„ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №414 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 252
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023463
252
16/05/2022
ვებგვერდი, 18/05/2022
300160070.10.003.023463
„ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №414 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №252

2022 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

„ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №414 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №414 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  10/01/2014,  300160070.10.003.017621) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზდჩ-ის ნორმებს თითოეული წყალმოსარგებლისათვის ითანხმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) უფლებამოსილი პირი, არაუმეტეს 5 წლის ვადით.

4. ზდჩ-ის ნორმების პროექტში ჩამდინარე წყლის შემადგენლობის, რაოდენობის ან/და წყლის ჩაშვების კოორდინატების ცვლილების შემთხვევაში, ასევე ზდჩ-ის ნორმების პროექტის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, საქმიანობის სუბიექტი უზრუნველყოფს მის ხელახალ შემუშავებასა და შეთანხმებას. იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ინსპექტირების საფუძველზე დადგინდება, რომ საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ზდჩ-ის ნორმების პროექტში ან/და გზშ-ის ანგარიშში ასახულ გარემოებებს, სააგენტო უფლებამოსილია, არსებული პირობების გათვალისწინებით, შეითანხმოს ზდჩ-ის ნორმების პროექტი      გზშ-ის სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებების განხორციელებამდე.“.

2. დანართი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 2 

შეთანხმებულია

––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––

        (უფლებამოსილი პირის

 სახელი, გვარი, თანამდებობა)

                                                                                   ––––––––––––––––––––––––––––––

  (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)

                                                                                                      ბ.ა.              „     “ –––––          წ.

ზდჩ შეთანხმებულია   „      “  ––––––           წ.

                                         „     “    ––––––––          წ. ვადამდე

სარეგისტრაციო ნომერი –––––––

წყალმოსარგებლის რეკვიზიტები:

1. დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო –––––––––––––––––––––––

3. წყალმოსარგებლის საფოსტო მისამართი, წყალსარგებლობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ტელეფონი:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ზდჩ შეთანხმებულია ჩამდინარე წყლების ჩაშვების  ––––– (რაოდენობა) წერტილისათვის (ჩაშვების სქემა თან ერთვის).

5. ზდჩ პროექტის დამამუშავებელი ორგანიზაციის დასახელება და მისამართი:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------------––––––– “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი