„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 826
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.017317
826
15/05/2022
ვებგვერდი, 16/05/2022
040150000.22.027.017317
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №826

2022 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.05.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016638) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) სივრცითი მონაცემების მიმართულებით საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა;“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული სამსახურები

1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია:

ა.ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური;

ა.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ა.გ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;

ა.დ) საქმისწარმოების სამსახური;

ა.ე) ინოვაციების და ხარისხის მართვის სამსახური;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

გ) შიდა კონტროლის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია:

გ.ა) მონიტორინგის სამსახური;

გ.ბ) უსაფრთხოების სამსახური;

დ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია:

დ.ა) ადმინისტრაციული წარმოების სამსახური;

დ.ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახური;

დ.გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;

ე) ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტი, რომელსაც ექვემდებარება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიული სამსახურები. ამ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ე.ა) მიწის სპორადული რეგისტრაციის სამსახური;

ე.ბ) მიწის სისტემური რეგისტრაციის სამსახური;

ე.გ) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახური;

ე.დ) შეზღუდვებისა და უფლებების რეგისტრაციის სამსახური;

ვ) მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია:

ვ.ა) ბიზნესის რეგისტრაციის სამსახური;

ვ.ბ) არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციის სამსახური;

ზ) სამისამართო დეპარტამენტი;

თ) მონაცემთა მართვის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია:

თ.ა) არქივისა და მონაცემთა დამუშავების სამსახური;

თ.ბ) საინფორმაციო სამსახური;

ი) გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია:

ი.ა) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახური;

ი.ბ) სივრცითი ინფორმაციის სამსახური;

ი.გ) კადასტრის უზრუნველყოფის სამსახური;

ი.დ) მიწის აგეგმვის სამსახური;

კ) ეკონომიკური დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია:

კ.ა) საფინანსო სამსახური;

კ.ბ) ლოგისტიკისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური;

კ.გ) შესყიდვების სამსახური;

ლ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია:

მ.ა) პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სამსახური;

მ.ბ) ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური;

მ.გ) მონაცემთა დამუშავებისა და სტატისტიკის სამსახური;

მ.დ) მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახური.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია:

ა) აჭარის რეგიონული ოფისი;

ბ) გურიის რეგიონული ოფისი;

გ) იმერეთის რეგიონული ოფისი;

დ) კახეთის რეგიონული ოფისი;

ე) სამეგრელოს რეგიონული ოფისი;

ვ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი;

ზ) ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი;

თ) შიდა ქართლის რეგიონული ოფისი;

ი) ახალგორის ფილიალი;

კ) ახმეტის ფილიალი;

ლ) გაგრის ფილიალი;

მ) გალის ფილიალი;

ნ) გუდაუთის ფილიალი;

ო) გულრიფშის ფილიალი;

პ) ერედვის ფილიალი;

ჟ) ზესტაფონის ფილიალი;

რ) თერჯოლის ფილიალი;

ს) მცხეთის ფილიალი;

ტ) ოჩამჩირის ფილიალი;

უ) საგარეჯოს ფილიალი;

ფ) სამტრედიის ფილიალი;

ქ) სოხუმის ფილიალი;

ღ) ქურთის ფილიალი;

ყ) ცხინვალის ფილიალი;

შ) წალენჯიხის ფილიალი;

ჩ) ხაშურის ფილიალი;

ც) ხელვაჩაურის ფილიალი;

ძ) ჯავის ფილიალი.

3. სააგენტოს თანამშრომლები დასაქმებულები არიან ამ მუხლით განსაზღვრულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ სამსახურებში. სააგენტოს პროექტების დაგეგმვის, კოორდინაციის, მათი განხორციელებისა და მონიტორინგის მიზნით, ასევე, შესაძლებელია სააგენტოში მიღებულ იქნეს თანამშრომელი, რომელიც ამ მიზნის შესასრულებლად არ იქნება დასაქმებული რომელიმე სტრუქტურულ ქვედანაყოფსა და ტერიტორიულ სამსახურში, თუ მათი შრომის ანაზღაურება ფინანსდება სააგენტოს/სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტის ან/და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში. ამ შემთხვევაში, თანამშრომელი უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს თავმჯდომარეს.

4. სააგენტოს ჰყავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს თავმჯდომარეს.“.

3. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-11−მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის ამოცანებია: სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საქმისწარმოების სისტემის ორგანიზება და სააგენტოს მიზნებიდან გამომდინარე საქმიანობის კოორდინაცია, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა,  ინოვაციური პროდუქტების შექმნა და სააგენტოს ხარისხის მართვის სტანდარტების დანერგვა, აგრეთვე, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიზნობრივი აუდიტორიისათვის, სათანადო ფორმით, სწორი არხებითა და ინტენსივობით მიწოდება.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს მიზნებიდან გამომდინარე, საქმიანობის კოორდინაცია და ტექნიკური უზრუნველყოფის მონიტორინგი;

გ) სააგენტოს პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის კოორდინაცია;

დ) სააგენტოს საქმისწარმოების სისტემის ორგანიზება;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად შენახვა/სისტემატიზაცია;

ვ) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია;

თ) სააგენტოს სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიის წარმოება და, საჭიროებიდან გამომდინარე, ბრიფინგებისა და კონფერენციების ორგანიზება, პრესრელიზებისა და მსგავსი შინაარსის ინფორმაციის მომზადება;

ი) სააგენტოს საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

კ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;

ლ) სააგენტოში ინოვაციური პროდუქტების შექმნის კოორდინაცია;

მ) სააგენტოს ავტორიზებულ პირებთან ურთიერთობის ორგანიზება და სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვის უზრუნველყოფა;

ნ) ავტორიზებულ პირთა სწავლებისათვის საჭირო მასალების მომზადება, სასწავლო ღონისძიებების ჩატარება/ორგანიზება და უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ავტორიზებული პირების შესაბამისი ინსტრუქციებით უზრუნველყოფა;

ო) სააგენტოში ხარისხის მართვის სტანდარტების შექმნა, დანერგვა და აღსრულების ზედამხედველობა;

პ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების შესრულებული სამუშაოებისა და მიმდინარე პროცესების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით, კვლევის ამოცანების განსაზღვრა და კვლევის ჩატარების უზრუნველყოფა;

ჟ) სააგენტოს მიერ წარმოებულ რეესტრებსა და მონაცემთა ბაზებში აღმოჩენილი უზუსტობების აღრიცხვა, ანალიზი ან/და რეაგირებისთვის საჭირო სხვა სამუშაოების დაგეგმვა;

რ) ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;

ს) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ტ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

უ) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა.

მუხლი 12. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის ამოცანებია: ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება, აგრეთვე კვალიფიციური და მოტივირებული საკადრო რესურსის მოძიება.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა, მათი შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება;

გ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, მათი შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა;

დ) სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, თანამდებობების აღწერების შედგენის პროცესის კოორდინირება;

ე) სააგენტოს სტრუქტურულ-ორგანიზაციული მოწყობისა და ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

ვ) სააგენტოსა და დასაქმებულ პირებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;

ზ) თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

თ) მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სტაჟირების სისტემის დანერგვა და ორგანიზება;

ი) ადამიანური რესურსების მართვის მიზნებისათვის შესაბამის მონაცემთა დამუშავება;

კ) თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და შეფასების პროცესის მონიტორინგი, ასევე თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა/ორგანიზება და ამ მიზნით, შესაბამისი რესურსების მოძიება;

ლ) ადამიანური კაპიტალის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება;

მ) ადამიანური რესურსების მუდმივი გადამზადების პროცესის ორგანიზება;

ნ) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ო) თანამშრომელთა მიერ შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

პ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის განვითარებისათვის ღონისძიებების ორგანიზება;

ჟ) სააგენტოს შინაგანაწესით განსაზღვრული ცალკეული უფლებამოსილებების განხორციელება;

რ) ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;

ს) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ტ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

უ) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა.

