„აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 400060000.10.003.023465
254
16/05/2022
ვებგვერდი, 19/05/2022
400060000.10.003.023465
„აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №254

2022 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

„აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2021, 400060000.10.003.022787) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“:        

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო აკვაკულტურის საწარმოებლად შერჩეულ ფართობზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ან გამოვლინების არარსებობის დასადასტურებლად ან თუ აკვაკულტურის წარმოება იგეგმება წიაღის ფონდის მიწაზე, ამ მიწის სარგებლობის ან სხვა ფორმით გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამინისტრო – ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ბიომრავალფეროვნებასთან ან ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას;“.

2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ნებართვის მაძიებელი ითხოვს წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობას ან აკვაკულტურის მიზნით შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 10000 მ3-ზე მეტია, ნებართვის მაძიებელმა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, სააგენტოს ჯერ უნდა მიმართოს სკრინინგის განცხადებით და მიიღოს სააგენტოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი