„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 186
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017593
186
13/06/2022
ვებგვერდი, 14/06/2022
200090000.22.033.017593
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №186

2022 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 401 მუხლის მე-5 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ.ბ) 18.2 სტრიქონში აისახება არარეზიდენტის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის კაპიტალში შენატანი ან აქციის/წილის (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციისა/წილისა) შესაძენად განხორციელებული გადახდა.

შენიშვნა: ამ ინსტრუქციის 401 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მე-2 მაგალითის შენიშვნით გათვალისწინებულ პირთაგან, მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად განიხილება პირი, რომლის მიერ, მის კაპიტალში შენატანის განხორციელების ან/და მისი აქციის/წილის შეძენის წლის წინა კალენდარული წლის განმავლობაში, მიღებული მოგების გადასახადით გათავისუფლებული შემოსავალი ამავე პერიოდში მიღებული შემოსავლის 30 პროცენტს აღემატება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი