„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 17/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016088
016
17/05/2022
ვებგვერდი, 18/05/2022
110060080.70.082.016088
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №016

2022 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020  წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებით (ვებგვერდი, 11.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060080.70.082.016060)  დამტკიცებულ პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებლის დატვირთვა წარმოადგენს გამომძიებლის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში არის 15 ქულა. გამომძიებლის დატვირთვა განისაზღვრება მის მიერ განხორციელებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობრივი მონაცემებით.“.

3. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს გამომძიებლის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში არის 85 ქულა. ხელმძღვანელი გამომძიებელს აფასებს ორ კომპონენტში:

ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;

ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.“.

4. 30-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა გამოითვლება 100-ქულიანი სისტემით, საიდანაც ხელმძღვანელის შეფასების ხვედრითი წილი არის 85 ქულა, ხოლო გამომძიებლის დატვირთვის ხვედრითი წილი – 15 ქულა.

2. ვინაიდან ხელმძღვანელის შეფასება ხდება 100 ქულის ფარგლებში, იმისათვის რომ ხელმძღვანელის შეფასებაში მიღებული შედეგი მოექცეს ამ მიმართულებისთვის საბოლოოდ განსაზღვრული ხვედრითი წილის – 85 ქულის ფარგლებში, ხელმძღვანელის შეფასებაში მიღებული ქულა მრავლდება 0.85-ზე.

3. ვინაიდან გამომძიებლის დატვირთვა ფასდება 15 ქულის ფარგლებში, დატვირთვის მიმართულებაში მიღებული შედეგი არ სცდება ამ მიმართულებისათვის განსაზღვრულ ხვედრით წილს და წარმოადგენს ამ მიმართულებაში მიღებულ საბოლოო ქულას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე