საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში ,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ“

  • Word
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში ,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 102
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 66, 01/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
102
28/05/2009
სსმ, 66, 01/06/2009
000000000.00(0).000.000000
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში ,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ“
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №102

2009 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში ,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში ,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების (შემდგომში – სტუდენტები) სწავლის ღირებულების დაფინანსების მიზნით:

1. დააფინანსოს იმ სტუდენტთა სწავლის ღირებულება, რომლებიც ამ დადგენილების ძალაში შესვლის დროისათვის სწავლობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის), მაგისტრატურისა და დოქტორანტურის, აგრეთვე უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ან არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სწავლის ღირებულება (გარდა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისა) დაფინანსდება ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტიდან (ორგანიზაციული კოდი – 32 12 02) მათი ჩარიცხვის მომენტისათვის მოქმედი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა სწავლის ღირებულება დაფინანსდება ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამებისა და გრანტების (ორგანიზაციული კოდი – 32 13 01 02) ასიგნებიდან მათი ჩარიცხვის მომენტისათვის არსებული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის ღირებულების შესაბამისად.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ნ. გილაური