„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1579-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260040.05.001.020572
1579-VIIIმს-Xმპ
24/05/2022
ვებგვერდი, 06/06/2022
120260040.05.001.020572
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4−მე-6 პუნქტები:

„4. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის შესაბამისი ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების შესრულება აღნიშნული სამხედრო მოსამსახურისთვის სავალდებულოა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი გადაადგილება დასაშვებია, თუ სამხედრო მოსამსახურეს, მისი განათლების (კვალიფიკაციის) და მის მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეუძლია.

6. სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

24 მაისი 2022 წ.

N1579-VIIIმს-Xმპ