დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 150 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/05/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/05/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017587 |
|
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და 81-ე მუხლის:
1. მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საგადასახადო ორგანოები (გარდა საბაჟო დეპარტამენტისა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211, 444 და 912 მუხლებით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1537, 1538, 15310–15312, 1541, 1542, 1551–1553, 1555 და 1556 მუხლებით, 1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1559, 15510, 157-ე, 1571–1574, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 16510 და 16511 მუხლებით, 1714 მუხლის მე-2 ნაწილით, 1715, 17417, 1764, 1765, 17714, 17715, 178-ე, 1793, 195-ე მუხლებითა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე. 5. საგადასახადო ორგანო (გარდა საბაჟო დეპარტამენტისა) განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 და 4211 მუხლებით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 1537, 1538 და 15310–15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე, 165-ე, 16510 და 16511 მუხლებით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებით, 17417, 1764, 1765, 17714, 17715, 1793, 195-ე მუხლებითა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-2 პუნქტით.“. 2. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. საბაჟო დეპარტამენტი: ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავს და ადმინისტრაციულ სახდელს ადებს იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით, 4211 მუხლის პირველი–21 ნაწილებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებით, 1291 მუხლით, 1553 მუხლის პირველი–მე-6 და მე-7–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებით, 17417, 17715, 1793, 1911 და 194-ე მუხლებით; ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს და შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილვისთვის უგზავნის რაიონის (ქალაქის) სასამართლოს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 444 და 912 მუხლებით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 99-ე მუხლით, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11–მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1559, 15510, 1571–1573, 158-ე, 1594, 163-ე, 164-ე, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 − მე-6, მე-8 და მე-9, მე-10, მე-11 − მე-18 ნაწილებით.“. 3. მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-5 პუნქტითა და 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნულის დასადასტურებლად ოქმის შესაბამის გრაფაში აკეთებს აღნიშვნას და დამატებით ხელმოწერას, რის საფუძველზეც ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი. ოქმში ასევე მიეთითება შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმის თანხა). სამართალდამრღვევს ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 1537, 1538 და 15310–15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებით, 17417, 1764, 1765, 17714, 17715 და 1911 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაშიც, თუ ეს სამართალდარღვევები არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას. 8. ამ მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ ეგზავნება მის განხილვაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები