დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №92 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016987 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №92 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №92 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016834) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები).“. 2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები).“. 3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები