დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 249 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023460 |
|
„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017588) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანი ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა სტაციონარული ობიექტის მქონე ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ყველა საქმიანობისთვის, გარდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებისა და ამავე ტექნიკური რეგლამენტის 41 მუხლით განსაზღვრული საქმიანობებისა. დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიერება. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარებით მიღებული მასალების შედეგები აისახება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში (შემდგომში − ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში). 3. ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას უზრუნველყოფს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ან მისი დაკვეთით – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ექვემდებარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან სავალდებულო შეთანხმებას, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ექვემდებარება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებას. საქმიანობის სუბიექტმა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში შესათანხმებლად უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით (PDF-ის ფაილის ფორმატში). ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილნი არიან, ერთი თვის ვადაში შეითანხმონ ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ან შენიშვნებით დაუბრუნონ საქმიანობის სუბიექტს. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.“. 3. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატიტულო ფურცელი წარმოადგენს ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის პირველ ფურცელს, რომლის შუა ნაწილში მითითებულია ობიექტის დასახელება, საქმიანობა და ობიექტის ფაქტობრივი მისამართი, ხოლო ქვედა ნაწილში – ამ ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემსრულებელი ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელის სახელი და გვარი.“; ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები