შპს „დი ემ სერვისის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

შპს „დი ემ სერვისის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „დი ემ სერვისის“ ლიკვიდატორი
მიღების თარიღი 17/05/2022
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2022
სარეგისტრაციო კოდი
0
17/05/2022
ვებგვერდი, 19/05/2022
შპს „დი ემ სერვისის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
შპს „დი ემ სერვისის“ ლიკვიდატორი

განცხადება

შპს „დი ემ სერვისის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის 2022 წლის 8 აპრილის №88 განკარგულების საფუძველზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დი ემ სერვისს“ (ს/ნ: 405359632) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას შპს „დი ემ სერვისის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. შპს „დი ემ სერვისის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ.

2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. შპს „დი ემ სერვისის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 (ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

ლიკვიდატორი                                       როინ ცაციაშვილი