„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 16/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016986
30
19/05/2022
ვებგვერდი, 20/05/2022
010320040.22.026.016986
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №30

2022 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016832) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე მუხლი:

,,მუხლი 21. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობისა და კონსულტაციების განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ბ) სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;

გ) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი.

2. მუშაობის გამოცდილება 1 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე