„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016727
2-378
27/05/2022
ვებგვერდი, 30/05/2022
040030000.22.023.016727
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-378

2022 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/04/2012; სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016067) შეტანილ იქნას ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოში წარმოებული შიდა და გარე ბაზრისთვის განკუთვნილი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის  სერტიფიცირება;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელზე, სპირტიან სასმელზე და სპირტზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტსა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების სახელმწიფო კონტროლი და სერტიფიცირება;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სერტიფიცირებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებზე,  სპირტიან სასმელზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტსა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე ინსპექტირების განხორციელება;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებზე, სპირტიან სასმელზე და სპირტზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტსა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე,  შესაბამისობის სერტიფიკატის მომზადება და გაცემა;“;

გ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების, სპირტიანი სასმლების, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტსა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის ფიზიკო-ქიმიური ანალიზებისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასამელების ორგანოლეპტიკური დასკვნების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია