დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 60/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/05/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018168 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/05/2022 - 19/08/2022)
|
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
მოსწავლეების ანალიტიკური, ლოგიკური და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების ხელშესაწყობად, სისტემური და სტრატეგიული აზროვნების გასაძლიერებლად, მათი ემოციურ-სოციალურ-კოგნიტური განვითარების, ასევე ევროპარლამენტის 2012 წლის ევროკავშირის საგანმანათლებლო სისტემებში პროგრამის – „ჭადრაკი სკოლაში“ – დანერგვის შესახებ დეკლარაციის გათვალისწინების მიზნით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად დაემატოს ჭადრაკი. |
მუხლი 2 |
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112) დამტკიცებულ „ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 47-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მათემატიკის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგნები მათემატიკა (ისწავლება I-XII კლასებში) და ჭადრაკი (ისწავლება I კლასში). 2. მათემატიკის და ჭადრაკის სწავლების ძირითადი მიზნებია მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება. ამ საგნების სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში.“. 2. 56-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურისთვის:
შენიშვნა: I კლასში სკოლისთვის ჭადრაკი იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი. II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ 1-საათიანი კვირეული დატვირთვით სკოლებს შეუძლიათ დაიმატონ 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, ხოლო 2021-2022 სასწავლო წლიდან საგანი ხდება სავალდებულო.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საათობრივი ბადე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურისთვის:
“; გ) მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაწყებითი საფეხური
“; დ) მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) I კლასი
“. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი სექტემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები