„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 390000000.10.003.023461
250
16/05/2022
ვებგვერდი, 17/05/2022
390000000.10.003.023461
„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №250

2022 წლის 16 მაისი

   ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2021, 390000000.10.003.022776) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) ხეტყის დამზადება − ზეზემდგომი ხეტყის მოჭრა და/ან ძირნაყარი ხეებიდან მერქნის ამოღება, მისი დახარისხება და გამოზიდვა (მათ შორის, საქმიან ეზომდე);“;

ბ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) მოვლითი ჭრა − სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და მაღალი წარმადობის კორომების ჩამოყალიბების მიზნით;“;

გ) „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ2“) ფიჩხი − მოჭრილი მერქნიანი მცენარე (ტოტებიანი ღერო) ან ძირნაყარი ხის გასხეპილი ტოტები, რომელთაგან თითოეულის დიამეტრი ძირეულ ნაწილში არაუმეტეს 6 სმ-ია;“;

დ) „ჰ7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ7) საშეშე მერქანი – ხეტყის დამზადების შედეგად მიღებული 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი;“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დაცულ ტყეში (დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში) და საქართველოს ტყის კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტყეში დასაშვებია განხორციელდეს: 

ა) პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებსა და კოლხეთის დაბლობის მურყნარ (თხმელნარ) ტყეებში;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ − „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები (სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ნაწილზე);

გ) ამ წესის მე-60 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა;

დ) ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ტყეში სამეურნეო ჭრით, მოვლითი და სანიტარიული ჭრით ხეტყის (მრგვალი ხეტყის (მორის) და საშეშე მერქნის) დამზადება 2026 წლის 1 იანვრამდე.

12. ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობა არ საჭიროებს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობას.“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ – „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით ტყითსარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლეს იმავე ტერიტორიაზე ამ სარგებლობის მიზნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად არ სჭირდება განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვება.“.

4. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. სხვადასხვა კატეგორიის ტყეში ტყით სპეციალური სარგებლობის რეგულირების განსაკუთრებული წესი

ტყის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება ტყით სპეციალური სარგებლობის დასაშვები სახეები, კერძოდ:

ა) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დაცულ ტყეში (დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში) და საქართველოს ტყის კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტყეში დასაშვებია განხორციელდეს: 

ა.ა) პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებსა და კოლხეთის დაბლობის მურყნარ (თხმელნარ) ტყეებში;

ა.ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ − „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები (სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ნაწილზე);

ა.გ) საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა:

ა.გ.ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად;

ა.გ.ბ) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად;

ა.გ.გ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად (მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) შესასწავლად/მოსაპოვებლად); 

ა.გ.დ) საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობა;

ბ) დაცვით ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა (დასაშვებია მხოლოდ პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებში) და წიაღის მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება);

გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა და წიაღის მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება);

დ) სამეურნეო ტყესა და  „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება.“.

6. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის მიხედვით  (ძირობრივად) – სამეურნეო (გარდა პირწმინდა) მოვლითი, სანიტარიული და სარეკონსტრუქციო, ჭრების  განხორციელების დროს. აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ-ისა და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ხეები იდამღება ფესვის ყელთან ტყის მართვის ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფიცირების დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით ან ჩამონათალი;“.

7. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამეურნეო ამორჩევითი, მოვლითი, სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისთვის – ტყეკაფის საწყისი წერტილის მყარი ორიენტირით მონიშვნით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე წარწერით, რომელზედაც აღნიშნული იქნება კვარტალი, უბანი (ლიტერი), ტყეკაფის მონიშვნის წელი და ჭრის სახე).“.

8. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კოლხეთის დაბლობის ბარის ტყეებში პირწმინდა ჭრის ტყეკაფის ტერიტორია ძირითადად მოინიშნება სწორკუთხოვანი ფორმით. მთის ტყეებში ამორჩევითი, მოვლითი და სარეკონსტრუქციო ჭრების ტყეკაფი მოინიშნება სატაქსაციო უბნის (ლიტერის) ფარგლებში. სანიტარიული სახის ტყეკაფის მონიშვნა დასაშვებია კვარტალის ფარგლებში. ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის ტყეკაფი მოინიშნება ასეთი მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად.“.

9. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ტყის მართვის ორგანოს მიერ ხეტყის დამზადების მიზნით დაქირავებული (ტენდერში გამარჯვებული) სუბიექტის მიერ ტყეში დამზადებული რესურსის მართვის ორგანოს მიერ გამოზიდვისთვის ან/და დამზადების შედეგად წარმოშობილი ნარჩენის განთავსების წესების დარღვევის  შემთხვევაში, საჭირო ხარჯები და დამდგარი ზიანი ეკისრება ამ სუბიექტს.“.

10. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოპოვების ადგილმდებარეობა – კონკრეტული სატყეოსა და შესაბამისი GPS კოორდინატების მითითებით;“.

11. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ტყის მართვის ორგანო  ტყითსარგებლობის შეწყვეტის ან მისი ვადის გასვლის შემდგომ უფლებამოსილია დაიტოვოს და საკუთარ ბალანსზე უსასყიდლოდ აიყვანოს ტყითმოსარგებლის მიერ ტყითსარგებლობის ფარგლებში აშენებული მუდმივი (კაპიტალური) შენობა-ნაგებობები თავისი შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ელექტრო და წყალგაყვანილობის ჩათვლით), მათი  შემდგომი სარგებლობის/განკარგვის მიზნით. ან მოსთხოვოს ტყითმოსარგებლეს ტყითსარგებლობის შეწყვეტის, ან მისი ვადის გასვლის შემდგომ  ტყითსარგებლობაში გადაცემული ტერიტორია საკუთარი ხარჯებით მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.“.

12. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი

„სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა გულისხმობს ტყის მიწის სათიბად, საძოვრად ან ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად გამოყენებას. ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობა შესაძლებელია როგორც ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარულ ტერიტორიაზე, ისე ამ სახეობებით დაუფარავ ტერიტორიაზე (ტყის მიწაზე).“.

13. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის უფლების მოპოვება ხდება პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.

14.  44-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

15. 44-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 441 მუხლი:

„მუხლი 441. ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის საფასური

ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვების საფასური ანგარიშდება ერთეულ სკაზე და საფასური ასახულია ამ წესის დანართ №10-ში.“.

16. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის შესაბამისი ტყის ფართობების შერჩევა ხდება ტყის მართვის ორგანოს, ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს, ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე.“.

17. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვით ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ამ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართოს აღნიშნული ტყის მართვის ორგანო. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმა შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობაზე გაცემული თანხმობის შესაბამისად, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე ტყის მართვის ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის შემდგომ. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირი იხდის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სალიცენზიო/სანებართვო საფასურსა და მოსაკრებელს.“.

18. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 48. თევზის მეურნეობის/სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა

1. თევზის მეურნეობის/სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითმოსარგებლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას, რომელიც ტყითსარგებლობის განხორციელებისთვის სავალდებულო დოკუმენტია.

2. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმაში, სულ მცირე, ასახული უნდა იყოს:

ა) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მართვის მიზნები და ამოცანები;

ბ) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის განვითარების სტრატეგია და განსახორციელებელი ღონისძიებები;

გ) თევზჭერის/ნადირობის იმ ობიექტების ჩამონათვალი და მათი მდგომარეობის შეფასება, რომელთა მოპოვება-აღწარმოებისთვის ეწყობა ეს მეურნეობა, სახეობების რიცხოვნობის, აგრეთვე მოპოვების შესაძლო ოდენობისა და ვადების მითითებით, წლების მიხედვით;

დ) სახეობათა აღრიცხვისა და მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია;

ე) მონიტორინგის  გეგმა, წლების მიხედვით;

ვ) სახეობათა დაცვისა და აღწარმოების ღონისძიებები;

ზ) ბიომრავალფეროვნების, მათ შორის, ენდემური და რელიქტური სახეობების, მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვისა და მდგრადი მართვის ღონისძიებები;

თ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტერიტორიის დაცვის მიზნით განსახორციელებელი ქმედებები;

ი) ტერიტორიის განაწილება ხანძრის საშიშროების კლასების მიხედვით, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ნუსხა;

კ) ინფორმაცია ტყეების სანიტარიული მდგომარეობის შესახებ და გაუმჯობესების ღონისძიებები, ტყის ენტომომავნებლებითა და ფიტოდაავადებებით ტყეების დაავადების პროფილაქტიკისა და სალიკვიდაციოდ რეკომენდებული ღონისძიებების ნუსხა ცალკეული ტერიტორიების მიხედვით. ტყის აღდგენა-გაშენებას დაქვემდებარებული ფართობების ნუსხა, ტყის დაცვისა და აღდგენის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები;

ლ) წყალსატევში წყლის ხარისხის შენარჩუნებისა და წყალსარგებლობის წესების, ნორმებისა და რეჟიმების დაცვის მექანიზმები და ღონისძიებები;

მ) ტერიტორიის დაცვის მექანიზმები (მცველთა რაოდენობა, ტრენინგი, ინფრასტრუქტურა და სხვ.).“.

19. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცხოველთა თავშესაფრების (მათ შორის, სეზონურის) და სანაშენის მოწყობა ხორციელდება გარეულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენარჩუნების ან გამრავლების/მოშენებისა და რეალიზაციის მიზნით. ამ სახის ტყითსარგებლობა არ ნიშნავს თავშესაფრისა და სანაშენის გარეთ ცხოველთა უკონტროლო და თვითნებური ძოვების უფლების მოპოვებას.“.

20. 56-ე  მუხლი ამოღებულ იქნეს.

21. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 57. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი

„სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა გულისხმობს ისეთი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო საქმიანობის განხორციელებას, რომელიც დაკავშირებულია ტყისთვის ზიანის მიუყენებლად ტყის ფართობის ან/და ტყის რესურსების ამ საქმიანობის მიზნებისთვის აუცილებელი მოცულობითა და აუცილებელ ფარგლებში გამოყენებასთან.“.

22. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა ხორციელდება უსასყიდლოდ.“.

23. მე-60 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნებისთვის:

ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად;

ბ) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, ელექტროსადგურების, მილსადენების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, დემონტაჟი) ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად;

გ) ნავთობისა და გაზის რესურსებით ან/და ბუნებრივ რეზერვუარში გაზის საცავით სარგებლობისათვის საჭირო მშენებლობისთვის/ ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად;

დ) გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, დემონტაჟი)  ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად;

ე) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის) და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელებისთვის, არქეოლოგიური სამუშაოებისა და არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად;

ვ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად, თუ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია სტიქიური უბედურებით ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებით, რომელსაც ახლავს ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების განადგურება ან იმგვარი დაზიანება, რომელმაც მისი ფუნქციონირების შეზღუდვა/შეწყვეტა გამოიწვია;

ზ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად;

თ) ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისას ცალკეული ხემცენარეების მოჭრის მიზნით ან სტიქიური უბედურების ან გეოლოგიური პროცესების (ქვათაცვენა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) თავიდან აცილების მიზნით პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურული ელემენტების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის, რეკონსტრუქციისთვის, რეაბილიტაციისა და დემონტაჟისთვის) ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად;

ი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების განსახორციელებლად.“.

24. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-5 მუხლით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დაცულ ტყესა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტყეში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა დაშვებულია:

ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად;

ბ) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად;

გ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად (მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) შესასწავლად/მოსაპოვებლად);

დ)  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის) და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელებისთვის, არქეოლოგიური სამუშაოებისა და არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად;

ე) გადაუდებელი  აუცილებლობის   (სტიქიური უბედურება  ან/და  სხვა ფორსმაჟორული გარემოება, რომელსაც ახლავს ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვა ან წარმოიშვა მათი დაზიანების საფრთხე) შემთხვევაში, სხვადასხვა ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად;

ვ) ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისას ცალკეული ხემცენარეების მოჭრის მიზნით ან სტიქიური უბედურების ან გეოლოგიური პროცესების (ქვათაცვენა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) თავიდან აცილების მიზნით პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურული ელემენტების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის, რეკონსტრუქციისთვის, რეაბილიტაციისა და დემონტაჟისთვის) ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად;

ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების განსახორციელებლად.“.

25. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საკუთარი უფლებამოსილებების განხორცილების (საქმიანობის) ფარგლებში შესაბამისი საჭიროების წარმოშობისას, ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შესაბამისი სახე (სახეები),  რომლისთვისაც იგი იხდის მხოლოდ მოსაკრებელს, შესაბამის ბიუჯეტში.“.
26. 61-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დასკვნა გეოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ (გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევისა), როდესაც შესაბამისი საქმიანობა 36 გრადუსი ან მეტი დაქანების ფერდობზე ხორციელდება, ან როდესაც სამუშაოები ხორციელდება ამ წესის მე-60 მუხლის 11 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტიქიური უბედურების პრევენციის მიზნით (გეოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ დასკვნა და ტყეკაფის აღრიცხვის მასალები შეიძლება მოთხოვნილი იყოს ასევე 31-დან 36-მდე დაქანების ფერდობებზეც).“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:

„21. ამ წესის მე-60 მუხლის 11 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისას ცალკეული ხემცენარეების მოჭრის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა დაერთოს მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ (ტყის აღრიცხვის მასალების მომზადება ხდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიეული ადმინისტრაციის მიერ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია, ხოლო მოჭრილი მერქნული რესურსი შეიძლება, გაიცეს  სოციალური დანიშნულებით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის) და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელებისთვის, არქეოლოგიური სამუშაოებისა და არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად განცხადებას ასევე უნდა დაერთოს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე საქართველოს  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა.“;

დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:

„71. ამ თავით გათვალისწინებულ სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებისას, თუ ტერიტორიაზე გავრცელებულია „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ კონვენციით დაცული სახეობები და ჰაბიტატები, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია, საქმიანობისას მაქსიმალურად შეამციროს მათზე ზემოქმედება.

72. ამ წესის მე-60 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სარგებლობისას, გარდა მე-60 მუხლის 11 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისა, თუ ტერიტორიაზე გავრცელებულია  „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ კონვენციით დაცული სახეობები და ჰაბიტატები, განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური ტყითსარგებლობა შეთანხმებული უნდა იქნეს სამინისტროსთან.“;

ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ამ წესის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისას ცალკეული ხემცენარეების მოჭრის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა დაერთოს მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია, ხოლო მოჭრილი მერქნული რესურსი შეიძლება, გაიცეს  სოციალური დანიშნულებით.“;

ვ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

27. 62-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტყის ტერიტორიაზე 360-მდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) ამ წესის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით და მე-60 მუხლის 11 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირებისთვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელებისთვის საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე ტყის მართვის ორგანოს წერილობით წარუდგინოს და მერქნული რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს ამ წესის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ასევე, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თანხმობა სამინისტროდან ან შესაბამისი უწყებიდან. ტყის მართვის ორგანო ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 20  დღეში უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი მასალები საჭიროებენ დაკორექტირებას) და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისათვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას.

2. ტყის ტერიტორიაზე 36​0 ან მეტი დაქანების ფერდობზე, ასევე 31-დან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზეც (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), ამ წესის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნტებით და მე-60 მუხლის 11 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირებისთვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან  სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელება  დასაშვებია შესაბამისი ტყის მართვის ორგანოსათვის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის, წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების (რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას და ნებართვას წითელი ნუსხის და მისი ამოღების თაობაზე, ასევე ამ წესის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციას) არანაკლებ ჭრების დაწყებამდე 20 დღით ადრე წარდგენა, უფლებამოსილი ორგანოს მითითებების გათვალისწინებით. შესაბამისი ტყის მართვის ორგანო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების და ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 20 დღეში, უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოდგენილი მასალები არ საჭიროებენ დაკორექტირებას)და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისთვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხეტყის ჭრის ან/და მიწის სამუშაოების განხორციელება ტყის ტერიტორიაზე დასაშვებია ტყის მართვის ორგანოსთვის გონივრულ ვადაში შეტყობინების საფუძველზე.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ტყის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისთვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელებაზე (გარდა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებისა (ბუნებრივი გარემოდან ამოღებისა)), შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, დაინტერესებული პირის განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღეში, უზრუნველყოფს შესაბამისი ტყის მართვის ორგანო.  აღნიშნული ორგანო დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას და ტყეკაფის ათვისებისთვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას.“.

28. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტყით სპეციალურ სარგებლობაში გაცემამდე, ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს ტყითსარგებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორიის დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში (გარდა არსებული რეგისტრაციისა), კანონმდებლობით დადგენილი წესით. რეგისტრაციას არ ექვემდებარება სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და ფუტკრის დროებითი სადგომების მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა და ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება.“.

29.  65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 65. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს მომსახურების სახეები

სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს მომსახურების სახეების ჩამონათვალი და მათი საფასურები დადგენილია ამ წესის №4 დანართში.“.

30. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ტყის მართვის ორგანოს საკუთარი მიზნების განხორცილებისათვის, ვიზიტორთა და დაცვის ინფრასტრუქტურის შექმნისათვის/რეაბილიტაციისათვის, სამცველოების/რეინჯერთა სადგურების, ტურისტული თავშესაფრების სათბობი შეშით უზრუნველყოფისათვის უფლება აქვს, დაამზადოს ხეტყე, რისთვისაც ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გადახდა ხდება ამ წესის 72-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

31. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. ტყის მართვის ორგანოს მიერ აუქციონის წესით გასაცემი რესურსის მოსაკრებლის განსაზღვრა

ამ წესის 78-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მერქნული რესურსის აუქციონის წესით გაცემისას (გარდა სახელმწიფო ტყის საზღვრებს გარეთ მოჭრილი რესურსისა):

ა) I-II ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის I კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი; მიღებული მორის  III-IV ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) – იმავე ცხრილის შესაბამისი ჯგუფის II კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;

ბ) ბოძისთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი, ხოლო სარისა და ჭიგოსთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი; 

გ) საშეშე მერქნული რესურსისათვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი.“.

32. 75-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის ან/და ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე ჭრების განხორციელებისას, ასევე სხვა ისეთი ჭრების განხორციელებისას, რომელთა დროსაც მერქნული რესურსი უნდა ჩაჰბარდეს ტყის მართვის ორგანოს, თუ ობიექტური და დადასტურებადი გარემოებები (მათ შორის, რელიეფის გამო გამოზიდვის შეუძლებლობა, ქურდობა) არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე ან/და თუ რესურსს გაუვიდა გამოზიდვის ვადა, ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს კომპენსაციის სახით – 1 მ​3 მერქნულ რესურსზე 3 ლარი და ამ წესის №6 დანართის №1 ცხრილით დადგენილი თანხა, საიდანაც ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადარიცხვას, კომპენსაციის სახით, ხოლო დარჩენილი თანხის საკუთარ ანგარიშზე ასახვას.“.

33. 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-60 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისათვის, საქართველოს ტყის კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ტყითმოსარგებლე იხდის საკომპენსაციო საფასურს ამ წესის მე-6 დანართის შესაბამისად.“.

34.  78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 78. ტყითსარგებლობის უფლების, მერქნული რესურსისა და ხეტყის ნარჩენის საკუთრებაში გაცემის წესი

1. ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების,  აგრეთვე მერქნული რესურსის, მართვის ორგანოს  მიერ დამზადებული  მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ტყის არამერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემა ხორციელდება ელექტრონული აუქციონის საფუძველზე, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება ან რესურსი  გაიცემა პირდაპირი წესით.

2. პირდაპირი წესით გაიცემა:

ა) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების (გარდა ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობისა) უფლება;

ბ) ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის უფლება;

გ) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლება;

დ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება;

ე) მერქნული რესურსი ამ წესის შესაბამისად;

ვ) ხეტყის ნარჩენი;

ზ) ამ წესით განსაზღვრული სხვა უფლება.

3. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.

4. მერქნული რესურსის, ასევე ხეტყის ნარჩენის საკუთრებაში გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ტყის მართვის ორგანოს მიერ სპეციალურად მოწყობილი ადგილებიდან (მათ შორის, საქმიანი ეზოებიდან). ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, მერქნული რესურსის, ასევე ხეტყის ნარჩენის  დასაწყობების მიზნით, სპეციალური ადგილები, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მოაწყოს მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.

5. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია ტყის საზღვრის კორექტირებით ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების, ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში განხორციელებული სპეციალური სარგებლობის ჭრებისა და მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული სამეურნეო, მოვლითი, სანიტარიული და სარეკონსტრუქციო (მათ შორის, ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ  მიღებული ის მერქნული რესურსი, რომლის მოპოვებაც ხეტყის დამზადების სპეციალური  ლიცეზიით არ არის გათვალისწინებული) ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსი, აგრეთვე სატყეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას/რეკონსტრუქციისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლის ან/და ლიცენზიატის ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის (ტყეკაფის გაუქმების) ან შეწყვეტის შემდეგ ტყიდან მოჭრილი და გამოუზიდავი მერქნული რესურსი, ძირნაყარი,  რესურსი), ასევე ტყის მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი.

6.  ტყით სპეციალური მოსარგებლე უფლებამოსილია, სარგებლობის უფლება გადასცეს სხვა პირს მთლიანად, მხოლოდ სარგებლობის იმავე პირობებით. ასეთ შემთხვევაში, ტყითსარგებლობის უფლების გამსხვისებელი ვალდებულია, შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს ტყის მართვის ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ცვლილების ასახვას შესაბამის დოკუმენტაციაში. საჯარო რეესტრში ამ ცვლილების რეგისტრაციას (საჭიროების შემთხვევაში) უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.

7. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭებისას დაადგინოს დამატებითი პირობები.

8. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, აუქციონზე გაასხვისოს გამოუზიდავი მერქნული რესურსი, საიდანაც მიღებული შემოსავალი წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს.“.

35. მე-80 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 80. ტყის მართვის ორგანოს მიერ სამეურნეო, მოვლითი, სანიტარიული და სარეკონტუქციო ჭრების ფარგლებში დამზადებულ  მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი“.

36. მე-80 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტყის მართვის ორგანოს მიერ სამეურნეო, მოვლითი სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრების ფარგლებში  დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონი ცხადდება ტყის  მართვის ორგანოს უფროსის ბრძანებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული სამეურნეო, მოვლითი, სანიტარიული და სარეკონტრუქციო ჭრების ფარგლებში დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები განისაზღვრება ამ წესის  82-ე მუხლის შესაბამისად.“.

37.  81-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საშეშე მერქნული რესურსის მოცულობის სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველსაყოფად, ხეტყით სარგებლობის ბილეთით მერქნული რესურსი სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან (მათ შორის, საქმიანი ეზოებიდან) პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძლება გაიცეს ასევე სოციალური ჭრის უფლების მქონე მოსახლეობაზეც. ამ წესით საშეშე მერქნული რესურსით სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირს აღარ აქვს უფლება, ისარგებლოს ხეტყის (საშეშე მერქნული რესურსის) დამზადების ბილეთით. თუ ამ პუნქტში მითითებული წესით ხდება ამავე წესის 90-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოცულობიდან მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება (დაცულ ტერიტორიებზე, კალენდარული წლის გამავლობაში ერთ კომლზე გასაცემი ხეტყის ოდენობა დგინდება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით), პირს უფლება აქვს, მოცულობაში სხვაობა დამატებით დაამზადოს (შეივსოს) სოციალური ჭრისათვის გამოყოფილი შესაბამისი ტყეკაფის ფარგლებში ხეტყის დამზადებით. ამ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, მერქნული რესურსის ტყის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა (ასახვა).“.

38. 82-ე მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) აუქციონში გამარჯვებული პირი არ გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას.“.

39. 82-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

40. 83-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ტყის მართვის ორგანოს მიერ დამზადებული მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ასევე ხის მეორეხარისხოვანი მასალების საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. აუქციონს დაქვემდებარებული ტყით სპეციალური სარგებლობის (გარდა ამავე მუხლში მითითებული გამონაკლისისა) უფლებით გაცემის მიზნით ტყითსარგებლობის ობიექტის წლიური საიჯარო ქირის ღირებულება დგინდება ამ წესის დანართ №10-ით განსაზღვრული ფასების ცხრილის მიხედვით, რომელიც აიღება გამოსაცხადებელი აუქციონის წლიურ საწყის ფასად. ამავე მუხლის ამავე პუნქტით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონის წლიური საწყისი ფასი შესაძლებელია, განისაზღვროს ამავე წესით დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსებისათვის გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 8 000 ლარს 1 ჰექტრამდე, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში, ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით.“.

41. 86-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით, ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე.“;

ბ) მე-4 და 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ჭრის ან/და ისეთი ჭრების განხორციელებისას, რომლის დროსაც მერქნული რესურსი უნდა ჩაჰბარდეს ტყის მართვის ორგანოს, ასევე მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული მოვლითი, სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის შემთხვევაში, მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე ჩარიცხოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, საიდანაც მართვის ორგანო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში) მოსაკრებლის გადახდას, ხოლო დარჩენილი თანხა წარმოადგენს მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს.

41. დაცულ ტერიტორიებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის ან/და ისეთი ჭრების განხორციელებისას, რომლის დროსაც მერქნული რესურსი უნდა ჩაჰბარდეს ტყის მართვის ორგანოს, ასევე მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული მოვლითი, სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის შემთხვევაში, მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე ჩარიცხოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, საიდანაც მართვის ორგანო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მოსაკრებლის გადახდას, ხოლო დარჩენილი თანხა წარმოადგენს მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს.“;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

42. 88-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 881 მუხლი:

„მუხლი 881. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ან/და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტყის მართვის ორგანოსთვის  რეალიზაციის მიზნით გადაცემული მერქნული რესურსის განკარგვის წესი

1. სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული, დროებით ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი მცენარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადაეცემა სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო ტყის საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული მერქნიანი მცენარე − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აჭარის სატყეო სააგენტოს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათთვის გადაცემული მერქნიანი მცენარის გასხვისებას, როგორც აუქციონის, ასევე პირდაპირი გზით, ამ წესის შესაბამისად.

2. მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა განთავსდება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შედეგების მიხედვით ან სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა რჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე ან მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა ეძლევა მის კანონიერ მესაკუთრეს.

3. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, უკანონოდ მოპოვებული/ჩამორთმეული მერქნული რესურსით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს შესაბამის დაცულ ავტოსადგომზე (მათ შორის, საქმიან ეზოში), მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

4. მართვის ორგანო უზრუნველყოფს უკანონოდ მოპოვებული, ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნული რესურსის დახარისხებასა და მის დაფირნიშებას.

5. მართვის ორგანო უფლებამოსილია, მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს იმ პირს, ვის მიმართაც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.“.

43. 89-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სოციალური დანიშნულების ჭრა ხორციელდება მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) (შემდგომში – დაინტერესებული პირების) მხოლოდ არაკომერციული მიზნით ხეტყით უზრუნველსაყოფად.  ამ მიზნით, გარდა სოციალური დანიშნულების ჭრების ტყეკაფების გამოყოფისა, ასევე გამოიყენება ამ წესის 78-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მერქნული რესურსიც  (სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სოციალური დანიშნულების ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით, მხოლოდ მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად).“.

44. 89-ე მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„21. დაცულ ტყეში  სოციალური ჭრით ხეტყის დამზადებას ახორციელებს ტყითმოსარგებლე. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიზიკური ან იურიდიული პირების ხეტყით უზრუნველყოფის მიზნით, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში სპეციალურ ჭრებს ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტი, მოვლითი, სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრების მოთხოვნათა დაცვით.“.

45.  98-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 99-ე – 101-ე მუხლები:

„მუხლი 99. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანისთვის ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების გარდამავალი რეგულირება

1. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები, რომლებიც დაკავშირებულია  ტყის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ერთწლოვანი კულტურების) მოყვანასთან, გაგრძელდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი წესითა და მოთხოვნილი ვადით.

2. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანისთვის ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებისთვის საწყისი სააუქციონო ფასი დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

3.  ტყითსარგებლობის უფლების მინიჭება, მათ შორის ვადის განსაზღვრა ხდება ტყის მართვის ორგანოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

მუხლი 100. არსებული ბაღების სარგებლობისთვის ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების გარდამავალი მოწესრიგება

1. საქართველოს ტყის კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა 2026 წლის 1 იანვრამდე  გულისხმობს აგრეთვე 2021 წლის 1 იანვრამდე ტყეში არსებული ბაღებისთვის (მათ შორის, კაკლოვანი კულტურების ბაღებისთვის), ვენახებისა და ჩაის პლანტაციებისთვის ტყის გამოყენებას.

2. აღნიშნული მიზნით ტყითსარგებლობის უფლების მოქმედების ვადაა არაუმეტეს 2026 წლის 1 იანვარი.

3. დაინტერესებულმა პირმა ტყის მართვის ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა)  გამოსაყენებელი ტყის ფართობისა და საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია;

დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია.

4. არსებული ბაღების სარგებლობისთვის ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებისთის საწყისი სააუქციონო ფასი დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

5. სარგებლობა ხორციელდება იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ აზიანებს აღმონაცენ-მოზარდს, არ იწვევს მერქნიანი მცენარეების დაზიანებასა და ეროზიულ მოვლენებს.

6. ტყითსარგებლობის უფლების მინიჭება ხდება ტყის მართვის ორგანოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

მუხლი 101. ტყითსარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების გარდამავალი მოწესრიგება

ამ წესის ამოქმედებამდე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტყითსარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების ან/და სხვა ცვლილების განხორციელების უფლებამოსილება აქვს სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს, ამ წესის შესაბამისად.“.

46. დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №4

 

მომსახურების დასახელება

მომსახურების საფასური

ლარობით

გადახდის პერიოდი

1

მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:

1

2

3

4

5

6

7

 

1.1

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

0,1 ჰა-მდე

– 100 ლარი

0,1 ჰა-დან 1,0 ჰა-მდე

–200 ლარი

1 ჰა-დან 5 ჰა-მდე

 – 500 ლარი

5 ჰა-დან 10 ჰა-მდე

 – 1000 ლარი

10 ჰა-დან 20 ჰა-მდე

– 2000 ლარი

20 ჰა-დან 100 ჰა-მდე

 – 2500 ლარი

100 ჰა-დან 1000 ჰა-მდე

– 5000 ლარი

მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

1.2

მიწის ნაკვეთის ან/და აბრისის ან სიტუაციური გეგმის მომზადება

 

შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში, მე-7 სვეტში მითითებულ მომსახურების საფასურს ემატება, შესაბამისად, მე-2 – მე-7 სვეტებში მითითებული მომსახურების საფასური, ფართობის მიხედვით

2

სალიცენზიო ობიექტის მომზადება:

 

2.1

სამონადირეო მეურნეობისათვის შერჩეული ფართობების კონტურების დადგენის მიზნით

1 ჰექტარი – 1 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმები-დან 10 კალენდარუ-ლი დღის ვადაში

2.2

სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა

1 ჰექტარი – 1 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

3

ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის

 

3.1

1 კუბური მეტრი ხეტყის მოპოვებისთვის (გარდა ძირნაყარი ხეტყისა)

3 ლარი

წინასწარ

3.2

1 კუბური მეტრი ძირნაყარი ხეტყის მოპოვებისთვის

3 ლარი

წინასწარ

4

ტყეკაფის მონიშვნა (გარდა სოციალური ჭრების ფარგლებში მონიშნული ტყეკაფებისა) ან/და მერქნული რესურსის აღრიცხვა (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფარგლებს გარეთ)

აღრიცხული მერქნული რესურსის ერთი მ3-ისთვის 3 ლარი

 

მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

ერთი კვადრატული მეტრი ფართობის

შესწავლისთვის 0.1 ლარი.

1 კუბური მეტრი ხეტყისათვის ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება

3 ლარი

წინასწარ

6

1 ცალი მატერიალური სახის ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა

50 თეთრი

წინასწარ

7

1 ცალი სპეციალური ფირნიში

1 ლარი

წინასწარ

8

საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხა

1 კუბური მეტრი – 35 ლარი

წინასწარ

9

სახელმწიფო ტყის სპეციალურ სარგებლობაში გამოყოფილ ფართობებზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელება (ხეტყის დამზადება), (გარდა ტყის მდგრადი მართვის პრინციპებიდან გამომდინარე, სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური სარგებლობის ჭრების შემთხვევისა). ასევე სახელმწიფო ტყის ფარგლებს გარეთ არსებულ ტერიტორიებზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ხეტყის დამზადება.

 

 

9.1

ხეტყის დამზადება 31​​​0-მდე დაქანების ფერდობებზე და მისი ტრანსპორტირება 30

კმ-ის ჩათვლით

1 კუბური მეტრი – 120 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმები-დან 10 კალენდარული დღის ვადაში

9.2

ხეტყის დამზადება 31​​​0 და მეტი დაქანების ფერდობებზე და მისი ტრანსპორტირება 30 კმ-ის ჩათვლით

1 კუბური მეტრი – 150 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმები-დან 10 კალენდარუ-ლი დღის ვადაში

შენიშვნა: თუ ხეტყის ტრანსპორტირების მანძილი 30 კმ-ს აღემატება, ყოველ შემდეგ კილომეტრზე ფასს დაემატება 1 კუბური მეტრისთვის 0,50 ლარი. ასევე, თუ ობიექტური და დადასტურებადი გარემოებები (მათ შორის, რელიეფის გამო გამოზიდვის შეუძლებლობა, ქურდობა) არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოიზიდოს ჭრის ადგილიდან, სპეციალური სარგებლობის ჭრის უფლების მქონე პირი ვალდებულია, გადაიხადოს ასეთი შემთხვევისათვის ამ წესით დადგენილი შესაბამისი საკომპენსაციო საფასური. საკომპენსაციო საფასური არ გადაიხდევინება, თუ ხეტყის დამზადება ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფარგლებს გარეთ (გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

10

სატყეო სააგენტოს მიერ მოპოვებული და დაქუცმაცებული 1 კუბი ხეტყის ნარჩენის ტრანსპორტირება

1 კმ – 0.45 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმები-დან 10 კალენდარუ-ლი დღის ვადაში

11

სატყეო გზების მოწყობა/რეაბილიტაციის პროექტირება (ხარჯთაღრიცხვით)

 

11.1

სატყეო გზის მოწყობის პროექტირება

1 კმ-ის ჩათვლით - 1500 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმები-დან 10 კალენდარუ-ლი დღის ვადაში

1-კმ-ზე მეტი დამატებულ ყოველ 100 მეტრს დაემატება 150 ლარი.

11.2

სატყეო გზის რეაბილიტაციის პროექტირება

1 კმ-ის ჩათვლით - 1000 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმები-დან 10 კალენდარუ-ლი დღის ვადაში

1-კმ-ზე მეტი დამატებულ ყოველ 100 მეტრს დაემატება 100 ლარი.

11.3

სატყეო გზის მოწყობა/რეაბილიტაცია

11.1-სა და 11.2-ში ფარგლებში დამზადებული პროექტის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისი ღირებულება

მიღება- ჩაბარების გაფორმები-დან 10 კალენდარუ-ლი დღის ვადაში

შენიშვნა: 11.1-სა და 11.2-ში მითითებულ მომსახურებების ფასს დაემატება შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების მომსახურების საფასური.

 

12

აღდგენა-გაშენების, პლანტაციური მეურნეობების პროექტების მომზადება და ენტო და ფიტოლოგიური მომსახურების გაწევა

 

12.1

აღდგენა-გაშენების, პლანტაციური მეურნეობების პროექტის მომზადება

1 ჰა-მდე

2500 ლარი

1 ჰა-დან 5 ჰა-მდე

 5000 ლარი

5 ჰა-დან 10 ჰა-მდე

10000 ლარი

10 ჰა-დან 20 ჰა-მდე

15 000 ლარი

20 ჰა-დან 40 ჰა-მდე

 

20 000 ლარი

40 ჰა-დან 100 ჰა-მდე

30 000 ლარი

100 ჰექტარი და მეტი

35000 ლარი

 

 

მიღება- ჩაბარების გაფორმები-დან 10 კალენდა-რული დღის ვადაში

12.2

ენტო და ფიტო-პათოლოგიური შეფასება

1 ჰა-მდე

2000 ლარი

1 ჰა-დან 5 ჰა-მდე

3500 ლარი

5 ჰა-დან 10 ჰა-მდე

6000 ლარი

10 ჰა-დან 20 ჰა-მდე

10 000 ლარი

20 ჰა-დან

40 ჰა-მდე

14 000 ლარი

 

40 ჰა-დან 100 ჰა-მდე

17 500 ლარი

100 ჰექტარი და მეტი  -

22 500 ლარი

 

 

მიღება- ჩაბარების გაფორმები-დან 10 კალენდა-რული დღის ვადაში

12.3

ერთეული ხეების შესწავლა

1-დან 10 ხე-მდე - 500 ლარი;

 მიღება- ჩაბარების გაფორმები-დან 10 კალენდარული დღის ვადაში

10-დან 50 ხე-მდე - 700 ლარი;

შენიშვნა: მე-12 პუნქტში მითითებულ მომსახურებების ხარჯებში არ შედის სხვა პირების მიერ გასაწევი მომსახურების თანხა. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს დაინტერესებული პირის მიერ

13

ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების უფლების არსებობის შესახებ ცნობის გაცემა

 

50 ლარი

წინასწარ

14

ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის უფლების დოკუმენტის გაცემა

200 ლარი

წინასწარ

                                 

შენიშვნა: ამ ცხრილის მე-2 და მე-6 – მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების სახეები არ ვრცელდება დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ტყის მართვის ორგანოებზე (გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებისა).“.

47. დანართი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №6

საკომპენსაციო საფასურის გაანგარიშების წესი

ცხრილი №1

 

გადასახდელი თანხა (ლარი), ჯგუფების მიხედვით

მოცულობა

I ჯგუფი

უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი

II ჯგუფი

მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი

III ჯგუფი

წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი

IV ჯგუფი

ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია

V ჯგუფი

ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

1

1 მ​​​​3

80

75

73

70

60

2

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხემცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა, სახეობების მიხედვით

3

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე წითელი ნუსხით განსაზღვრული ხემცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით

4

დაცულ ტერიტორიაზე ხემცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა, სახეობების მიხედვით

5

დაცულ ტერიტორიაზე წითელი ნუსხით განსაზღვრული ხემცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ხუთმაგი ოდენობა, სახეობების მიხედვით.

6

ზემოთ მითითებული  საკომპენსაციო თანხა მოთხოვნილი სარგებლობის წლების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ერთიდან - 5 წლამდე ცხრილით მიღებული თანხები სტანდარტული ტარიფით;

ბ) 5-დან - 15 წლამდე - მიღებული საკომპენსაციო თანხის ორმაგი ოდენობა;

გ) 15-დან - 30 წლამდე - მიღებული საკომპენსაციო თანხის სამმაგი ოდენობა;

დ) 30 -დან - 49 წლამდე -  მიღებული საკომპენსაციო თანხის ოთხმაგი ოდენობა.

 

 

ცხრილი №2

ფართობის მოცულობა

საბაზისო თანხა (ლარი)

1

1-დან – 500 მ​​​​2-მდე

500

2

500 მ​​​​2-დან 1000 მ​​​​2-მდე

1000

3

1000 მ​​​​2-დან – 5000 მ​​​​2-მდე

1600

4

5000 მ​​​​2-დან 

0,36 ყოველ მ​​​​2-ზე.

5

ზემოთ მითითებული  საკომპენსაციო თანხა მოთხოვნილი სარგებლობის წლების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ერთიდან 5 წლამდე ცხრილით მიღებული თანხები სტანდარტული ტარიფით;

ბ) 5-დან 15 წლამდე მიღებული საკომპენსაციო თანხის ორმაგი ოდენობა;

გ) 15-დან 30 წლამდე მიღებული საკომპენსაციო თანხის სამმაგი ოდენობა;

დ) 30-დან 49 წლამდე მიღებული საკომპენსაციო თანხის ოთხმაგი ოდენობა

 

 .“.

48. დანართი №7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი №7

ფოთლოვანი სახეობებისათვის ხის ღეროდან მიღებული მორის ხარისხი

მორის სიგრძე მეტრებში: 0.6-6

ხარისხი

აღწერილობა

შენიშვნა

I

ხის ღეროდან ამოღებული უნაკლო მორი, დასაშვებია ბზარები მორის დიამეტრის 25%

დაუშვებელია: როკები, სოკოვანი დაავადება, ორი გული, გულის სიდამპლე

II

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები მორის ერთ მხარეს, ბზარები მორის დიამეტრის 30%

დაუშვებელია: სოკოვანი დაავადება, ორი გული, გულის სიდამპლე

III

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები მორის ერთ მხარეს, ბზარები, სოკოვანი დაავადება, ორი გული და გულის სიდამპლე, რომლის დიამეტრიც არ უნდა აღემატებოდეს მორის მსხვილი თავის დიამეტრის 15%-ს, ასევე, III ხარისხში ჩაითვლება 2 მეტრამდე სიგრძის I ხარისხის თვისების მქონე მორი

 

IV

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები, ბზარები, ორი გული, სოკოვანი დაავადება და გულის სიდამპლე, რომლის დიამეტრიც არ უნდა აღემატებოდეს მორის მსხვილი თავის დიამეტრის 25%-ს. ასევე IV ხარისხში ჩაითვლება 2 მეტრამდე სიგრძის II ხარისხის თვისების მქონე მორი

 

 

წიწვოვანი სახეობებისათვის ხის ღეროდან მიღებული მორის ხარისხი

მორის სიგრძე მეტრებში: 0.6-7

ხარისხი

აღწერილობა

შენიშვნა

I

ხის ღეროდან ამოღებული უნაკლო მორი, დასაშვებია მცირე ზომის როკები 3 სმ დიამეტრის, ბზარები მორის დიამეტრის 25%

დაუშვებელია: 3 სმ-ზე მეტი დიამეტრის როკები, სოკოვანი დაავადება, ორი გული, გულის სიდამპლე

II

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები, ორი გული, ბზარები მორის დიამეტრის 30%

დაუშვებელია: სოკოვანი დაავადება, გულის სიდამპლე.

III

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები, ბზარები, ორი გული, სოკოვანი დაავადება და გულის სიდამპლე, რომლის დიამეტრიც არ უნდა აღემატებოდეს მორის მსხვილი თავის დიამეტრის 15%-ს. ასევე III ხარისხში ჩაითვლება 2 მეტრამდე სიგრძის I ხარისხის თვისების მქონე მორი

 

IV

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები, ბზარები, ორი გული, სოკოვანი დაავადება და გულის სიდამპლე, რომლის დიამეტრიც არ უნდა აღემატებოდეს მორის მსხვილი თავის დიამეტრის 25%-ს. ასევე IV ხარისხში ჩაითვლება 2 მეტრამდე სიგრძის II ხარისხის თვისების მქონე მორი

 

.“.

 

49. დანართი №10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი №10

ტყით სპეციალური სარგებლობის ფასები

ტყითსარგებლობის სახე

ერთეული

საწყისი წლიური სააუქციონო ფასი (ლარში)

პირდაპირი ფორმით ტყითსარგებლობის უფლების განხოციელების ფასი

პლანტაციური მეურნეობის მოწყობა

1 კვ/მ

0.5

 

სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა (სათიბი, საძოვარი)

 1 ჰა

25 ლარი (ფასის ჰექტრამდე დამრგვალებით)

 

საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა

1 კვ.მ

1

 

ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა

1 კვ.მ

0.25

 

სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა წლიურად (საფუტკრე)

 

 

1 სკაზე - 10 ლარი

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი