კურორტებში, კურორტების სანიტარული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

კურორტებში, კურორტების სანიტარული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/11/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 115, 25/11/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 07/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.564
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
108
15/11/2002
სსმ, 115, 25/11/2002
360.160.000.11.103.005.564
კურორტებში, კურორტების სანიტარული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/11/2002 - 07/11/2025)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.564

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №108

2002 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

„კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 1999 წ., №30/37) მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე”, ვბრძანებ:

1 . დამტკიცდეს თანდართული დებულება კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ჩხობაძე

დებულება კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ

თავი I

ზოგადი ნაწილი

    მუხლი 1. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც შემუშავებულ იქნა დებულება „კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ”

დებულება შემუშავებულია ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით.

    მუხლი 2. დებულების რეგულირების საგანი

დებულება არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის სფეროში.

    მუხლი 3. დებულების მიზანი და ამოცანა

1. დებულების მიზანია უზრუნველყოს კურორტებში, კურორტების სანიტარ ული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობის დაგეგვმის, განხორციელების და დასრულების შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვა;

2. დებულების ამოცანაა უზრუნველყოს კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელების და დასრულების შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების განსაზღვრა.

    მუხლი 4. ძირითად ტერმინთა განმარტებანი

ა) ატმოსფერული ჰაერი” – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა;

ბ) ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) “ – ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური კონცენტრაცია დროის გარკვეული გასაშუალოებული პერიოდისთვის, რომელიც პერიოდული ზემოქმედებისას ან ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ახდენს მასზე მავნე ზემოქმედებას;

გ) მავნე ნივთიერება” – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შესაძლებელია მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე;

დ) ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებით დაბინძურება” – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში ნებისმიერი ნივთიერების გაფრქვევა, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე;

ე) საუკეთესო ტექნოლოგია” – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ დანერგილი, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია საქმიანობის სუბიექტისათვის;

ვ) საუკეთესო ტექნიკა” – საუკეთესო ტექნოლოგიის, მისი მართვის, ორგანიზაციის, ზედა­მხედველობის, კონტროლის მეთოდები და განხორციელების საშუალებები.

ზ) საქმიანობის სუბიექტი” – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელების და დასრულების შემთხვევაში პასუხისმგებელია საქმიანობის სწორ წარმართვაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი II

ძირითადი ნაწილი

    მუხლი 5. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების რეგულირების განსაკუთრებული მოთხოვნები კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელების და დასრულების შემთხვევაში

1. კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ყოველი დაგეგმილი, განხორციელებული და დასრულებული საქმიანობა უნდა მოიცავდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ მოთხოვნებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუარესება.

2. კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელების და დასრულების შემთხვევაში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირების ან თავიდან აცილების მიზნით საქმიანობის სუბიექტები კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციების და შეთანხმების საფუძველზე პერიოდულად ახორციელებენ სათანადო ზომებს საუკეთესო ტექნოლოგიების და ტექნიკის გამოყენებით და დანერგვით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის.

3. კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობის დაგეგმვის, მისი განხორციელების და დასრულების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში ყოველი მავნე ნივთიერების შესაძლო გაფრქვევა არ უნდა აღემატებოდეს იმავე მავნე ნივთიერების 0,8 ზდკ-ის სიდიდეს.

    მუხლი 6. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი III

დასკვნითი ნაწილი

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა

დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.