დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი სექტემბრის №79 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.026.016989 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი სექტემბრის №79 ბრძანებით (ვებგვერდი, 02/09/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016821) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. უსაფრთხოების გარემოს ანალიზის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კეტეგორია – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება: ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოების კვლევების, ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური და კულტურული კვლევების, კონფლიქტოლოგიის, საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალობები); ბ) ბიზნესი და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის სპეციალობა, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები); გ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების და ენების მიმართულებით (ისტორიის, ენების და ფილოსოფიის სპეციალობები); ე) ინტერდისციპლინური მიმართულებით (ევროპისმცოდნეობის, ამერიკისმცოდნეობის, ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის კვლევების, კავკასიის კვლევების, ევრაზიისა და კავკასიის კვლევების, რუსეთისმცოდნეობის, საბჭოთა კვლევების სპეციალობები); ვ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვის და უსაფრთხობის, სამხედრო მეცნიერების, თავდაცვის ანალიზის სპეციალობები); ზ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკის მიმართულებებით. 2. მუშაობის 1 წლის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ფართო უსაფრთხოების კონტექსტში თავდაცვის მართვის, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური საკითხების ცოდნა. 5. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების ცოდნა. 6. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის ძირითადი პრინციპების ცოდნა. 7. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა) – B1 დონე. 8. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.“. 2. 211 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები