„გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 16/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016702
17
13/05/2022
ვებგვერდი, 16/05/2022
010250050.35.148.016702
„გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2022 წლის 13 მაისი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №35  (www.matsne.gov.ge, 14/12/2021, 010250050.35.148.016680) დადგენილებით დამტკიცებული     წესის 241  მუხლის 1-ლი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ოჯახების დახმარების საკითხი, რომლებიც  დახმარების თხოვნის მომენტში, სხვადასხვა მიზეზების გამო, განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, განიხილება ამ მუხლის შესაბამისად.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე