„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016476
16
16/05/2022
ვებგვერდი, 18/05/2022
010250020.35.104.016476
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2022 წლის 16 მაისი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება   „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  05/08/2014 წ., სარეგ. კოდი: 010250020.35.104.016162):
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“

ბ) დადგენილების მუხლი 1  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულება“ დანართის შესაბამისად;“;

გ) დადგენილების დანართის სათაური და პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულება

ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის უფლება-მოვალეობებს“.

დ) დადგენილების დანართის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია (შემდგომ – „კომისია“) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას;“;

ე) დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობას და ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;“;

ვ) დადგენილების დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები;
ზ) დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა სამუშაო ჯგუფი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია