დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს “ეი-ი-ეს თელასის” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის „ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების” დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია-ის 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 29/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 31/10/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.280.000.14.011.005.547 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.011.005.547
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
(სემეკ) დადგენილება №13
2002 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სს „ეი-ი-ეს თელასის” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის „ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების” დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის “დ”, “ვ” და “თ” ქვეპუნქტების და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე სს „თელასის” აქციათა 75%-ის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, „სს “ეი-ი-ეს თელასის” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილებაში (სსმ III, 2002 წ, №102, მუხ. 743) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
მუხლი 1
დადგენილების მე-2 მუხლის „ა” ქვეპუნქტში სიტყვები „2001 წლის 31 დეკემბრამდე” შეიცვალოს სიტყვებით „2002 წლის 31 დეკემბრამდე”.
მუხლი 2
დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთად და სათბობენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით ყოველი კალენდარული წლის 15 ოქტომბრამდე ამტკიცებს შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის ქვეყნის, მათ შორის, ქ. თბილისის ელექტრული სიმძლავრითა და ენერგიით მომარაგების ბალანსებს, რაც მოიცავს მიმდინარე და მომავალი წლების შესაბამის პერიოდს”.
მუხლი 3
დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
ქ. თბილისის უწყვეტი ელექტროენერგიის მომსახურებისათვის საბითუმო ბაზარმა, შპს „ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000“-მა, სს “ელექტროგადაცემამ” და სს „საქრუსენერგომ” უზრუნველყოს სს „ეი-ი-ეს თელასის” მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე მისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება მათი კომპეტენციის ფარგლებში, გაწეული მომსახურეობის ანაზღაურების პირობით”;
მუხლი 4
„სს “ეი-ი-ეს თელასის” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების”:
1. პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში”.
ბ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი”
„3. ელექტროენერგიის მიწოდების მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში სს “ეი-ი-ეს თელასი” ვალდებულია მსოფლიოში მიღებული საუკეთესო კომუნალური პრაქტიკის შესაბამისად მიმართოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ღონეს” რათა უმოკლეს ვადაში აღადგინოს მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება”.
მუხლი 5
დადგენილება ძალაშია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” მისი გამოქვეყნების დღიდან.
თავმჯდომარე ელ. ერისთავი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები