მარნეულის მუნიციპალიტეტის თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ახალი დიოკნისის ქუჩების სახელდების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ახალი დიოკნისის ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016005
21
13/05/2022
ვებგვერდი, 19/05/2022
000000000.00.159.016005
მარნეულის მუნიციპალიტეტის თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ახალი დიოკნისის ქუჩების სახელდების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №21

2022 წლის 13 მაისი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ახალი დიოკნისის ქუჩების სახელდების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის სხდომის №05 ოქმის მე-5 საკითხის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის მეორე ნაწილის „პ“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს კანონის თავისუფლების ქარტიის და საქართველოს მთავრობის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის 2022 წლის 08 აპრლის სხდომისა და დასკვნის, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 24 მარტის №32-3222083102 წერილით შემოსული დოკუმენტაციის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის 05 მაისის №01/1404 წერილით შემოსული გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2022 წლის 19 აპრილის №31 სხდომის ოქმის გათვალისწინებით

1. დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ახალი დიოკნისის ქუჩების დამისამართება /თან ერთვის/.

2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს მარნეულის მუნიცპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ შუბითიძემ.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში (მის: ქ. ბოლნისი, სულხან–საბა ორბელიანის ქუჩა №113), მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

4. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად.

5. განკარგულება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე:                                                                           ამირან გიორგაძე

 

 

   დანართი №1

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ახალი დიოკნისის ქუჩების სახელდება

I

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა

II

ვაჟა-ფშაველას ქუჩა

III

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა

IV

მემედ აბაშიძის ქუჩა

V

ტბელ აბუსერიძის ქუჩა

VI

მამია ვარშანიძის ქუჩა

VII

ნოდარ დუმბაძის ქუჩა

VIII

შავიზღვის ქუჩა

IX

ფარნავაზის ქუჩა

X

მეგობრობის ქუჩა

XI

ხულოს ქუჩა

სკვერი

ევროპის სკვერი