დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 260 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/05/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 470030000.10.003.023471 |
|
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, №155, 29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) ნარკოლოგიური საქმიანობა (ჩანაცვლებითი თერაპია).“. 2. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. სტომატოლოგიური და ნარკოლოგიური (ჩანაცვლებითი თერაპია) საქმიანობის შერჩევითი კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ საქმიანობის დაწყების მიზნით შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში.“. 3. მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის: ა) „საერთო მოთხოვნების“: ა.ა) პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა.ბ) მე-10 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 გრაფა:
ბ) VII გრაფის („სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია“) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) X5 გრაფის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XI გრაფა:
|
მუხლი 2 |
1. ნარკოლოგიური საქმიანობის (ჩანაცვლებითი თერაპია) მიმწოდებლებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შეტყობინება განახორციელონ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს იმ მიმწოდებელზე, რომელიც შეტყობინებას განახორციელებს ამავე დადგენილების ამოქმედების შემდეგ.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები