დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხისა და მინერალური წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 310/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 05/11/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 113, 18/11/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.005.557 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.557
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №310/ნ
2002 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხისა და მინერალური წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის, სათანადო სამკურნალო თვისებებისა და სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი წყლით მოსახლეობის მომარაგების უზრუნველყოფის ხელშესაწყობად, „წყლის შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 93-ე მუხლის „ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული სანიტარიული ნორმები „სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხა და მინერალური წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
2.1.9. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბუნებრივი გარემოს მდგომარეობასთან და მოსახლეობის ცხოვრების პირობებთან დაკავშირებით სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხა და მინერალური წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები
სანიტარიული ნორმები
სანნ 21.9. 002 – 02
თავი I
გამოყენების სფერო
მუხლი 1
1. წინამდებარე სანიტარიული ნორმები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, „გარემოს დაცვის შესახებ” და „წყლის შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად.
2. სანიტარიული ნორმები ეხება სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებულ სამკურნალო, საკურორტო და სასაქონლო პროდუქციის (ნატურალური და სამკურნალო მინერალური წყალი) წარმოებისათვის განკუთვნილ წყლის ობიექტებს.
3. დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოში არსებული სამკურნალო თვისებების მქონე ძირითადი მინერალური წყლების ჩამონათვალი, მინერალური წყლების ჯგუფების დასახელება, საერთო მინერალიზაცია, ძირითადი იონური და აიროვანი შედგენილობა, სპეციფიკური კომპონენტები, აგრეთვე მითითებულია მათი სამკურნალო გამოყენების ჩვენება.
4. სამკურნალო კატეგორიის წყლის ობიექტების ნუსხაში მოყვანილია ის წყლები, რომლებიც მინერალური შედგენილობის, ტემპერატურისა და დებიტის მიხედვით მოიხმარება ან პერსპექტიულია გამოსაყენებლად პრევენციული მიზნებისათვის და სამკურნალოდ, ორი ძირითადი ფორმით – გარეგანი და შინაგანი.
5. სანიტარიული ნორმები ადგენს მოთხოვნებს სამკურნალო კატეგორიის წყლის ობიექტების დაცვაზე, ჰიგიენურ მოთხოვნებს მინერალური წყლის ხარისხზე და განსაზღვრავს ხარისხის კონტროლის წესებს.
უხლი 2
წინამდებარე სანიტარიული ნორმები განკუთვნილია იმ ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ობიექტის ექსპლუატაციასთან. აგრეთვე, იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სამკურნალო კატეგორიის წყლის ობიექტებზე სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას, კურორტების ბუნებრივი სამკურნალო რესურსებით სარგებლობის, მათი მიმდებარე ტერიტორიებისა და წყლის დაცვის სფეროში სახელმწიფო მართვასა და კონტროლს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე სპეციალური პროფილის დაწესებულებებისათვის.
თავი II
ზოგადი დებულებები
მუხლი 3
1. მინერალურ წყალს მიეკუთვნება ბუნებრივი წყალი, რომელსაც ახასიათებს ქიმიური შედგენილობისა და ფიზიკური თვისებების სპეციფიკურობა და გამოიყენება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნებისათვის.
ა) მინერალური წყლები მიიღება უშუალოდ მიწის ზედაპირზე ბუნებრივად თვითგადმოდინებული წყაროდან ან ხელოვნური გზით – ჭაბურღილით მიწისქვეშა წყალშემცველი ფენებიდან.
2. მინერალურად ჩაითვლება წყალი:
ა) მინერალიზაციით არანაკლებ 1 გ/დმ3;
ბ) ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების ისეთი შემცველობით, რომელიც შეესაბამება სასმელი მინერალური წყლის ნორმებს.
3. ძირითადი იონურ-მარილოვანი შედგენილობისა და აირების შემცველობის თავისებურების, სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების მომატებული შემცველობისა და სპეციფიკური თვისებების (რადიოაქტიურობა, ტემპერატურა, მჟავიანობა და სხვა) მიხედვით, მინერალური წყლები მიეკუთვნება ქვემოთ მოყვანილ 9 ძირითად ბალნეოლოგიურ ჯგუფს:
ა) მინერალური წყლები, რომელთა მოქმედება განისაზღვრება იონური შედგენილობითა და მინერალიზაციით;
ბ) ნახშირმჟავა წყლები;
გ) გოგირდწყალბადიანი (სულფიდური) წყლები;
დ) რკინიანი წყლები;
ე) ბრომიანი, იოდიანი ან იოდობრომიანი წყლები;
ვ) სილიციუმიანი თერმული წყლები;
ზ) დარიშხანშემცველი წყლები;
თ) რადონული (რადიოაქტიური) წყლები;
ი) ბორშემცველი წყლები.
4. მინერალური წყლის ამა თუ იმ ბალნეოლოგიური ჯგუფისათვის მიკუთვნება ხდება შემდეგი რაოდენობრივი მაჩვენებლებისა და ნიშან-თვისებების ერთობლიობის გათვალისწინებით:
ა) წყლის საერთო მინერალიზაცია;
ბ) იონური შედგენილობა;
გ) აირშემცველობა და აირგაჯერებულობა;
დ) ბიოლოგიურად აქტიური მინერალური და ორგანული კომპონენტების შემცველობა;
ე) რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობა;
ვ) აქტიური რეაქცია - pH;
ზ) ტემპერატურა.
5. ძირითადი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც წყალი მიეკუთვნება მინერალურს, მოცემულია მე-3 დანართში.
6. სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხაში (თავი III) წარმოდგენილია:
ა) ძირითადად ჰიდროკარბონატული, ქლორიდული, სულფატური, კომბინირებული და უფრო რთული შედგენილობის მინერალური წყლები;
ბ) სუსტი მინერალიზაციის, ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტის ბალნეოთერაპიული რაოდენობის შემცველი მინერალური წყლები.
7. მინერალურ წყლებში ბიოლოგიურად აქტიური მიკროკომპონენტების ბალნეოლოგიური ნორმები მოყვანილია დანართ 2-ის 1 ცხრილში.
8. მინერალური წყლები ქიმიური შედგენილობის, ფიზიკური თვისებების, სპეციფიკური კომპონენტების შემცველობისა და ორგანიზმზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით გამოიყენება გარეგანი (მინერალური წყლის აბაზანები) და შინაგანი (სასმელი, ინჰალაცია, შესხურება, მოსხურება, ოყნები) მოხმარებისათვის.
9. შინაგანი მოხმარების მინერალურ წყლებში, მინერალური და ორგანული ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებია 1-15გ/დმ3-ის ფარგლებში. ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალოდ გამოიყენება (ქიმიური შედგენილობიდან გამომდინარე) უფრო მაღალი მინერალიზაციის წყლები, მკაცრად დოზირებული რაოდენობით. მაგალითად, ლუგელა – საერთო მინერალიზაცია 40–45 გ/დმ3.
10. გარეგანი მოხმარების მინერალურ წყლებს ახასიათებთ მინერალიზაცია 15 გ/დმ3 და მეტი თვით წათხი მარილხსნარების ჩათვლით 150-300 გ/დმ3, ან დაბალი მინერალიზაცია ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების შემცველობით (ბრომი, იოდი, გოგირდწყალბადი, ნახშირმჟავა, რადონი).
11. სამკურნალო კატეგორიის წყლის ობიექტების ნუსხაში მოყვანილი მინერალური წყლების სამკურნალო ჩვენებები უნდა შეესაბამებოდეს მე-7 დანართში მოცემულ ჩამონათვალს.
თავი III
სამკურნალო კატეგორიის წყლის ობიექტების ნუსხა
1. კომბინირებული და შინაგანი გამოყენების მინერალური წყლები
მინერალური წყლის ჯგუფის დასახელება | მინერალური წყლის დახასიათება | წყლის დანიშნუ-ლება | სამკურნალო ჩვენებები. იხ. დანართი VII | |||
წყლის სახელ-წოდება | მინერა-ლიზაცია გ/დმ3 | ძირითადი იონები მგ-ეკვ% | სპეცი-ფიკური კომპო-ნენტები | |||
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
ჰიდროკარბონა-ტულნატრიუმიანი
| ბორჯომი
| 5,6-7,2
| HCO3 81 _________ Na 91 | CO2
| გარეგანი შინაგანი
| 1.1; 1.2,ა,გ; 1.3; 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 1.8; 1.9;2.4;6.1; 6,2. |
–––– “ ,,
| ნაბეღლავი
| 6,2
| HCO3 93 ______________ Na 76 | CO2
| შინაგანი გარეგანი
| ––– “ ,,
|
–––– “ ,, | ლაშიჭალა ბ*. 5 | 6,3
| HCO3 91 _________________ Na82 | CO2
| შინაგანი გარეგანი
| –––– “ ,, |
ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი რკინიანი, ბორიანი | უწერა ბ. 24
| 9,2
| HCO3 93 ______________ Na77 | H3BO3 Fe, CO2
| შინაგანი გარეგანი
| –––– “ ,,
|
–––– “ ,, | საირმე ბ. 5 | 7,2
| HCO3 79 __________ Na 70 | H3BO3 Fe, CO2
| შინაგანი
| 1.2 ა, გ, დ; 1.3; 1.5; 1.7; 1.9;
|
–––– “ ,, | ბაგიათი
| 5,1
| HCO3 91 _________ Na72 | H3BO3, Fe,CO2
| შინაგანი
| ––– “ ,, |
ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი, დარიშხანიანბორიანი | ავადჰარა ბ. 1 კ
| 7,1
| HCO3 97 __________ Na 79 | H3BO3 Fe, As, CO2
| შინაგანი
| –––– “ ,, 9.1. |
ჰიდროკარბონატულ-კალციუმიანი ნატრიუ-მიანი და ნატრიუმ კალციუმიანი | ნაკრა წყარო 1
| 2,6
| HCO3 93 ______________ Na45Ca37
| CO2
| შინაგანი
| 1.2; 1.3; 1.4; 1.7; 1.9; 8.1; 8.2; 8.3; 8.5. |
–––– “ ,, | მესტია ბ.5
| 0,9 | HCO3 81 __________ Na51Ca34 | CO2 | შინაგანი
| –––– “ ,, |
–––– “ ,, | კვედილაში ბ.1
| 2,3
| HCO3 95 __________ Na47Ca41 | CO2
| შინაგანი
| –––– “ ,, |
–––– “ ,, | შოვი კალცის წყალი
| 2,2
| HCO3 95 __________ Ca61Na25 | CO2
| შინაგანი
| 1.2; 1.3; 1.4.; 1.5; 1.6; 1.9; 8.1; 8.2; 8.5. |
–––– “ ,, | მიტარბი ბ.18
| 2,4 | HCO3 93 _________ Ca47Na44 | CO2
| შინაგანი
| –––– “ ,, |
–––– “ ,, | მაქართა ბ. არაგვის მარცხ. ნაპირას | 1,2
| HCO3 90 _______________ Ca60Na27 | CO2
| შინაგანი
| –––– “ ,, |
ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი და ნატრიუმ-კალციუ-მიანი, რკინიანი | ლებარდე
| 1,6
| HCO3 96 _____________ Ca44 Na31
| Fe, CO2
| შინაგანი
| –––– “ ,,
9.1; |
–––– “ ,, | ხოფური | 3,3
| HCO3 91 __________ Na61Ca31 | Fe,CO2
| შინაგანი
| –––– “ ,,
9.1; |
–––– “ ,, | საირმე ბ. 8 | 2,2
| HCO3 80 _________ Na60Ca22 | Fe, CO2
| შინაგანი
| 6.1;6.2; 6.3; 8.1.; 8.2; 8.5; 9.1.
|
ჰიდროკარბონატული მაგნიუმიან-კალციუ-მიან-ნატრიუმიანი | წაღვერი ბ. 10
| 4,9
| HCO3 95 ____________ Na53Ca24Mg21 | Fe, CO2
| შინაგანი
| 1.2; 1.2 ა.გ; 1.3; 1.5; 1.7; 1.9; 9.1.
|
ჰიდროკარბონატულ-მაგნიუმიან-ნატრიუმიანი | დანისპარაუ-ლი
| 5,8
| HCO3 95 __________ Na51Mg43 | CO2
| შინაგანი
| 1.2; 1.3; 1.4; 1.5; 1.6; 1.9. |
ჰიდროკარბონატულ-მაგნიუმიან-კალციუმიანი | ძუღური წყარო-1
| 1,2
| HCO3 91 __________ Ca54Mg36 | Fe CO2
| შინაგანი
| 6.1; 6.2; 6.3; 8.1.; 8.2; 8,3; 8.5; 9.1. |
ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი | ურაველი
| 3,0
| HCO3 82 ________________ Mg41Ca31Na21 | H2SiO3 CO2
| შინაგანი
| 1.1; 1.2; 1.3; 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 1.8; 1.9; 6.2; 6.3; 9.1.
|
ჰიდროკარბონატულ- კალციუმნატრიუმ-მაგნიუმიანი | ფლატე
| 2,2
| HCO385 ________________ Mg50Na26Ca22 | H2SiO3 CO2, Fe | შინაგანი
| –––– “ ,,
|
ჰიდროკარბო-ნატულ-მაგნიუმიანი
| საკენი
| 2,5
| HCO3 91 ___________ Mg 61 | Fe, CO2
| შინაგანი
| –––– “ ,, |
ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან- მაგნიუმიანი | ახალციხე
| 6,0
| HCO3 95 ____________ Mg54Ca31 | H2SiO3 CO2
| შინაგანი გარეგანი
| 1.2; 1.5; 1.6; 1.7; 1.9; 2.6; 3.1; 3.4; 3.9; 3.10. |
სულფატურ-ჰიდრო-კარბონატულ-ნატრიუ-მიან-მაგნიუმიანი | ბოლნისი
| 7,6
| HCO3 64SO4 26 ________________ Mg49Na40 | H2SiO3, CO2
| შინაგანი
| 1.2; 1.4; 1.5; 1.7. 1.9.
|
სულფატურ-ჰიდრო-კარბონატულ-მაგნიუ-მიან-კალციუმიანი | ჩოკოტაური
| 3,0
| HCO3 71SO4 21 ________________ Ca 49Mg32 | H2SiO3 CO2
| შინაგანი
| 1.2; 1.3; 1.4; 1.5; 1.9.
|
სულფატურ-ქლორი-დულ-ნატრიუმიან-კალციუმიანი | სქური
| 1,7
| Cl 73SO4 21 ________________ Ca72Na23 | ––
| შინაგანი
| 1.2; 1.3; 1.4; 1.5; 1.7; 1.9; 3.1; 3.3; 3.7;
|
–––– “ ,, | სამტრედია
| 3,6
| Cl73SO426 ____________ Ca48Na43 | N2
| შინაგანი გარეგანი | 1.3; 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 3.1; 3.3; 3.4; 3.5; 3.9; 4.1; 5.1; 5.2. |
ქლორიდულ-ჰიდრო-კარბონატულ-ნატრიუ-მიანი | ჯავა
| 3,3
| HCO3 73Cl21 _______________ Na89 | H2SiO3 CO2
| შინაგანი
| 1.2; 1.3; 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 1.9.
|
ქლორიდულ ჰიდრო-კარბონატული ნატ-რიუმიანი, ბორიანი, რკინიანი | ვაჟას წყარო ბ. 10
| 7,1
| HCO3 74Cl21 ________________ Na69 | H3BO3 H2SiO3 Fe, CO2
| შინაგანი
| 1.2; 1.3; 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 1.9; 9.1. |
–––– “ ,, | ფასანაური | 7,5
| HCO3 52Cl48 _____________ Na92 | H3BO3 H2SiO3 Fe,CO2, | შინაგანი გარეგანი | 1.2; 1.3; 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 1.9; 9.1.
|
ქლორიდულ-ჰიდრო-კარბონატული ნატ-რიუმიანი, ბორიანი, დარიშხანიანი | ვარძია | 7,1 | HCO3 62Cl30 ______________ (K+Na)83
| H2SiO3 H3BO3 As, CO2
| შინაგანი გარეგანი
| 1.2ა.ბ.; 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 3.1; 3.3; 3.4; 4.1; 4.4; 5.1; |
ჰიდროკარბონატულ- ქლორიდული ნატ-რიუმიანი, ბორიანი | სორტუანი
| 7,4 | Cl54 HCO341 –– ______________ Na90 | H2SiO3 H3BO3
| შინაგანი გარეგანი
| 1.2.ბ; 1.4; 1.5; 1.7; 3.1; 3.3; 3.4; 3.7; 3.8; 3.9; 3.10; 4.1; 4.2. |
ქლორიდულ-ჰიდრო-კარბონატული კალ-ციუმიან-ნატრიუმიანი | ზვარე ბ. 32
| 2,8
| HCO3 73Cl26 ______________ Na54Ca39 | H2SiO3 CO2
| შინაგანი
| 1.1; 1.2; 1.3; 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 1.9;
|
–––– “ ,, | პანშეტი-ყაზბეგი | 2,7
| HCO3 61Cl21 ______________ Na67Ca21 | H2SiO3 CO2
| შინაგანი
| –––– “ ,,
|
ქლორიდულ-ჰიდრო-კარბონატული კალ-ციუმიან-ნატრიუმიანი, რკინიანი | კობი
| 2,6
| HCO371Cl21 ______________ Na48Ca41
| H3BO3 Fe, CO2
| შინაგანი
| –––– “ ,, |
–––– “ ,, | სიონი
| 2,6
| HCO3 71Cl21 ______________ Na64Ca21 | H3BO3 H2SiO3 Fe,CO2 | შინაგანი
| –––– “ ,, |
ქლორიდულ-კალციუმიანი, ბრომიანი | ლუგელა
| 42,1
| Cl 94 ______________ Ca 84 | Br
| შინაგანი
| 1.3; 3.8; 3.9; 6.6; 10.1; 10.2; 10.3; 10.4.
|
სუსტი მინერალიზა-ციის, მაღალი ორგანუ-ლი შემცველობით | შარდის წყალი ანუ დმანისი | 0,6
| HCO3 81 ______________ Na65 Ca31 | ორგანუ-ლი
| შინაგანი
| 8.1; 8.2; 8.3; 8.4; 8.5.
|
–––– “ ,, | მერხეულა
| 0,3
| (HCO3 + CO 3 )80 ______________ Na65 Ca31 | ორგანუ-ლი
| შინაგანი
| –––– “ ,, |
სუსტი მინერალიზაციის წყლები | უდაბნო | 0,3
| SO491 ______________ Na61Ca31 |
| შინაგანი გარეგანი | 1.5; 1.6; 1.7; 3.1; 3.3; 3.10; 4.1; 4.4; 5.1; 6.3. |
* ბ. – ბურღილი |
2. კომბინირებული და გარეგანი გამოყენების სამკურნალო მინერალური წყლები
მინერალური წყლის ჯგუფის დასახელება | მინერალური წყლების დახასიათება | წყლის დანიშნუ-ლება | სამკურნალო ჩვენებები
| ||||
წყლის სახელწოდება | მინერა-ლიზაცია გ/დმ3 | ძირითადი იონები მგ.ეკვ % | სპეციფიკური კომპონენტები | ტემპერატურა t0C | |||
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი | ბორჯომი
| 5,6 -7,2
| HCO381 ____________ Na91 | CO2
| 18-38
| შინაგანი გარეგანი
| 1.1; 1.2.ა.გ; 1.3. 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 1.8; 1.9; 2.4; 6.1; 6.2.
|
–––– “ ,, | ლაშიჭალა ბ.* 5
| 6,3
| HCO391 ____________ Na82 | H2SiO3 CO2 | 11
| –––– “ ,,
| –––– “ ,,
|
–––– “ ,, | ნაბეღლავი
| 6,2
| HCO393 __________ Na76 | CO2
| 15,5
| შინაგანი გარეგანი
| –––– “ ,,
|
ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი, რკინიანი, ბორიანი | უწერა ბ. 24
| 9,2
| HCO393 ___________ Na77 | H3BO3 Fe2+ CO2 | 9 - 14 | –––– “ ,,
| 1.2; 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 1.9; 3.1; 3.3; 3.4; 3.10; 5.1; 5.2. |
ჰიდროკარბონატულ- ნატრიუმიან, მაგნიუმიანი | ახალციხე ბ. 146
| 6,0
| HCO385 _____________ Mg54Na31 | H2SiO3 CO2
| 11
| –––– “ ,,
| 1.2; 1.5; 1.6; 1.7; 1.9; 9.1.
|
ჰიდროკარბონატულ-მაგნიუმიან-ნატრიუმიანი | ცურნაში
| 1,5
| HCO392 ________________ Na61Mg32 | CO2
| 7
| გარეგანი
| 1.1; 1.2ა.გ; 1.3; 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 1.8; 1.9; 6.1; 6.2.
|
ჰიდროკარბონატულ-მაგნიუმიან-კალციუ-მიანი | სიმონეთი ბ. 4
| 0,6
| HCO390 ________________ Ca76Mg21 | –––– “ ,,
| 38 -39
| შინაგანი გარეგანი
| 1.2; 1.3; 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 1.9; 6.1; 6.2; 6.3; 8.1; 8.2.; 8.5.; 9.1. |
ჰიდროკარბონატულ-სულფატურ-ნატრიუ-მიან-კალციუმიანი | თბილისი (ბალ-ნეოლოგიური კურორტი) | 0,6
| SO4 64HCO321 __________________ Ca45Na42 | H2S, N2, CH4 H2SiO3
| 35 - 38 | გარეგანი
| 2.4; 2.5; 2.6; 3.1; 3.2; 3.3; 3.4; 3.5; 3.6; 3.7; 3.9; 4.1; 4.3; 4.4; 5.1; 5.2; 5.3.; 5.4; 5.5; 7.2. |
სულფატურ-ჰიდრო-კარბონატულ-ნიტრიუ-მიანი | სულორი
| 0,5
| (HCO3+CO3)76SO421 ________________________ Na 91 | H2SiO3 N2
| 35
| გარეგანი
| –––– “ ,, |
ქლორიდულ-სულფა-ტურ-კალციუმიან- ნატრიუმიანი ან ნატ-რიუმიან-კალციუმიანი | ტყვარჩელი ქვ. ჯგუფი
| 0,5
| SO445 Cl31 _______________ Na58Ca30
| Rn, N2
| 48
| გარეგანი
| –––– “ ,,
|
ქლორიდულ-სულფა-ტურ-კალციუმიან- მაგნიუმიანი | ცაიში ბ. 1კ.
| 1,7
| SO451Cl38 _______________ Ca46(Na+K)38 | H2S
| 78
| გარეგანი
| 7.1; 7.2; 7.4; 7.6; 7.7.
|
ქლორიდულ-სულფა-ტურ-მაგნიუმიან- კალციუმიანი | გაგრა ბ. 2 | 2,5–2,7
| SO454Cl28 _______________ Ca61Mg31 | H2S | 35 - 41
| გარეგანი
| 2.4; 2.5; 2.6; 3.1; 3.2; 3.3; 3.4; 3.5; 3.6; 3.7; 3.9; 4.1; 4.3; 4.4; 5.1; 5.2; 5.3; 5.4; 5.5; 7.2. |
ქლორიდულ-სულფატურ- ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან- მაგნიუმიან-კალციუმიანი | ბესლეთი
| 1,5
| SO454Cl28 _______________ –Ca61Mg23–
| H2S | 41 - 43
| გარეგანი
| –––– “ ,,
|
სულფატურ-ქლორი-დულ-ნატრიუმიან- კალციუმიანი და კალციუმიან-ნატრიუ-მიანი | წყალტუბო | 0,8
| HCO342SO431Cl21 _______________ Ca41Mg34Na22
| Rn, N2 | 31 - 35
| გარეგანი
| 2.3; 4.1; 4.3; 5.; 7.1; 7.2; 7.3; 7.4; 7.7.
|
ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი | სამტრედია
| 3,6
| Cl73SO426 _______________ Ca48Na43 | N2 | 62
| შინაგანი გარეგანი
| 1.2.ბ; 1.4; 1.7; 1.9; 2.5; 2.6; 3.1; 3.2; 3.3; 3.4; 3.7; 3.9; 4.1; 4.3; 4.4. |
კალციუმიან ნატრიუმიანი | აბასთუმანი
| 0,8
| Cl53SO423 _______________ Na42Ca31 | N2 | 51 - 58
| გარეგანი
| 2.6; 2.7; 3.1; 3.2; 3.3; 3.4; 3.5; 3.6; 3.10; 4.4.
|
ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი | ვარძია
| 7,7
| HCO3 56Cl31 _______________ Na81 | H2SiO3, H3BO3, As, CO2 | 51 - 58 | შინაგანი გარეგანი
| 1.2.ბ; 1.4;18.5;1.6; 1.7; 1.9; 3.1; 3.2; 3.3; 3.4; 3.7; .9; 4.1; 4.2; 4.3; 5; 7.1; 7.4; 9.1. |
–––– “ ,, | გორისჯვარი
| 1,0
| (HCO3+CO2)66Cl29 _______________ Na80 | H2 S, N2, CH4
| 18 - 35
| გარეგანი
| 3.1; 3.2; 3.3; 3.4; 3.5. 4.1; 4.4; 6.1; 7.1; 7.4.
|
–––– “ ,, | თორღვა
| 0,5
| (HCO342+CO329)Cl 23 _______________ Na81 | N2
| 31 - 34
| გარეგანი
| 2.6; 3.1; 3.2; 3.3; 3.4; 3.5; 3.6; 3.7; 3.9; 4.1; 4.2; 4.4; 5.1; 5.2; 5.3; 5.4; 5.5;
|
–––– “ ,, | მახინჯაური
| 0,5
| (HCO3+CO3)47Cl34 _______________ Na95 | ––––––
| 24
| გარეგანი
| 2.6; 2.7; 3; 4.1; 4.2; 4.4; 5; 7.1; 7..2. |
ჰიდროკარბონატული, ქლორიდულ-ნატრიუმიანი | ურავის ვეძა
| 12,6
| Cl54HCO331 _______________ Na83 | H2SiO3, H3BO3, CO2
| 15
| შინაგანი გარეგანი
| 1.2.ბ; 1.4; 1.7; 1.9; 2.5; 2.6; 3.1; 3.2; 3.3; 3.4; 3.7; 3.9; 4.1; 4.2; 4.3; 5; 7.1; 7.4. |
–––– “ ,, | სორტუანი
| 7,4
| Cl54HCO341 _______________ Na90 | H2SiO3, H3BO3, CO2 | 15
| გარეგანი შინაგანი
| 1.2ბ; 1.4; 1.5; 1.7; 3.1; 3.3; 3.4; 3.7; 3.8; 3.9; 3.10; 4.1; 4.2.
|
–––– “ ,, | უჯარმა
| 8,4 - 1,0
| Cl63HCO329 _______________ Na93 | HBO2, Br, H2SiO3, CH4
| 41 | გარეგანი
| 2.1; 3.2; 3.3; 3.4; 3.5; 3.6; 3.7; 3.8; 3.9; 3.10; 4.1; 4.2; 4.4; 5; 7.1. |
ქლორიდულ-ნატრიუმიანი | მენჯი
| 6,0- 14,0
| Cl95 __________ Na91 | H2S, N2, CH4,
|
23 - 31 | გარეგანი
| –––– “ ,,
|
–––– “ ,,
| ამაღლება
| 9,7
| Cl83 __________ Na71 | H2SiO3, H3BO3, CO2,
| 41 | გარეგანი შინაგანი
| 1.2.ბ; 1.5; 1.7; 3.1; 3.2; 3.3; 3.4; 3.5; 3.6; 3.7; 3.8; 3.9; 3.10; 5.
|
–––– “ ,, | ოქტომბერი
| 6,9
| Cl 81 _________ Na91 | H3BO3, CH4
| 28-30
| გარეგანი
| –––– “ ,,
|
–––– “ ,, | ქობულეთი
| 7,5
| Cl95 __________ Na94 | H3BO3, CH4
| 36
| გარეგანი
| –––– “ ,,
|
ქლორიდულ-კალციუმიან ნატრიუმიანი | ჰერეთის კარი
| 4,8
| Cl91 __________ Na77Ca21 | CH4, N2
| 34 -36
| გარეგანი
| –––– “ ,,
|
–––– “ ,,
| ნასაკირალი
| 4,5
| Cl 94 _________ Na74Ca21 | CH4, N2
| 14 - 17
| გარეგანი
| –––– “ ,,
|
–––– “ ,,
| ასპინძა
| 1,1
| Cl 81 ___________ Na67Ca31 | H2SiO3
| 41
| გარეგანი
| 3.1; 3.2; 3.3; 3.4; 3.5; 3.6; 3.7; 3.8; 3.9; 3.10; 4.1; 4.2; 5.1.; 5.2.; 5.3.; 7.1; 7.2; 7.4;
|
3. კომბინირებული და გარეგანი გამოყენების სუსტი მინერალიზაციის სხვადასხვა ქიმიური შედგენილობის მინერალური წყლები
მინერალური წყლის ჯგუფების დასახელება | მინერალური წყლების დახასიათება | წყლის დანიშნულება | სამკურნალო ჩვენება | ||||
წყლის სახელწოდება | მინერალიზაცია გ/დმ3 | ძირითადი იონები მგ.ეკვ % | სპეციფიკური კომპონენტები | ტემპერატურა t0C | |||
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
ჰიდროკარბონატულ- კალციუმიან- ნატრიუმიანი | ზეკარი | 0,3
| HCO3 87 Na59Ca30 | N2 | 35
| გარეგანი
| 2.6; 31; 3.2; 3.3.; 3.4; 3.5; 3.6; 3.9; 3.10; 4.1; 4.2; 4.4; 5.1; 5.4. |
სულფატურ-ჰიდროკარბო-ნატულ-ნატრიუმიანი | ციხისჯვარი ბ. 19 | 0,14 | (HCO3+CO3)65SO421 Na70 | N2 | 36 | გარეგანი | –––– “ ,, |
სულფატურ-ჰიდროკარბონატულ- მაგიუმიან- კალციუმიანი | ხიდიკარი წყარო
| 0,4
| HCO368SO421 Ca
| ––– | 15 | გარეგანი | –––– “ ,, |
სულფატურ- კალციუმ- ნატრიუმიანი | უდაბნო
| 0,3 | SO4 91 Na61Ca31 | N2, CH4 | 44 | შინაგანი გარეგანი | 1.4; 1.5.1.7. 3.1; 3.2; 3.3; 3.9; 3.10; 4.1; 4.2; 4.4; 5; 7.1. |
ქლორიდულ- კარბონატულ- კალციუმიანი, ნატრიუმიანი | ნუნისი ბ. 1
| 0,3 | CO349Cl43 Na53Ca20
| N2, CH4 | 21-25 | გარეგანი | 7.1; 7.2; 7.4; 7.6; 7.7.
|
კარბონატულ-ნატრიუმიანი | ახალდაბა ბ. 55 | 0,2 | CO391 Na94 | H2SiO3, N2 | 31-39 | გარეგანი | 2.6; 2.7; 3.1; 3.2; 3.3; 3.4; 3.5.; 3.6; 3.7; 3.8; 3.9; 3.10; 4.1; 4.2; 4.3; 7.1; 7.2; 7.6. |
* ბ. – ბურღილი. |
დანართი 1
კონდიცია
წყლის ტიპის დახასიათება „გოსტი“ 13273-88 | გამოკვლეული წყლის დახასიათება | |||||||||||||
მინერალური წყლის ჯგუფის დასახელება | წყლის ტიპის სახელ-წოდება | მინერალიზაცია, გ/დმ3 | ძირითადი იონები მგ.ექვ.% | წყლის სახელწოდება და ადგილმდებარეობა | მინერალიზაცია, გ/დმ3 | ანიონები მგ/დმ3
| კათიონები მგ/დმ3 | სპეციფიური კომპონენტები | ||||||
|
|
|
|
|
| HCO3 - | SO42 - | Cl - | Ca 2+ | Mg2+ | Na++K+ |
| ||
სამედიცინო დასკვნა | ||||||||||||||
დანართი 2
ცხრილი 1
მინერალურ წყალში ბიოლოგიურად აქტიური მიკროკომპონენტების ბალნეოლოგიური ნორმები
მინერალური წყლის ტიპი | ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტები | კომპონენტის მასური კონცენტრაცია, არანაკლებ მგ/დმ3 |
ნახშირმჟავა
| თავისუფალი ნახშირორჟანგი (გახსნილი) | 500,0
|
რკინიანი | რკინა | 10,0 |
დარიშხანიანი | დარიშხანი | 0,7 |
ბორიანი | ორთობორის მჟავა ( H3BO3) | 35,0 |
სილიციუმიანი | მეტასილიციუმის მჟავა (H2SiO3) | 50,0 |
ბრომიანი | ბრომი | 25,0 |
იოდიანი | იოდი | 5,0 |
ორგანული ნივთიერებების შემცველი | ორგანული ნივთიერებები (ნახშირბადზე გადაანგარიშებით) | 5,0 |
რადონიანი | რადონი (Rn –222) | 100 ნკიური/დმ3 (3700 ბკ/დმ3) |
ორთობორის მჟავა –– H3BO3; მეტასილიციუმის მჟავა –– H2SiO3; |
ცხრილი 2
მინერალური წყლის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი | დახასიათება |
ფერი
| უფერო სითხე ან მოყვითალოდან მომწვანო ელფერით. |
სუნი და გემო
| დამახასიათებელი წყალში გახსნილი ნივთიერებების კომპლექსებისთვის. |
გარეგნული სახე
| გამჭვირვალე სითხე, უცხო მინარევების გარეშე, მინერალური მარილების უმნიშვნელო ბუნებრივი ნალექით. |
ცხრილი 3
მინერალური წყლის შემადგენელი კომპონენტების მასური კონცენტრაციები
კომპონენტის დასახელება | კომპონენტის ზდკ* მგ/დმ3, არა უმეტეს | კვლევის მეთოდები
|
1 | 2 | 3 |
ნიტრატები (NO-3–ის მიხედვით) | 50,0 | ISO 5663:1984 ISO 7890-1:1986 გოსტი 23268.9-78 |
ნიტრიტები (NO-2-ის მიხედვით) | 2,0 | ISO 6777:1984 გოსტი 23268.8-78 |
ტყვია (Pb)
| 0,1
| ISO 8288:1986 გოსტი 18293-72 |
სელენი (Se)
| 0,05
| ISO 9965:1993 ფოტომეტრიული |
კადმიუმი (Cd) | 0,01 | ISO 5961:1995 |
ვერცხლისწყალი (Hg) | 0,005 | ISO 5666:1984 |
ფენოლები | 0,001 | ISO 6439 : 1990 |
დარიშხანი (As) | 1,5–2,0
| ISO 6595:1982 ISO 11969:1996 გოსტი 23268.14-78 გოსტი 4152-89 |
ფტორი (F) | 10,0–15,0
| ISO 10359-1:1992 ISO 10359-2:1994 გოსტი 23268.18-78 |
სხვა ორგანული ნივთიერებები (ნახშირბადზე გადაანგარიშებით Cორგ.) | 10,0–15,0
| ISO 8245:1987 |
რადიუმი (Ra - 226) | 5,0 კიური/დმ3 (185 ბკ/დმ3) | გოსტი 18912–73
|
ურანი (U - 238)
| 1,8 (1,2.10–9კიური/დმ3) | გოსტი 18921-73 ISO 10703:1997 |
ჯამური ალფა აქტივობა
| 0,1 ბკ/დმ3
| ISO 9696:1992 რუნ–2000, n2.6.1. 001-00 |
ჯამური ბეტა აქტივობა | ბკ/დმ3
| ISO 9697:1992 რუნ–2000, ჰნ 2.6.1. 001-00 |
ცეზიუმი – 137 (Cs-137) | 8,2 ბკ/დმ3 | რუნ–2000, ჰნ 2.6.1. 001-00 |
სტრონციუმი –90 (Sr-90) | 8,0 ბკ/დმ3 | რუნ–2000, ჰნ 2.6.1. 001-00 |
ცხრილი 4
მინერალური წყლის ხარისხის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები
მაჩვენებელი | მაჩვენებლის სიდიდე (რაოდენობა/სმ3) |
კონტროლის მეთოდიკები |
მეზოფილური აერობებისა და ფაკულტატური ანაერობების საერთო რაოდენობა (ბაქტერიების საერთო რაოდენობა) 370 | 5
| PrEN –6222
|
220 | 20 |
|
საერთო კოლიფორმული ბაქტერიები | 3/1000 | EN ISO 9308 |
Escherichia coli (E. coli)
| 0/100
| PrEN ISO 9308 |
St. faecalis
| 0/250
| PrEN ISO7899
|
Pseudomonas aeruginosa | 0/250 | PrEN 16266 |
კოლონიების რაოდენობა 220 C | 100 | EN 26461-1:1993 |
კოლონიების რაოდენობა 370 C | 20 |
|
სულფიტმარედუცირებელი კლოსტრიდიები (Cl. perfringens) | 0/250 |
|
პათოგენები, მათ შორის, სალმონელა | 0/250 | ISO 6940 |
დანართი 3
მინერალური წყლის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები
ძირითადი მაჩვენებლები | წყლის მინერალურად მიკუთვნების ნორმები | მაჩვენებლების სიდიდე | წყლის დასახელება დახასიათება |
1 | 2 | 3 | 4 |
საერთო მინერალიზაცია, გ/დმ3
| 1-ზე მეტი
| 1–5 5–10 10–15 15–35 35–70 70–150 >150 | ძლიერ სუსტი მინერალიზაციის დაბალი მინერალიზაციის საშუალო მინერალიზაციის მაღალი მინერალიზაციის სუსტი მარილხსნარი მარილხსნარი წათხი მარილხსნარი |
იონური შედგენილობა, ეკვ.%
| „-–––––”
| Cl, Na>20 სხვა იონები<20 HCO3,Ca, | ქლორიდულ-ნატრიუმიანი
|
|
| Mg>20 Ca>Mg. სხვა იონები>20 | ჰიდროკარბონატულ-მაგნიუმიან-კალციუმიანი |
|
| Cl, HCO3, Na>20 HCO3,>Cl სხვა იონები<20 და ა.შ. | ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ- ნატრიუმიანი
|
აიროვანი შედგენილობა, მოცულობითი %
| “–––––––”
| CO2>10 სხვა აირები<10 N2, CH4>10 | ნახშირმჟავა |
|
| CH4>N2 სხვა აირები<10 და ა.შ. | აზოტი, მეთანიანი
|
აირგაჯერებულობა მლ/დმ3 | “–––––––”
| >1000 1000-100 100-50 <50 | მაღალაირგაჯერებულები საშუალოაირგაჯერებულები სუსტად აირგაჯერებულები ძალიან სუსტად აირგაჯარებულები |
თავისუფალი CO2 (გახსნილი), გ/დმ3
| 1,4 გარეგანი გამოყენებისათვის; 0,5 შინაგანი გამოყენებისათვის | 0,5-1,4 1,4-2,5
>2,5 | სუსტი ნახშირმჟავა საშუალო კონცენტრაციის ნახშირმჟავა ძლიერი ნახშირმჟავა (სპონტანური CO2 გამოყოფილი, გაზირებულები) |
საერთო H2S (H2S+HS-), მგ/დმ3 | 10 | 10–50
| სუსტად გოგირდწყალბადიანი |
|
| 50–100 | საშუალო კონცენტრაციის გოგირდწყალბადიანი |
|
| 100–250 | ძლიერი გოგირდწყალბადიანი |
|
| >250 | მეტად ძლიერი გოგირდწყალბადიანი |
|
| როცა pH<6,5 | გოგირდწყალბადიანი |
|
| როცა pH 6,5-7,5 | გოგირდწყალბადიან-ჰიდროსულფიდური ან ჰიდროსულფიდურ - გოგირდწყალბადიანი |
As, მგ/დმ3 | 0,7 | როცა pH>7,5 0,7–5,0 | ჰიდროსულფიდური დარიშხანიანი |
|
| 5,0–10,0 >10,0 | ძლიერი დარიშხანიანი ძალიან ძლიერი დარიშხანიანი |
Fe (Fe2++Fe3+), მგ/დმ3 | 10 | 10–40 | რკინიანი |
|
| 40–100 | ძლიერ რკინიანი |
|
| >100 | ძალიან ძლიერ რკინიანი |
Br, მგ/დმ3 | 25 | 25 | ბრომიანი |
I*, მგ/დმ3 | 5 | 5 | იოდიანი |
H2SiO3 (+HSiO3-),მგ/დმ3 | 50 | 50 | სილიციუმიანი |
H3BO3* ან | 35 | 35 | ბორიანი |
HBO2, მგ/დმ3 | 50 | 50 |
|
რადიოქტიურობა (Rn შემცველობა), ნკიური /დმ3**
| 5
| 5–20 20-40 40-80 80-120 120-200 >200 | ძალიან სუსტად რადონიანი სუსტად რადონიანი ზომიერად რადონიანი საშუალო რადონიანი მაღალ რადონიანი ზემაღალ რადონიანი |
აქტიური რეაქცია – pH
| –
| <3,5 3,5–5,5 5,5–6,8 6,8–7,2 7,2–8,5 >8,5 | ძლიერ მჟავე მჟავე სუსტი მჟავე ნეიტრალური სუსტი ტუტე ტუტე |
ტემპერატურა, 0C
| ––
| 4-ზე დაბალი 4-20 20–34 34–37 37–39 39–45 45-ზე ზემო | ძლიერ ცივი ცივი გრილი „ინდიფერენტული” თბილი ცხელი ძალიან ცხელი |
* B და I შემცველობა წყლის 10 გ/დმ3 მინარელიზაციაზე გაანგარიშებიდან; ** რადონიანს მიეკუთვნება წყლები შემცველობით Rn 3-5 ნკიური/დმ3, თუ მათ აქვთ საკმარისი დებიტი და ტემპერატურა, რომელიც იძლევა მათი გამოყენების შესაძლებლობას გამდინარე აბაზანებში (აუზებში). 1 ნკიური/დმ3 (ნანოკიური/დმ3)= 2,8 მასის ერთეული. |
დანართი 4
მინერალური წყლის ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური კვლევის ოქმების ფორმები
მუხლი 1. სრული ქიმიური ანალიზის კვლევის ოქმის ფორმა
1. სრული ქიმიური ანალიზის კვლევის ოქმის №
1. წყაროს დასახელება –––––––––––––––––––
2. ადგილმდებარეობა ––––––––––––––––––––––
3. წყაროს პირის აბსოლუტური ნიშნული –––––––––––––––––––––––––––––––
4. ჭავლის ან წყლის დონე –––––––––––––––––
5. წყალშემცავი ჰორიზონტის დახასიათება და მისი განლაგების სიღრმე –––––––––––––––––––
6. კაპტაჟი და მისი მდგომარეობა –––––––––––––
7. დებიტი –––––––––––––––––––––––––––––
8. ტემპერატურა წყლის –––––––– ჰაერის ––––––
9. სინჯის აღების თარიღი –––––––––––––––––
10. ანალიზის ჩატარების თარიღი –––––––––––––
11. მშრალი ნაშთი––––––––––––––––––––––––
12. pH––––––––––––––––––––––––––––––
13. Eh–––––––––––––––––––––––––––––––
14. რადიოაქტივობა––––––––––––––––––––––
15. ორგანული ნივთიერებები:
ა) ორგანული ნივთიერებების რაოდენობრივი შემცველობა:
არააქროლადი ორგანული ნივთიერებებიდან––––––
პერმანგანატული ჟანგვადობა –––––––––––––––
ბ) ფრაქციული შედგენილობა:
მჟავე ბითუმები––––––––––––––––––––––––––
ჰუმუსური ნივთიერებები–––––––––––––––
ჯამი:––––––––––––––––––––––––––––––––
გ) ჯგუფური შედგენილობა:
ფენოლები ––––––––––––––––––––––––––––
ნაფტენის მჟავები –––––––––––––––––––––––
არომატული ნახშირწყალბადები – აქროლადი ცხი-მოვანი მჟავები–––––––––––––––––––––––––
16. აირები გ/დმ3 წყალში:
თავისუფალი ნახშირორჟანგი ––––––––––––––––
საერთო გოგირდწყალბადი ––––––––––––––––––
თავისუფალი გოგირდწყალბადი –––––––––––––––
გახსნილი ჟანგბადი ––––––––––––––––––––
17. აირების მოცულობითი შედგენილობა %- ში:
სპონტანური ––––––––––––––––––––––––––––
გახსნილი ––––––––––––––––––––––––––––––
18. საერთო აიროვანი ფაქტორი ––––––––––––––
19. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები:
ფერი ––––––––––––––––––-––––––
სუნი–––––––––––––––––გემო–––––––––––––––
ნალექი –––––––––––––––––––––––––––––––
20. საერთო სიხისტე ––––––––––––––––––––––
21. საერთო მინერალიზაცია –––––––––––––––
2. ქიმიური შედგენილობის ფორმულა
შემცველობა 1 დმ3 წყალში | მგ | მგ-ეკვ | მგ-ეკვ.% |
კათიონები წყალბადი ლითიუმი ამონიუმი ნატრიუმი კალიუმი მაგნიუმი კალციუმი სტრონციუმი ბარიუმი რკინა(II) რკინა(III) ალუმინი მანგანუმი თუთია სპილენძი კობალტი ნიკელი ტყვია ვერცხლისწყალი ვანადიუმი ქრომი სელენი კადმიუმი ბერილიუმი მოლიბდენი |
|
|
|
ჯამი: |
|
|
|
ანიონები ფტორიდები ქლორიდები ბრომიდები იოდიდები სულფატები ჰიდროსულფატები ჰიდროსულფიდები თიოსულფატები სულფიტები ჰიდროკარბონატები კარბონატები ჰიდროსილიკატები ჰიდროფოსფატები ნიტრატები ნიტრიტები |
|
|
|
ჯამი: |
|
|
|
არადისოცირებული მოლეკულები ორთობორის მჟავა სილიციუმის მჟავა, მათ რიცხვში კოლოიდური დარიშხანოვანი მჟავა დარიშხანის მჟავა |
|
|
|
მინერალიზაცია |
|
|
|
ქიმიური შედგენილობის ფორმულა:
ანალიზის შესრულების თარიღი –––––––––––––
ლაბორატორია, სადაც შესრულდა ანალიზი –––––
ანალიზის შემსრულებლები –––––––––––––––
მუხლი 2. მოკლე ქიმიური ანალიზის კვლევის ოქმის ფორმა
1. მოკლე ქიმიური ანალიზის კვლევის ოქმი №
1. წყაროს დასახელება––––––––––––––––––––––
2. ადგილმდებარეობა –––––––––––––––––––––––
3. წყაროს პირის აბსოლუტური ნიშნული ––––––––
4. ჭავლი ან წყლის დონე –––––––––––––––––––
5. წყალშემცავი ჰორიზონტის დახასიათება და განლაგების სიღრმე ––––––––––––––––––––––––
6. კაპტაჟი და მისი მდგომარეობა –––––––––––––
7. დებიტი ––––––––––––––––––––––––––––
8. ტემპერატურა წყლის ––––––ჰაერის––––––––
9. სინჯის აღების თარიღი–––––––––––––––-–
10. ანალიზის ჩატარების თარიღი ––––––––––––––
11. მშრალი ნაშთი––––––––––––––––––––––
12.pH –––––––––––––––––––––––––––––––
13. Eh –––––––––––––––––––––––––––––
14. აირები გ/დმ3-
თავისუფალი ნახშირორჟანგი ––––––––––––––––
საერთო გოგირდწყალბადი ––––––––––––––––––
თავისუფალი გოგირდწყალბადი ––––––––––––––
გახსსნილი ჟანგბადი –––––––––––––––––––––
15. აირთა შედგენილობა მოცულობით %-ში:
სპონტანური ––––––––––––––––––––––––
გახსნილი –––––––––––––––––––––––––––––
16. საერთო აიროვანი ფაქტორი ––––––––––––––
17. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები:
ფერი –––––––––––––––––––––––––––––––
სუნი –––––––––––––––––––––––––––––––––
გემო ––––––––––––––––––––––––––––––––
ნალექი ––––––––––––––––––––––––––––––
2. ქიმიური შედგენილობის ფორმულა
შემცველობა 1 დმ3 წყალში | მგ | მგ-ეკვ | მგ-ეკვ.% |
კათიონები ამონიუმი კალიუმი ნატრიუმი მაგნიუმი კალციუმი რკინა(II) რკინა(III) ლითიუმი სტრონციუმი |
|
|
|
ჯამი: |
|
|
|
ანიონები ფტორიდები ქლორიდები ბრომიდები იოდიდები სულფატები ჰიდროსულფიდი ჰიდროსულფატები ჰიდროკარბონატები კარბონატები ნიტრატები ნიტრიტები |
|
|
|
ჯამი: |
|
|
|
არადისოცირებული მოლეკულები ორთობორის მჟავა სილიციუმის მჟავა დარიშხანოვანი მჟავა დარიშხანის მჟავა |
|
|
|
მინერალიზაცია |
|
|
|
ქიმიური შედგენილობის ფორმულა
ანალიზის შესრულების თარიღი –––––––––––––
ლაბორატორია, სადაც შესრულდა ანალიზი ––––––
ანალიზის შემსრულებლები ––––––––––––––––
დანართი 5
სანიტარიული მოთხოვნები სამკურნალო კატეგორიის წყლის ობიექტების დაცვაზე
1. სამკურნალო კატეგორიის წყლის ობიექტების სანიტარიულმა დაცვამ უნდა უზრუნველყოს სამკურნალო ფაქტორების ბუნებრივი, ფიზიკური და ქიმიური თვისებების შენარჩუნება, წყლის ობიექტების დაბინძურების, განლევის, დაშრეტისა და გაჭუჭყიანების თავიდან აცილება.
2. ბუნებრივი სამკურნალო რესურსების (მინერალური წყლების საბადოები, რომლებიც გამოიყენება ადგილზე სამკურნალოდ ან ჩამოსასხმელად) დაცვის მიზნით დგინდება სანიტარიული დაცვის ზონები, რომელიც განისაზღვრება „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბა`მისად.
3. ბუნებრივი სამკურნალო რესურსების, კურორტის გარემოსა და მიმდებარე ტერიტორიების დაცვისა და კეთილმოწყობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტების პროგრამის მიხედვით ხდება კურორტების სანიტარიული დახასიათება.
4. სამკურნალო კატეგორიის წყლის ობიექტებისა და მიმდებარე ტერიტორიის სანიტარიული დახასიათების პროგრამა უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სანიტარიულ-ტოპოგრაფიული აღწერილობა;
ბ) ტერიტორიის დაგეგმარება და განაშენიანება;
გ) მწვანე ნარგავები;
დ) ღია წყალსატევები;
ე) წყალმომარაგება;
ვ) მინერალური წყლების წყაროებისა და ჭაბურღილების კაპტაჟების სანიტარიული მდგომარეობა;
ზ) კანალიზაცია;
თ) ტერიტორიის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
ი) დასახლებული პუნქტებისა და სამრეწველო ობიექტების ნუსხა;
კ) ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ობიექტები;
ლ) ხმაურის წყაროები;
მ) დემოგრაფიული მონაცემები;
ნ) ინფექციური ავადობა რეგიონში.
5. სამკურნალო კატეგორიის წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონებში აკრძალულია ისეთი სამუშაოები, რომლებიც აბინძურებენ ნიადაგს, წყალს, ჰაერს, ზიანს აყენებენ მწვანე საფარს, იწვევენ ეროზიულ პროცესებს, უარყოფითად მოქმედებენ ბუნებრივ სამკურნალო რესურსებსა და მათ სანიტარიულ მდგომარეობაზე.
6. სამკურნალო კატეგორიის წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების სამკურნალო ფაქტორების კეთილსაიმედობა ადამიანის მკურნალობისა და დასვენებისათვის.
7. სამკურნალო კატეგორიის წყლის ობიექტებზე სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას ახორციელებენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები გეგმურად, ასევე სანიტარიული მდგომარეობისა და ეპიდემიური ჩვენების მიხედვით.
დანართი 6
ჰიგიენური მოთხოვნები მინერალური წყლის ხარისხისადმი. ხარისხის კონტროლი
1. მინერალურ წყალს უნდა ჰქონდეს მაღალი ორგანოლეპტიკური თვისებები (უცხო სუნისა და გემოს გარეშე), ქიმიური შედგენილობიდან გამომდინარე – დამახასიათებელი სუნი და გემო.
2. მინერალური წყლები ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების მიხედვით უნდა შეესაბამებოდეს დანართი 2-ის მე-2 ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს.
3. მინერალური წყლის შემადგენელი კომპონენტების მასური კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს დანართი 2-ის მე-3 ცხრილში მოცემულ მნიშვნელობებს.
4. მინერალურ წყალში პერმანგანატული ჟანგვადობა უნდა იყოს 0,5-5,0 მგ/დმ3, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია – 10,0 მგ/დმ3.
5. რადიოაქტივობის მაჩვენებლების დადგენილი მნიშვნელობების გადაჭარბებისას, მინერალურ წყალში წარმოებს დამატებითი კონტროლი რადიონუკლიდების იდენტიფიკაციისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული რადიაციული უსაფრთხოების მოქმედი ნორმების შესაბამისად, ჰიგიენური ნორმატივები ჰნ 2.6.1. 001–01 თბილისი, 2001 წ.
6. მინერალური წყლის (გარეგანი და შინაგანი მოხმარების) ეპიდემიური უსაფრთხოება განისაზღვრება მისი ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური და პარაზიტოლოგიური მაჩვენებლების ჰიგიენურ ნორმატივებთან შესაბამისობით. მინერალური წყლის ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს დანართი 2-ის მე-4 ცხრილში მითითებულ მოთხოვნებს.
7. მინერალური წყლის ხარისხის დანართი 2-ის მე-4 ცხრილში მოცემულ მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებთან შეუსაბამობისას აუცილებელია მინერალური წყლის გამოკვლევა მუცლის ტიფის, პარატიფის, დიზენტერიის და სხვა დაავადებების გამომწვევ პათოგენურ ბაქტერიებზე.
8. მინერალური წყლის სინჯის აღების მეთოდი და მოცულობა დამოკიდებულია წყლის ქიმიურ შედგენილობაზე, სინჯის აღების სიღრმეზე, კვლევის მიზანსა და განსასაზღვრი მაჩვენებლების ჩამონათვალზე იმ გაანგარიშებით, რომ გამოირიცხოს სინჯის აღების პროცესის დარღვევით გამოწვეული წყლის შედგენილობის მაჩვენებლების შესაძლო ცვლილებები.
9. სინჯის აღების ადგილი და პერიოდულობა დგინდება კვლევის პროგრამის შესაბამისად, წყლის ობიექტის კატეგორიიდან გამომდინარე.
10. მინერალური წყლის სინჯების გამოკვლევა, მისი შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების დაცვით (ტემპერატურა, კონსერვაციის მეთოდი, ნიმუშის ასაღები ჭურჭელი) უნდა ჩატარდეს შემდეგ ვადებში: ტემპერატურა, აირთა შედგენილობა, წყალბადიონის მაჩვენებელი, რკინა (II), ჰიდროკარბონატი, კარბონატი, ამონიუმი, ნიტრიტები – ადგილზე, ზოგადი ქიმიური მაჩვენებლები – სინჯის აღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრისათვის მინერალური წყლის მაქსიმალურად რეკომენდებული შენახვის ვადაა – 6 საათი.
11. მინერალური წყლის სრული ქიმიური ანალიზი ტარდება წელიწადში ერთხელ, მოკლე ქიმიური ანალიზი ღრმა ფორმირების წყლებისათვის (100 მ-ზე მეტი) – კვარტალში ერთხელ, არა ღრმა ცირკულაციის წყლებისათვის (100მ-მდე) – თვეში ერთხელ. ანალიზები წარმოებს მითითებული ევროპული ნორმებისა და ამჟამად მოქმედი გოსტი 23268.18-78 მიხედვით. კვლევის შედეგის წარმოდგენა ხდება მე-4 დანართში მითითებული ფორმების მიხედვით.
12. მინერალური წყლის შედგენილობასა და ხარისხზე დასკვნა გაიცემა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სეზონურად შესრულებული ანალიზების შედეგების საფუძველზე, დასკვნა გაიცემა 5 წლის ვადით, მონიტორინგის სავალდებულო ჩატარებით.
13. მინერალური წყლის სამედიცინო შეფასებისათვის დგინდება ფორმა – „კონდიცია” (დანართი 1), რომელიც გადამოწმდება 5 წელიწადში ერთხელ.
14. მინერალური წყლის ხარისხის დაცვაზე პერიოდულად უნდა წარმოებდეს მიმდინარე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა, ხოლო საუწყებო-სანიტარიული და საწარმოო კონტროლი კი სისტემატურად.
15. მინერალური წყლის ხარისხის საწარმოო კონტროლი ხდება იმ ორგანიზაციების ლაბორატორიებში, რომლებიც ახორციელებენ ობიექტის ექსპლუატაციას სამუშაო პროგრამის მიხედვით, ან სხვა ორგანიზაციების ლაბორატორიებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლებიც დადგენილი წესით აკრედიტებულნი არიან მინერალური წყლის ხარისხის გამოკლევის უფლებით.
დანართი 7
მინერალური წყლების სამკურნალო ჩვენებები
მუხლი 1. საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები
1. საყლაპავი მილის ანთებები – რეფლუქსი-ეზოფაგიტი, მტკივნეული, დისპეპტიური, დისფაგიური, შერეული ფორმის – მსუბუქი და საშუალო ხარისხის, გამწვავების ფაზის გარეშე.
2.კუჭის დაავადებები – ქრონიკული გასტრიტი:
ა) შენარჩუნებული სეკრეციული ფუნქციით;
ბ) დაქვეითებული სეკრეციული ფუნქციით;
გ) მომატებული სეკრეციული ფუნქციით, გამწვავების ფაზის გარეშე.
3. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული – რემისიისა და არასრული რემისიის ფაზაში, სისხლდენისადმი მიდრეკილების გარეშე. წყლულის ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ.
4. კოლიტი და ენტეროკოლიტი – ქრონიკული, სხვადასხვა ეტიოლოგიის (ტუბერკულოზური, სტენოზური და ბაქტერიული წარმოშობის გარდა), გამწვავების ფაზის გარეშე.
5. ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებები – ინფექციური ჰეპატიტი, ჰეპატიტის შემდგომი ნარჩენი მოვლენებით, არააქტიურ ფაზაში, დაავადებიდან 1-2 თვის შემდეგ ღვიძლის ფუნქციის მცირე გადახრებით.
6. ჰეპატიტი – ქრონიკული, სხვადასხვა ეტიოლოგიის, არააქტიურ ფაზაში, ღვიძლის ფუნქციების უმნიშვნელო გადახრებით.
7. ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი – ქრონიკული მიმდინარეობის, სხვადასხვა ეტიოლოგიის, იშვიათი შეტევებით, ოპერაციის შემდგომ პერიოდში – 4-5 თვე.
8. ნაღვლკენჭოვანი დაავადება – ინფექციით გართულებისა და ხშირი გამწვავების გარეშე, მხოლოდ მდგრადი რემისიის ფაზაში.
9. პანკრეატიტი – ქრონიკული მიმდინარეობის (ტუბერკულოზურის გარდა), ხშირი გამწვავების გარეშე, ქრონიკული პანკრეატიტის ლატენტური ფორმა.
მუხლი 2. სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები
1. რევმატიული ენდოკარდიტი – პირველადი ან ასაკობრივი, გახანგრძლივებული ან ფარული მიმდინარეობით, პროცესის მინიმალური აქტივობით, სისხლის მიმოქცევის უკმარისობის I ხარისხით.
2. მიტრალური სარქველების დაავადება – გულის მანკი – მიტრალური სარქველების უკმარისობა აქტივობის ნიშნების გარეშე, სისხლის მიმოქცევის კომპენსაციით ან უკმარისობის პირველი ხარისხით.
3. მიოკარდიტი – ინფექციურ-ალერგიული მიოკარდიტის გადატანის შემდგომი პერიოდი, სისხლის მიმოქცევის უკმარისობის I ხარისხით, მწვავე მოვლენებიდან 6-8 თვის შემდეგ.
4. გულის ქრონიკული იშემიური დაავადება – კორონალური არტერიის ათეროსკლეროზი, სტენოკარდიული იშვიათი, მსუბუქი შეტევები მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ეკგ-ზე პათოლოგიური ცვლილებების გარეშე, სისხლის მიმოქცევის უკმარისობის I ხარისხით.
5. ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი – იშვიათი, მსუბუქი სტენოკარდიული შეტევები, გულის რიტმის მოშლის გარეშე, არა უმეტეს სისხლის მიმოქცევის უკმარისობის I ხარისხისა.
6. ჰიპერტონული დაავადება – ნელი, პროგრესული განვითარებით, სისხლძარღვთა კრიზების, გულის რიტმისა და გამტარობის მოშლის გარეშე, არა უმეტეს სისხლის მიმოქცევის უკმარისობის I ხარისხისა.
7. კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი – მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი. წყლულის, განგრენისა და პროგრესული იშემიის გარეშე, ასევე ტვინისა და კორონარული სისხლის მიმოქცევის მოშლის გარეშე. ენდარტექტომიის და თრომბოინტიმექტომიის 6-8 თვის შემდეგ გართულების გარეშე.
მუხლი 3. ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები
1. რევმატოიდული პოლიართრიტი – რევმატოიდული ართრიტი, უპირატესად სახსროვანი და კლინიკურად კომბინირებული ფორმის არააქტიურ ფაზაში, პროცესის მინიმალური და საშუალო აქტივობით, ავადმყოფის თვითმომსახურების უნარით.
2. გარკვეული ეტიოლოგიის ინფექციური პოლიართრიტი – ბრუცელოზური, გონორეული, ტიფის, გრიპის, ტრავმის შემდგომი და ა.შ., აქტივობის ნიშნების გარეშე.
3. ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი – დისტროფიული, კეთილთვისებიანი დისტროფიული ოსტეოართროზი ნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის მოშლის შედეგად მეორადი სინოვიტითა და ტროქანტერიტით.
4. ხერხემლის ოსტეოქონდროზი – მოზრდილთა ოსტეოქონდროზი და ხერხემლის არასტაბილურობა, მეორადი ნევროლოგიური მოშლილობით ან მის გარეშე, ავადმყოფის თვითმომსახურების უნარით.
5. სპონდილოზი და სპონდილოართროზი – ხერხემლის მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვის გარეშე.
6. ანკილოზირებული სპონდილოართროზი – ბეხტერევისა და შტრუმპელმარის დაავადებები, ხერხემლის რევმატოიდის მსგავსი ართრიტი, ავადმყოფის გადაადგილების უნარის შენარჩუნებით, პროცესის აქტივობის უმეტეს II ხარისხისა.
7. სპონდილიტი და ოსტეოქონდრიტი – ინფექციური წარმოშობის (არატუბერკულოზური) სპონდილიტი. მალთაშუა და მალის სხეულის ოსტეომიელიტი, ავადმყოფის დამოუკიდებელი გადაადგილების უნარის შენარჩუნებით.
8. ტრავმული სპონდილოპათია – ავადმყოფის დამოუკიდებელი გადაადგილების უნარის შენარჩუნებით.
9. ძვლის მოტეხილობები – სხვადასხვა მოტეხილობები შენელებული კონსოლიდაციითა და მტკივნეული ძვლოვანი კორძებით.
10. მიოზიტი, ფიბროზიტი, პერიართრიტი, ეპიკონდილიტი, სახსრების კონტრაქტურა და დიუპიუტრენის კონტრაქტურა სხვადასხვა ეტიოლოგიის, ქრონიკულ ფაზაში.
მუხლი 4. ნერვული სისტემის დაავადებები
1. პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები – რადიკულიტი, რადიკულონევრიტი – გამოწვეული ოსტეოქონდროზით და ტოქსიკური, ინფექციურ-ალერგიული წარმოშობის, ლუმბალგია, ლუმბოიშიოლოგია, რადიკულიტი, იშიასი – მწვავე პროცესის დამთავრების შემდეგ და ქვემწვავე სტადიაში, არასრული რემისიის ფაზაში, ქრონიკული მიმდინარეობის რემისიის ფაზაში.
2. პერიფერიული ვეგეტაციური ნერვული სისტემის დაავადებები – კისრის უკანა სიმპათიკური სინდრომის და სიმპათო-განგლიონიტის თანხლებით, ვეგეტაციური პოლინევრიტი, სიმპათიკური განგლიო-ტრუნციტი მწვავე პერიოდის დამთავრების შემდეგ.
3. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები და ტრავმები – მენინგოენცეფალიტი, ენცეფალიტი, თავის ტვინის შერყევის შორეული შედეგები (ენცეფალოპათია), კისრის მიელოპათია, გულმკერდის მიელოპათია და ა.შ. მწვავე პერიოდის დამთავრებიდან 3-6 თვის შემდეგ.
4. ნერვული სისტემის ფუნქციური და სხვა დაავადებები – ნევროზი, ნევრასთენია, რეინოს დაავადება, პროფესიული ნევროზი, შაკიკი, პროგრესული კუნთოვანი დისტროფია (ერბის დისტროფია, ლანდუზი-დეჟერინის, შარკომარის დაავადებები) მსუბუქ სტადიაში, ავადმყოფის დამოუკიდებელი გადაადგილებისა და თვითმომსახურების უნარის შენარჩუნებით.
მუხლი 5. გინეკოლოგიური დაავადებები
1. სალპინგიტი და ოოფორიტი ქრონიკულ სტადიაში, რომელიც მიმდინარეობს ჰიპერპოლიმენორეით.
2. საკვერცხეების დისფუნქცია საკვერცხეების ჰიპოფუნქციითა და ჰიპოლიუტენიზმით, მენსტრუალური ციკლის მოშლის, ნერვული და ენდოკრინული სისტემების ორგანული დაავადებების გარეშე.
3. მენსტრუაციის მოშლა – ამენორეა, ჰიპომენორეა.
4. რეპროდუქციის უუნარობა (უშვილობა) გამოწვეული საშვილოსნოს, ფალოპის მილების, საკვერცხეების ანთებით და საშვილოსნოს თანდაყოლილი განუვითარებლობის შემთხვევაში.
5. მენოპაუზის სიმპტომები – კლიმაქსის დროს, მენოპაუზა ონკოლოგიური დაავადებების გარეშე.
მუხლი 6. ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული და ენდოკრინული სისტემის დაავადებები
1. ენდოკრინული ეტიოლოგის სიმსუქნე, ალიმენტური სიმსუქნე, ფიზიკური აქტივობის უკმარისობით, ნევროგენული წარმოშობის ცხიმოვანი ცვლის მოშლა.
2. შაქრიანი დიაბეტი მსუბუქი და საშუალო ხარისხის, მდგრადი კომპენსაციის ფაზაში, აციდოზისაკენ მიდრეკილების გარეშე.
3. პოდაგრა, შარდმჟავა დიათეზი სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებით.
4. თირეოტოქსიკოზი – მსუბუქი დამოუკიდებელი ფორმის ჰიპერთირეოზი შეუღლებული სხვა დაავადებებთან.
5. მიქსედემა მსუბუქი ფორმის ჰიპოთირეოზი მიმდინარე თირეოგენული სიმსუქნით, დისტროფიული ცვლილებებით სახსრებსა და ხერხემალში.
6. ოსტეოქონდროზი – პარათირეოიდული ჯირკვლის ჰიპოფუნქციის შემთხვევაში, ნევროგენული გართულებების გარეშე.
მუხლი 7. კანის დაავადებები
1. ფსორიაზი ქრონიკულ სტადიაში, ზამთრის ფორმა ერითროდერმიისა და ართროზის გარეშე, სტაციონარული ფორმა ართრალგიითა და ართროზის დაწყებითი ფორმით, რენტგენოლიგიური ცვლილებების გარეშე.
2. ნევროდერმიტი ორგანული და დიფუზურ-ექსუდაციური ფორმის გარეშე.
3. სებორიული ეგზემა ქრონიკულ სტადიაში, ზამთრის ფორმა, სტაციონარულ ფაზაში.
4. სკლეროდერმია კეროვანი და სისტემური ფორმის, საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების დაზიანებით, ვისცერალური ორგანოების მსუბუქი დაზიანებით.
5. მუნი – მსუბუქი ხარისხით გამოსახული, პიოდერმიტის გარეშე.
6. ჭინჭრის ციება – ალერგიული ბუნების, მსუბუქი ხარისხის.
7. იქთიოზი, კერატოდერმია. I და II სტადიის იქთიოზი და სხვადასხვა ფორმის ჰიპერკერატოზი.
მუხლი 8. შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები
1. პიელონეფრიტი – ქრონიკული, რემისიის ფაზაში, ლატენტური ფორმა, მეორადი პიელონეფრიტი აზოტგამომყოფი ფუნქციის მოშლისა და ჰიპერტონიის გარეშე, მწვავე პერიოდიდან 3 თვის შემდეგ.
2. ნეფრიტი – ქრონიკულ სტადიაში, აზოტგამომყოფი ფუნქციის მოშლის, მიკროსკოპური ჰემატურიისა და მნიშვნელოვანი ჰიპერტონიის გარეშე.
3. ცისტიტი – არატუბერკულოზური წარმოშობის.
4. პროსტატიტი – ქრონიკული, რემისიის ფაზაში, (არატუბერკულოზური) შარდსადინარის სტრუქტურისა და ნარჩენი შარდის გარეშე.
5. შარდკენჭოვანი დაავადებები – თირკმელში და შარდსაწვეთსა და შარდისბუშტში, პიელონეფრიტითა და ცისტიტით გართულებული. მინერალურ წყალს მოიხმარს ავადმყოფი იმ შემთხვევაში, თუ კენჭი ხელს არ უშლის შარდის გამოყოფას (პასაჟს) და ის ავადმყოფი, რომელსაც კენჭები ამოღებული აქვს 1,5-2 თვის წინ.
მუხლი 9. სისხლის (სისხლმბადი ორგანოების) დაავადებები ქრონიკული ინტოქსიკაციით გამოწვეული დაავადებები
1. რკინადეფიციტური ანემია – სისხლნაკლებობა გამოწვეული რკინის დეფიციტითა და მძიმე ავადმყოფობით, პოსტჰემორაგიული, ავიტამინოზური წარმოშობის.
2. სხივური დაავადება – ქრონიკული მიმდინარეობით, I-II ხარისხის ფორმირების სტადიაში, ავადმყოფის ზოგადი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისას.
3. პროფესიული მოწამვლები – ქრონიკულად მიმდინარე, მძიმე მეტალებით მოწამვლის შემთხვევები.
მუხლი 10. სასუნთქი ორგანოების დაავადებები
1. ბრონქიტი – ქრონიკული, სპეციფიკური (ტუბერკულოზური) და არასპეციფიკური, გულ-ფილტვის უკმარისობის არა უმეტეს I ხარისხისა.
2. პლევრიტი – მშრალი და ექსუდაციური, სხვადასხვა ეთიოლოგიური წარმოშობის პლევრიტის ნარჩენი მოვლენები.
3. ტუბერკულოზი – ქვემწვავე და ქრონიკულ სტადიაში, გულ-ფილტვის უკმარისობით არა უმეტეს II ხარისხისა.
4. ოპერაციის შემდგომი პერიოდი, სისხლძარღვთა კედლის განვლადობის შესამცირებლად.
დოკუმენტის კომენტარები