„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 261
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023472
261
23/05/2022
ვებგვერდი, 25/05/2022
470230000.10.003.023472
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №261

2022 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №2 დანართის („დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. ნარკოლოგიური საქმიანობის მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, 2022 წლის 1 სექტემბრამდე მოიპოვოს ნებართვის დანართი − „ნარკოლოგიური საქმიანობა“.“.

2. №21 დანართის („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“) „დამატებითი სანებართვო პირობების“ ცხრილს XIII1 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XIII2 ნაწილი:

XIII2

ნარკოლოგიური საქმიანობის შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა ჰქონდეს

1

სპეციალურად გამოყოფილი სამარაგო ოთახი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

 შენიშვნა:

ა) იმ შემთხვევაში, თუ ერთისა და იმავე დაწესებულების რამდენიმე განყოფილება (მათ შორის, საპროცედურო) განთავსებულია ერთ შენობაში, დასაშვებია, მათ გააჩნდეთ ერთი (საერთო) სამარაგო, საიდანაც თითოეულ განყოფილებაზე სამკურნალო საშუალების გაცემა ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

ბ) სამარაგოში შესაძლებელია არაუმეტეს 6 თვის სავარაუდო მარაგის შენახვა

1.1

არ აქვს ფანჯრები

1.2

აქვს კაპიტალური კედლები

1.3

აქვს რკინის კარები

1.4

აქვს ადგილობრივი შუქხმოვანი და 24-საათიანი პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაცია

1.5

უზრუნველყოფილია ვიდეოთვალით, რომლის ჩანაწერი ინახება ერთი თვის განმავლობაში

2

სამარაგოში უზრუნველყოფილია მასში განთავსებული სამკურნალო საშუალებების

საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის წარმოება, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით

შენიშვნა:  დაწესებულება სამკურნალო საშუალებით მარაგდება იმპორტირებული სამკურნალო საშუალების შემნახველი იურიდიული პირის ავტორიზებული აფთიაქიდან, კანონმდებლობით განსაზღვრული  წესის შესაბამისად.“.

3

ერთი ან მეტი დაცული პალატა, რომელიც აღჭურვილია გისოსებით

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი