როგორც პარტნიორის წარმომადგენელთა დანიშვნა-არჩევის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას; ხ) მონაცემთა ბაზების შექმნას, დამუშავებას და ანალიტიკურ უზრუნველყოფასა და სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას; ჯ) განყოფილების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადებას; ჰ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; ჰა) თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვას; ჰბ) სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 28 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები