დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 833 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017324 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016981) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) ამტკიცებს პრობაციის ბიუროების მოსამსახურეთა და სააგენტოს ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის ცალკეულ მოსამსახურეთა მომსახურების ხარისხის სტანდარტს;“. 2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შიდა კონტროლის დეპარტამენტი;“. 3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) შინაპატიმრობის აღსრულების დროს გამოვლენილი დარღვევის ფაქტზე სწრაფი რეაგირება და მისი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებს სწრაფი რეაგირების ჯგუფი;“; ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სააგენტოს საზოგადოებრივი მისაღების საქმიანობის უზრუნველყოფა.“; გ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების (მათ შორის, სამართლებრივ საკითხებზე) უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებს სააგენტოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი.“. 4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. შიდა კონტროლის დეპარტამენტი 1. შიდა კონტროლის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და პრობაციის ბიუროების საქმიანობის კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი; ბ) სააგენტოს შინაგანაწესის შესრულების კონტროლი; გ) სააგენტოში მიმდინარე პროცესების და საქმიანობის სფეროების მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; დ) სააგენტოში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე სატელეფონო შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება; ე) სააგენტოში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და სააგენტოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით დისციპლინური წარმოების ჩატარება, დასკვნის მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; ვ) სააგენტოს მოსამსახურეთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება, გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; ზ) სააგენტოში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; თ) სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; ი) სააგენტოს შენობაში და მის ტერიტორიულ ორგანოებში მომუშავე მოსამსახურეთა სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება; კ) სხვა საქმიანობა, რომლებიც გამომდინარეობს სააგენტოს მიზნებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 2. შიდა კონტროლის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს უფროსს. 3. სააგენტოს მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა კონტროლის დეპარტამენტთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე არსებულ მონაცემთა ბაზებზე და დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა.“. 5. მე-17 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სააგენტოში დასაქმებულნი არიან სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, ხოლო სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში − აგრეთვე სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. სააგენტოს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, მათი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად, განისაზღვრება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, აგრეთვე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სააგენტოს შინაგანაწესითა და მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობებით, ხოლო პრობაციის ბიუროების მოსამსახურეთა და ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის ცალკეულ მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები − აგრეთვე მომსახურების ხარისხის სტანდარტებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები