აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2022
სარეგისტრაციო კოდი
1-1/217
17/05/2022
ვებგვერდი, 19/05/2022
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/217

2022 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომშიკომისია) განიხილა სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2022 წლის 14 აპრილის N1838/09 და N1839/09 განცხადებები სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვისაუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და :

/საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისის 2018 წლის 23 აგვისტოს №66/18 გადაწყვეტილების საფუძველზე, ახორციელებს 35 კვ ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზისსაგარეჯო 3“-ის გაძარცვული უბნის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განაპირობა მოხმარების ზრდის შედეგად სსენერგო-პრო ჯორჯიასელექტროგადამცემი ხაზების გადატვირთვამ და საკმარისი თავისუფალი სიმძლავრის არ არარსებობამ. პროექტით გათვალისწინებულია / 35/10 კვპატარძეულის და / 35/10 კვ სართიჭალის დამაკავშირებელი 35 კვ. საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზის გაძარცვული უბნის რეაბილიტაცია, 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზისსაგარეჯო 2“-ის და ელექტროგადამცემი ხაზისსაგარეჯო 3“-ის გადაერთება და ერთ საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზადსაგარეჯო 2“-ად გადაქცევა.

პროექტის დანიშნულებაა სიმძლავრეების დეფიციტის მართვის და ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების გაუმჯობესება. შედეგად, რეგიონში მოხერხდება ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. აგრეთვე, უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება. ამდენად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

პროექტის განხორციელებისათვის, ელექტროგადამცემი ხაზების ანძების განთავსების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ელექტროგადამცემი ხაზების ზემოქმედების არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისსაკუთრების უფლების მოპოვება. ამასთან, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა შპსკარტლის მენეჯმენტი“- (/ 205100326) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (/ 81.12.22.343) ნაწილი და ნელი ჭუმბაშვილის (/ 01003010998) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (/ 81.12.20.573) ნაწილიდასახელებულ პირებს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამშუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისგანხცხადება და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაახორციელებს 35 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისსაგარეჯოს 3“-ის გაძარცვული უბნის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში მდებარე 48947.00 კვ.. მიწის ნაკვეთის (/ 81.12.22.343) მესაკუთრეა შპსკარტლის მენეჯმენტი“ (/ 205100326).

დადგენილიარომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპსკარტლის მენეჯმენტისსაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – 24 კვ.-ის ოდენობით (/ 81.12.22.343).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში მდებარე 98414.00 კვ. . ფართის მიწის ნაკვეთის (/ 81.12.20.573) მესაკუთრეა ნელი ჭუმბაშვილი (/ 01003010998).

დადგენილიარომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნელი ჭუმბაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – 19.00 კვ.-ის ოდენობით (/ 81.12.20.573).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმადაუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილიააუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებსაქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე კანონის მეორე მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. ვინაიდან, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისმიერ ვერ ხერხდება მესაკუთრეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 3 მაისის №3 ოქმის საფუძველზე, :

1. 35 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისსაგარეჯო 3“-ის გაძარცვული უბნის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასმიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:

1.1. გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ სართიჭალაში მდებარე შპსკარტლის მენეჯმენტის“ (/ 205100326) საკუთრებაში არსებულ 48947.00 კვ.. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 24 კვ.-ზე (/ 81.12.22.343). 

1.2 გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ სართიჭალაში მდებარე ნელი ჭუმბაშვილის (/ 01003010998) საკუთრებაში არსებულ 98414.00 კვ. . ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 19 კვ.-ზე (/ 81.12.20.573). 

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: . თბილისი, . აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრი                                                                                                ლევან დავითაშვილი

 

.