აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2022
სარეგისტრაციო კოდი
1-1/216
17/05/2022
ვებგვერდი, 19/05/2022
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/216

2022 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) განიხილა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2022 წლის 25 იანვრის №225/09, 226/09, 224/09, 2022 წლის 26 იანვრის 227/09, 2022 წლის 08 აპრილის 1720/09, 1722/09, 1718/09 და 1719/09 განცხადებები სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

 საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, ს/ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,არაგვი“ რეკონსტრუქციის პროექტს, კერძოდ, გაორჯაჭვიანებასა და ახალი უჯრედების მოწყობას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №1-1/42 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემის ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის “შემადგენელ ნაწილს.

ზემოაღნიშნული პროექტის დანიშნულებაა ქ/ს „ქსანი 500“-ის თბილისის ქსელთან მიერთების დამატებითი წყაროთი უზრუნველყოფა, კერძოდ ქ/ს „ქსანი 500“-ის ქსელთან მიერთებისათვის მოხდება 220 კვ ერთჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის ,,არაგვი“ გაორჯაჭვიანება, რითიც გაიზრდება ქალაქ თბილისის ელექტროენერგიით მომარაგება, აგრეთვე, გაძლიერდება თბილისის გარშემო არსებული ქსელი.

პროექტის განხორციელება განაპირობა ელექტროენერგიის ყოველწლიურად მზარდმა მოხმარებამ და არსებული ინფრასტრუქტურით ელექტროენერგიით უსაფრთხო მომარაგების შეუძლებლობამ. ამდენად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა შპს „ევრაზია თრეიდ კოს“ (ს/ნ 405260603) საკუთრებაში არსებული 2000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ №72.09.42.121) ნაწილი; შპს „ნ.ი.ზ.+“-ის (ს/კ 202453594) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ №72.02.39.013) ნაწილი; შპს „ბივილის“ (ს/კ 405274714) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (ს/კ №72.02.58.165 და №72.02.58.163) და ნათელა ჭეიშვილის (პ/ნ 01009001206) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ №72.09.29.022) ნაწილი. დასახელებულ პირებს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე. 

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განხცხადება და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,არაგვი“-ს რეკონსტრუქციის პროექტს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ძველ ქანდაში მდებარე 2000.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №72.09.42.121) მესაკუთრეა შპს „ევრაზია თრეიდ კო“ (ს/ნ 405260603).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპს „ევრაზია თრეიდ კოს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 66.00 კვ.მ-ის ოდენობით (ს/კ №72.09.42.121).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში მდებარე 90000.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №72.02.39.013) მესაკუთრეა შპს „ნ.ი.ზ.+“ (ს/კ: 202453594).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპს „ნ.ი.ზ.+“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 132.00 კვ.მ-ის ოდენობით (ს/კ №72.02.39.013).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში მდებარე 39.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა (ს/კ №72.02.58.165) და მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში მდებარე 56.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ №72.02.58.163) მესაკუთრეა შპს „ბივილი“ (ს/კ 405274714).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპს „ბივილის“ საკუთრებაში არსებული 2 უძრავი ქონება სრულად (ს/კ N72.02.58.165 და ს/კ N72.02.58.163).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 79999.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №72.09.29.022) მესაკუთრეა ნათელა ჭეიშვილი (პ/ნ 01009001206).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნათელა ჭეიშვილის (პ/ნ 01009001206) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 62.00 კვ.მ-ის ოდენობით (ს/კ№72.09.29.022).

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. ვინაიდან, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის № 1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 3 მაისის N3 სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. 220 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის ,,არაგვის“ რეკონსტრუქციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1 მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველ ქანდაში მდებარე შპს „ევრაზია თრეიდ კოს“ (ს/ნ 405260603) საკუთრებაში არსებული 2000.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 66.00 კვ.მ-ზე (ს/კ №72.09.42.121); 

1.2 მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში მდებარე შპს „ნ.ი.ზ.+“-ის (ს/კ 202453594) საკუთრებაში არსებული 90000.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 132.00 კვ.მ-ზე (ს/კ N72.02.39.013); 

1.3 მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში მდებარე, შპს „ბივილის“ (ს/კ 405274714) საკუთრებაში არსებული 39.00 კვ.მ. და 56.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე სრულად (ს/კ №72.02.58.165; ს/კ №72.02.58.163);

1.4 მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე, ნათელა ჭეიშვილის (პ/ნ 01009001206) საკუთრებაში არსებული 79999.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 62.00 კვ.მ-ზე (ს/კ №72.09.29.022).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

მინისტრი ლევან დავითაშვილი

.