მუხლი 13. შიდა კონტროლის დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის ამოცანებია: სააგენტოში დასაქმებული პირების მიერ შრომის დისციპლინის, საქმიანობის კანონიერების პრინციპის დაცვისა და სააგენტოს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების ერთიანი უსაფრთხოების სისტემის გამართვის უზრუნველყოფა.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი და ზედამხედველობა;

ბ) სააგენტოს თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა;

გ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ ტექნიკური და სხვა მატერიალური ფასეულობების მართლზომიერი გამოყენების კონტროლი;

დ) დეპარტამენტში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა; სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობა;

ე) სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე წარმოების  ჩატარება, დისციპლინური გადაცდომის ფაქტების დადგენა, მისი შედეგების შესახებ დასკვნის, ასევე დისციპლინური გადაცდომის ფაქტების შემდგომი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა;

ვ) დეპარტამენტის ეფექტიანი საქმიანობისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა;

ზ) სააგენტოში დასაქმებული პირის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნა;

თ) სააგენტოში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკის პრევენცია, გამოვლენა და ფაქტებზე რეაგირება;

ი) სააგენტოში დასაქმებული პირების, სააგენტოს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების (ან მათი ნაწილების) უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

კ) დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ყოველ კვარტალში ანგარიშის მომზადება და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა;

ლ) სააგენტოს შინაგანაწესით განსაზღვრული ცალკეული უფლებამოსილებების განხორციელება;

მ) ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;

ნ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ო) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.“.

 

5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის ამოცანებია: სააგენტოს საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლო დავების პრევენცია და სამართლებრივი რისკებით გამოწვეული დანაკარგების მინიმიზაცია.“.

6. მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის ამოცანებია: შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრის წარმოება, ასევე, ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი გატარება.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლის, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ქარსაფარი ზოლის საზღვრებისა და მათი ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

ბ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპორადული და სისტემური რეგისტრაციის განხორციელება და ამ მიზნით, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, საველე ინფორმაციისა და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის დამუშავება და მონაცემების საჯაროდ გამოცხადება;

გ) ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში;

დ) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრში;

ე) გირავნობის, ფინანსური გირავნობის (მხოლოდ იმ ფინანსური გირავნობის, რომლის საგანია საკრედიტო მოთხოვნა), ლიზინგის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამის რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება;

ზ) უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრების წარმოების პროცესის მონიტორინგი, ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი გატარების უზრუნველყოფა;

თ) განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტების გაცემა;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში, გარიგებების მხარეების ხელმოწერების დადასტურება;

კ) ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;

ლ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

მ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ნ) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა.

მუხლი 16. მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის ამოცანებია: შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოება, ასევე, ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი გატარება.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების, საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

ბ) ეკონომიკური საქმიანობის, მასში ცვლილებისა და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

გ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამის რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ამონაწერის მომზადება;

ვ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ეკონომიკურ საქმიანობათა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრების ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა ასახვასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, მონაცემთა ასახვის პროცესში მათი სიზუსტის შემოწმება და ანალიზი; უფლებამოსილების ფარგლებში, მონაცემების გასწორების/განახლების სამუშაოების ორგანიზება;

ზ) ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ი) სარეგისტრაციო პროცედურების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

კ) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა.“.

7. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. მე-18–21-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. სამისამართო დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის ამოცანებია: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მისამართების და მუნიციპალიტეტების შესახებ სრულყოფილი და უტყუარი მონაცემების შემცველი ერთიანი რეესტრების წარმოება, აღნიშნულ რეესტრებში დაცული ინფორმაციის მარტივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაცია და მისამართების მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად მოწესრიგება, შესაბამისი პირებისთვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე, ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი გატარება.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოება;

ბ) სამისამართო რეესტრის წარმოება;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებებისა და ნუმერაციის, ასევე მათი მდებარეობის შესახებ მონაცემების აღრიცხვა;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაცია მისამართის მინიჭების ან ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით;

ე) გეოგრაფიული ობიექტების არასრული/არასწორი სამისამართო მონაცემების დაზუსტება;

ვ) მისამართების შესახებ საველე მონაცემების შეგროვება;

ზ) სამისამართო და მუნიციპალიტეტების სივრცითი მონაცემების გეოსაინფორმაციო სისტემებში დამუშავება;

თ) მუნიციპალიტეტების და სამისამართო რეესტრების ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა ასახვასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, მონაცემთა ასახვის პროცესში მათი სიზუსტის შემოწმება და ანალიზი; უფლებამოსილების ფარგლებში, მონაცემების გასწორების/განახლების სამუშაოების ორგანიზება;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში, რეგისტრირებული მონაცემების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

კ) ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;

ლ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

მ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ნ) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა.

მუხლი 19. მონაცემთა მართვის დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის ამოცანებია: მონაცემების შენახვის, დამუშავებისა და ხელმისაწვდომობის ერთიანი სტანდარტისა და პოლიტიკის შემუშავება, მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვით სააგენტოში დაცული საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების არქივის წარმოება და დაცვა.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მონაცემების შენახვის, დამუშავებისა და ხელმისაწვდომობის ერთიანი სტანდარტისა და პოლიტიკის შემუშავება;

ბ) სააგენტოში დაცული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, კორესპონდენციის ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება;

გ) სააგენტოს ფარგლებში პერსონალური მონაცემების დაცვაზე ზედამხედველობა;

დ) უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), ეკონომიკურ საქმიანობათა და მუნიციპალიტეტების რეესტრებში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება;

ე) სააგენტოს არქივში დაცული დოკუმენტაციისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

ვ) სააგენტოს არქივში დაცული დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების ხელმისაწვდომობა დოკუმენტაციის ასლის გაცემისა და დედანთან გაცნობის გზით;

ზ) ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ცნობა-დახასიათების, საინვენტარიზაციო გეგმისა და ინფორმაციის მომზადება;

თ) პირის საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ-ში − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განცხადებების გადაგზავნა;

ი) სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების არქივში განთავსებისა და სააგენტოს არქივის მუშაობის ორგანიზება;

კ) სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ავტორიზებულ სუბიექტებში, თანამედროვე ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, საარქივო საქმეზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვაზე მეთოდური ხელმძღვანელობა და ამ მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს არქივში დაცულ დოკუმენტაციაზე წვდომის, სააგენტოში წარმოდგენილი/დაცული დოკუმენტაციის გაცემისა და სხვა საარქივო მომსახურების უზრუნველყოფა;

მ) სააგენტოში შექმნილი მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიისთვის წარსადგენად კანონმდებლობით დადგენილი წესით გასანადგურებლად დოკუმენტაციის შერჩევა და შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება;

ნ) დოკუმენტების ელექტრონული ასლების შექმნა და მართვა;

ო) ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;

პ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ჟ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

რ) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა.

მუხლი 20. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის ამოცანაა უზრუნველყოს სააგენტოსთვის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ოპერაციების გაუმჯობესების, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისთვის.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოში შიდა აუდიტის სისტემისა და მეთოდოლოგიის განვითარება;

ბ) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სის­რულის შეფასება;

დ) სააგენტოს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

ე) სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შეფასება;

ვ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ზ) სააგენტოს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

თ) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგების ამსახველი შიდა აუდიტორული და შიდა აუდიტის წლიური ანგარიშების მომზადება, რეკომენდაციების გაცემა და მათი შესრულების მონიტორინგი;

ი) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმისა და  შიდა აუდიტის წლიური გეგმის შემუშავება;

კ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სააგენტოს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

ლ) ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;

მ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ნ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ო) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.

4.დეპარტამენტი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან ფუნქციურად დამოუკიდებელია.

5. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესში.

6. დეპარტამენტის თანამშრომელი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება.

მუხლი 21. გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის ამოცანებია: გეოდეზიურ-კარტოგრაფიული, უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საამზომველო/აგეგმვითი და საკადასტრო საქმიანობის წარმოება, ასევე გეოინფორმაციული სფეროს სტანდარტიზაცია და განვითარება, პოლიტიკის განსაზღვრა და აღსრულება.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიური, ტოპოგრაფიული, გრავიმეტრიული, კარტოგრაფიული, აერო- და კოსმოსური ფოტოების გადაღება და დამუშავება, დარგის სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრა; შესაბამის სფეროში სამართლებრივი და ტექნიკური დოკუმენტების პროექტების შემუშავება;

ბ) მაღალი სიზუსტის გეოდეზიური გეგმურ-სიმაღლური საფუძვლის რეკონსტრუქცია/განახლება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მუდმივმოქმედი GNSS რეფერენსული სტაციონარული სადგურების (GEO-CORS) მოწყობა და მონიტორინგი;

გ) სახელმწიფო და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრების, კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების საზღვრების, აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების ცვლილებების შეგროვება და მათი სწორად ასახვა კარტოგრაფიულ პროდუქციაზე;

დ) კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელება;

ე) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ექსპლუატაციის, განვითარების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ვ) სივრცითი მონაცემების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, ტექნიკური სპეციფიკაციების, რეგლამენტების და ეროვნული სტანდარტების შემუშავება;

ზ) საბაზისო სივრცითი მონაცემების სტანდარტიზაცია, ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და მართვა;

თ) სარეგისტრაციო ზონის, სექტორის, კვარტლის, ბლოკის საზღვრების დადგენა/კორექტირება და სარეგისტრაციო საკადასტრო საქმიანობის მონიტორინგი;

ი) მიწის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება, აღრიცხვა და ანალიზი;

კ) ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;

ლ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

მ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ნ) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა.“.

9. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27. ეკონომიკური დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის ამოცანებია: სააგენტოს ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა და მდგრადობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვების პროცესის წარმართვა, აგრეთვე სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბუღალტრო აღრიცხვა;

ბ) ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების მომზადება;

გ) კომერციულ ბანკებთან, საგადასახადო ორგანოებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან სააგენტოს ურთიერთობების კოორდინაცია;

დ) ფულადი ოპერაციების წარმოება;

ე) რეგულარული ინვენტარიზაცია;

ვ) ბიუჯეტის დოკუმენტის მომზადება და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის შესათანხმებლად წარდგენა;

ზ) სააგენტოში პროექტების დაწყებამდე პროექტის ფინანსური ანალიზი;

თ) სააგენტოს საქმიანობის ხარჯეფექტიანობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ი) სახელმწიფო შესყიდვების პროცესების ორგანიზება;

კ) მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება და ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტისა და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავება;

მ) სააგენტოს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების გამართულ მდგომარეობაში ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ნ) სააგენტოს თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;

ო) სააგენტოს სარგებლობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

პ) სააგენტოს კუთვნილი სასაწყობე მეურნეობისა და ავტოპარკის მართვა;

ჟ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის ამოცანებთან;

რ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;

ს) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ტ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

უ) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა.“.

12. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 28. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის ამოცანებია: ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით სააგენტოს პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, პროცესების ავტომატიზაცია, სააგენტოს ამოცანების განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარება, სააგენტოს საქმიანობის სტატისტიკის წარმოება, აგრეთვე სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა, დანერგვა და მონიტორინგი.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სააგენტოს საქმიანობის პროცესების ავტომატიზაცია;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება და ადმინისტრირება: კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტექნიკური ხარვეზების/ინციდენტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეაგირება;

გ) ელექტრონული პროგრამების შექმნა და განვითარება;

დ) სააგენტოში დაცული ელექტრონული მონაცემების შენახვა და ადმინისტრირება;

ე) მონაცემების ელექტრონული სერვისების მეშვეობით მიღება და გაცემა;

ვ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;

ზ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და ადმინისტრირება;

თ) სტატისტიკური მონაცემების ერთიანი სისტემის შექმნა, მხარდაჭერა და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;

ი) პროგრამული ხარვეზების/ინციდენტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეაგირება;

კ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა, დანერგვა და მონიტორინგი;

ლ) ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;

მ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ნ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ო) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა.“.

13. 29-ე და 29 1 მუხლები ამოღებულ იქნეს.

14. 30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეგიონული ოფისის ამოცანაა მის სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების შესრულება კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.“;

 

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპორადული და სისტემური რეგისტრაციის განხორციელება და ამ მიზნით, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, საველე ინფორმაციისა და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის დამუშავება და მონაცემების საჯაროდ გამოცხადება;“.

გ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელების ცალკეული დავალებების შესრულება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

15. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფილიალის ამოცანაა მის სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების შესრულება კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.“;

 ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელების ცალკეული დავალებების შესრულება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე