დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 238 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023449 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017586) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „ტექნიკური რეგლამენტი „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების (ნახევარმისაბმელების) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (შემდგომში – ECMT) კვოტების სისტემაში გამოყენებისათვის „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“ და სხვა მრავალმხრივი ან ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით: „EURO III უსაფრთხო“, „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის, მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ის სერტიფიკატების გამცემ ორგანოებს, სერტიფიკატის გაცემის, გამოცვლის, გაუქმების, გამოყენების პირობებს. 11. ამ წესის დებულებები გამოიყენება შესაბამისი ნებართვების საფუძველზე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისას.“; ბ) 21 − 23 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. სატრანსპორტო საშუალების მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) 2022 წლის იანვრის მომხმარებლის სახელმძღვანელოს „ECMT-ის მრავალმხრივი კვოტა“ (შემდგომში − 2022 წლის იანვრის სახელმძღვანელო) №4, №5, №6, №9, №10 დანართებით განსაზღვრული ECMT-ის სერტიფიკატის ფორმები, რომლებიც მოყვანილია ამ წესის №1, №2, №3, №4, №5 დანართებში. 22. „EURO III უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული ამ წესის №6 დანართით განსაზღვრული სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ის სერტიფიკატის ფორმა. 23. „EURO IV უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული ამ წესის №7 და №8 დანართებით განსაზღვრული სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ის სერტიფიკატის ფორმები.“; გ) 24 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-2 მუხლის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) „EURO III უსაფრთხო“, „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“ ან „EURO VI უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილი (შემდგომში – სატვირთო ავტომობილი) – ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ტექნიკური მდგომარეობა შეესატყვისება გაეროს (UN)/გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესების და/ან ევროკავშირის დირექტივების დებულებებით მისთვის განსაზღვრულ ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოებისა და გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებს;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ECMT სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სატვირთო ავტომობილის და/ან მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის შესატყვისობას UN-ის/გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესების და/ან ევროკავშირის დირექტივების დებულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;“. 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №1, №2, №6, №7, №8 დანართებში („EURO III უსაფრთხო“, „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისათვის) და/ან მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №3, №4 დანართებში) ავსებენ და გასცემენ ან: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სერტიფიკატში უნდა მიუთითოს მწარმოებლის დასახელება, რომელსაც ის წარმოადგენს; ბ) სააგენტო – იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლობა; გ) სააგენტო და ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან საქართველოში მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ერთობლივად – იმ შემთხვევაში, როცა ყველა მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი მწარმოებლის მიერ არ არის დამონტაჟებული.“. 4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სატვირთო ავტომობილების ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებსა და მისაბმელების ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატებით განსაზღვრულ უსაფრთხოების მოთხოვნებთან ავტოსატრანსპორტო საშუალების შესატყვისობა უნდა შემოწმდეს წელიწადში ერთხელ გზისთვის ვარგისობის ტესტირების საშუალებით და დადასტურებულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატით (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №5 დანართში).“. 5. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინსპექტირების ცენტრი ჩატარებული სამუშაოების შედეგებს აფორმებს შესაბამისი ოქმ(ებ)ით (დანართები: №11, №21, №31, №41, №51, №61, №71, №81) და გასცემს მათ განმცხადებელზე. ოქმ(ებ)ის ასლები ინახება ინსპექტირების ცენტრში.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განმცხადებელმა სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული ტესტირების ოქმ(ებ)ის დედანი.“. 6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სასერტიფიკაციო პროცედურები, სერტიფიკატების გაცემის პირობები და ვადები 1. სასერტიფიკაციო პროცედურები ხორციელდება სამ ეტაპად: ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა, რომელიც მოიცავს: ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას; ა.ბ) სააგენტოს მიერ განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარ განხილვასა და შესაბამისობის დადგენას; ა.გ) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შეფასებას; ბ) II ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას; გ) III ეტაპი – სერტიფიკატის გაცემას. 2. განმცხადებელმა სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება ავტოსატრანსპორტო საშუალების სერტიფიკატის გაცემის შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და: ა) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატის მისაღებად: ა.ა) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილის ECMT-ის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმის დედანი (დანართები: №11, №21, №61, №71, №81); ა.ბ) სატვირთო ავტომობილის ხმაურისა და გამონაბოლქვის სტანდარტებთან შესატყვისობის სერტიფიკატი ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ გაცემული საბუთი სატვირთო ავტომობილის ხმაურისა და გამონაბოლქვის სტანდარტებთან შესატყვისობის თაობაზე; ბ) მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატის მისაღებად – ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმის დედანი (დანართები: №31, №41); გ) სატვირთო ავტომობილის გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატის მისაღებად: გ.ა) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმის დედანი (დანართი №51); გ.ბ) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი; დ) მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატის მისაღებად: დ.ა) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმის დედანი (დანართი №51); დ.ბ) მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატის ასლი. 3. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან. 4. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ხარვეზ(ებ)ზე და განსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 (ხუთი) სამუშაო დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა ხარვეზის განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს ხარვეზ(ებ)ის გამოსწორების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტ(ებ)ი. 5. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ხარვეზის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტ(ებ)ის მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტაციის ამ წესსა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. 6. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას, სააგენტო ახორციელებს მასში ასახული ინფორმაციის შეფასებას და მის საფუძველზე, დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. 7. ECMT სერტიფიკატის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განცხადების შესაბამისად, ივსება დადგენილი ფორმის ECMT სერტიფიკატ(ებ)ი (დანართები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8) ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე (სერტიფიკატი შეიძლება, იყოს შევსებული, ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი ხელით ან ელექტრონულად). სერტიფიკატ(ებ)ი რეგისტრირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში, ხოლო მათი ასლები ინახება სააგენტოში. ECMT სერტიფიკატს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შედგება არაბული ციფრებისაგან და იგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიკატის რიგითი ნომრის იდენტურია. 8. სააგენტო არ გასცემს ECMT სერტიფიკატს, თუ: ა) განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და სააგენტოს მიერ გამოვლენილი ხარვეზ(ებ)ი არ იქნა გამოსწორებული დადგენილ ვადაში; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მონაცემები ან მისი ტესტირების შედეგები არ შეესაბამება UN-ს/გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესებით და/ან ევროკავშირის დირექტივებით მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს. 9. ECMT სერტიფიკატის გაცემის, მისი გაუქმებისა და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები აისახება ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში. მონაცემები ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში. 10. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს, გაეცნოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში მის მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებულ მონაცემებს. 11. სააგენტოს გადაწყვეტილება ECMT სერტიფიკატის გაცემაზე უარის ან გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. სააგენტოს მიერ გაცემული ECMT სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი, დაკარგული ან დაზიანებული სერტიფიკატის მოქმედების დარჩენილი ვადით, გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა − „დუბლიკატი“. 13. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გაცემულ სატვირთო ავტომობილის და/ან მისაბმელის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს არ აქვს მინიჭებული ნომერი, ECMT მრავალმხრივი კვოტის მომხმარებლის სახელმძღანელოს შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია დანომროს აღნიშნული სერტიფიკატი.“. 7. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ECMT სერტიფიკატის ბლანკები ECMT სერტიფიკატის ბლანკები იბეჭდება: ა) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი – ღია მწვანე A4 ფორმატის ქაღალდზე, ბეჭდით ფურცლის ორივე გვერდზე (დანართები: №1, №2, №6, №7, №8); ბ) მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი – ღია ყვითელ A4 ფორმატის ქაღალდზე (დანართები: №3, №4); გ) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატი – სტანდარტულ თეთრ A4 ფორმატის ქაღალდზე (დანართი №5).“. 8. დანართები: №1, №11, №2, №21, №3, №31, №4, №41, №5, №51, №6, №61, №7, №71, №8, №81 და №9 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. 9. დანართი №12 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილების ამოქმედებამდე „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე გაცემული სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ECMT-ის სერტიფიკატები ინარჩუნებენ ძალას მათი მოქმედების ვადის გასვლამდე.
2. დადგენილების ამოქმედებამდე „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე გაცემული სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელების ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ის სერტიფიკატები ინარჩუნებენ ძალას. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები