ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 თებერვლის №5 დადგენილებაში „ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ ცვლილებების შეტანის შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 თებერვლის №5 დადგენილებაში „ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016456
13
11/05/2022
ვებგვერდი, 13/05/2022
190020020.35.121.016456
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 თებერვლის №5 დადგენილებაში „ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2022 წლის 11 მაისი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 თებერვლის №5 დადგენილებაში „ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 თებერვლის №5 დადგენილებაში „ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ (www.matsne.gov.ge, 10.02.2022 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.121.016448) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“.

2.  დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ (დანართი №1) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. პროგრამით მოსარგებლეები და დახმარების ოდენობა

1. პროგრამით ისარგებლებენ:

ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები;

ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები.

2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება:

ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის: ერთ ბავშვიან ოჯახზე არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით, ორბავშვიან ოჯახზე არაუმეტეს 900 (ცხრაასი) ლარით, სამბავშვიან ოჯახზე არაუმეტეს 1200 (ათასორასი) ლარით, ოთხბავშვიან ოჯახზე არაუმეტეს 1400 (ათასოთხასი) ლარით, ხუთ და მეტბავშვიან ოჯახებზე არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარით. დახმარება შეიძლება გაიცეს როგორც ერთჯერადად, ასევე ნაწილ-ნაწილ;

ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების დასაქმების შემთხვევაში, შესრულებული საქმიანობა ანაზღაურდება ბენეფიტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დასაქმების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს ოთხი თვით. სამუშაო გრაფიკი ყოველ ბენეფიციარზე შემუშავდება ინდივიდუალურად.

3. დახმარების მიღების აუცილებელი პირობაა დახმარების მიმღები ოჯახი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრობდეს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც ცნობის გაცემით უნდა დაადასტუროს მერის წარმომადგენელმა  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.


ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ივანიაძე