დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 259 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/05/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.023470 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/04/2014, 040030000.10.003.017908) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთანავე, სააგენტო ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკასა და მომხმარებლის უფლებების დაცვას. 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ე1“ ქვეპუნტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი: „ე2) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;“; ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებთან, ასევე ვაჭრობაში ანტიდემპინგურ ღონისძიებებსა და მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისა და ამოცანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა.“; ბ) მე-2 პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ5) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები: „ზ) მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტი; თ) კომუნიკაციების დეპარტამენტი.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არცერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში არ შედის სააგენტოს შიდა მონიტორინგის მენეჯერი.“; გ) მე-6 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;“; დ) მე-7 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;“; ე) მე-8 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;“; ვ) მე-9 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;“; ზ) 91 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;“; თ) 92 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;“; ი) 92 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 93 და 94 პუნქტები: „93. მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება; ბ) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სააგენტოში შესული განცხადებების განხილვა და მომხმარებლების ჯგუფის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შესწავლის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადების მომზადება; გ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შესწავლის პროცესის წარმართვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; დ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მონიტორინგი და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოვაჭრის მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრისთვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე წინადადებების მომზადება; ე) ადმინისტრაციული ორგანოებისგან, განმცხადებლისგან, მოვაჭრისგან და სხვა შესაბამისი პირებისგან შესწავლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა, ახსნა-განმარტებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება; ვ) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სააგენტოში შესული წერილების და სხვა კორესპონდენციის განხილვა, მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება; ზ) ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობის თაობაზე სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მომზადება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა; ი) საჭიროების შემთხვევაში, მოვაჭრისგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსათვის წარსადგენი შუამდგომლობების მომზადება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება; ლ) მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა; მ) მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება; ნ) მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა და ანალიზი; ო) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე მარეგულირებელ ორგანოებსა და შესაბამის უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობა; პ) საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; რ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტებით, ეროვნული კანონმდებლობითა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; ს) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ტ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 94. კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია; ბ) სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მათი მიწოდება; გ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების განხილვის მიზნით, სააგენტოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება; დ) პრესკონფერენციების, ინტერვიუების, ბრიფინგების, ოფიციალური მიღებებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება; ე) სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია; ვ) პრესის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადება; ზ) სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება; თ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; ი) საზღვარგარეთის ქვეყნებში სააგენტოს წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება; ლ) თავისი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ასევე საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; მ) საერთაშორისო ფორუმების, სასწავლო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება, მათში მონაწილეობის ორგანიზება და ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია; ნ) სააგენტოს კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, მათთან თანამშრომლობის დამყარება და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე წინადადებების მომზადება; ო) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; პ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“; კ) მე-11 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები