ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,აზოტმშენის" გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,აზოტმშენის" გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი
დოკუმენტის ნომერი 2-74-09
დოკუმენტის მიმღები რუსთავის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 16/05/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2022
სარეგისტრაციო კოდი
2-74-09
16/05/2022
ვებგვერდი, 19/05/2022
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,აზოტმშენის" გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი
რუსთავის საქალაქო სასამართლო

 

  საქართველოს სახელით

 

2022 წლის 16 მაისი

  ქ. რუსთავი

 

  რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე   ნატა თედეშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,აზოტმშენის" გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი                                      

:

 

2022 წლის 16 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერმა სანდრო საგინაძემ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე საბოლოო ანგარიშის მოსმენის მიზნით.

განცხადებაში მითითებულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 01 აპრილის განჩინებით სს ,,აზოტმშენის" მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და 2004 წლის 13 აპრილს სს ,,აზოტმშენის" გაკოტრების მართველად დაინიშნა ვახტანგ კაპანაძე. `გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წლის 26 დეკემბრის #2-74-09 განჩინების საფუძველზე,   სს ,,აზოტმშენის" გაკოტრების საქმე გადაეცა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიურო. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ გაკოტრების მმართველი მზადაა სასამართლოს და კრედიტორებს წარუდგინოს გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელებული საბოლოო საქმიანობის ანგარიში.

სასამართლო Gგაეცნო წარმოდგენილ საქმის მასალებს მივიდა დასკვნამდე, რომ  მოწვეული უნდა იქნას კრედიტორთა კრება შემდეგ გარემოებათა გამო: `გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 27- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. ამავე ნორმის მეოთხე პუნქტის შესაბამისად: კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება `გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 27- მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომლის დღის წესრიგიც განისაზღვრება საბოლოო ანგარიშის წარდგენით.

`გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 42- მუხლის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-, `გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5, 27-ე, 42-ე მუხლებით 

:

 

1. მოცემულ საქმეზე კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2022 წლის  19 მაისს 17:00 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობაში . რუსთავი, ბოსტან-ქალაქის . #6. დღის წესრიგად განისაზღვროს: გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენა. 

2. განჩინების ასლი დაუყონებლივ გადაეცეს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც სხდომის დღის თარიღის და ადგილის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს.

3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.

4. განჩინების მხოლოდ შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს `საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში." განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა განხორციელდეს გაკოტრების მმართველის მიერ .

 

მოსამართლე                                                     ნატა თედეშვილი