„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 15/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016370
11
11/05/2022
ვებგვერდი, 13/05/2022
010260020.35.109.016370
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2022 წლის 11 მაისი

ქ. მარტვილი

 

„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №54 დადგენილებაში www.matsne.gov.ge, 15/12/2017 წ, სარეგისტრაციო  კოდი: 010260020.35.109.016259) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ შესაბამისად.

2. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (შემდგომში სამსახური) არის მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს  კანონით „კულტურის შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

5. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. მარტვილი, თავისუფლების ქ. №10.

 

მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილება

1. სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, ტურისტული, კულტურის, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა; მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

ბ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება კულტურის, განათლების, სპორტის საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;

გ) განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება;

დ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სასპორტო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების, ტურისტული ობიექტების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლებისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ვ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზება და კოორდინაცია;

ზ) სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფის კოორდინაცია, მათში მედპუნქტის შექმნისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;

თ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;

ი) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;

კ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორული, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიურ და ა.შ) აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია;

ლ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია;

მ) ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ნ) სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევა;

ო) მუნიციპალიტეტის მასშტაბით სემინარების, კონკურსების, სპორტული შეჯიბრებების, გამოფენების, კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა;

პ) შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა;

ჟ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების სფეროების მიხედვით განაწილების თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა;

რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია;

ს) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ და ა.შ) აღრიცხვის, დაცვა, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ტ) წინადადებების შემუშავება მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების საკითხებზე;

უ) მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული შეჯიბრებების მოწყობა, ახალგაზრდული და მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;

ფ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

ქ) კულტურული ღონისძიებების მოწყობის ორგანიზება;

ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (შემდგომში - განყოფილებებისაგან).

2. სამსახურის განყოფილებებია:

ა) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილება;

ბ) განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.

3. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში - სამსახურის უფროსი), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება  სამსახურის ერთ-ერთ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (შემდგომში - განყოფილების უფროსს).

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელ(ეებ)ისაგან.

5. განყოფილების მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით.

6. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.

7. განყოფილების საჯარო მოხელეთა:

ა) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით;

ბ) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესი განისაზღვრება მერიის დებულებით,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მუხლი 4. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) კულტურის სფეროს მიკუთვნებული მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) წინადადებების შემუშავებას კულტურის სფეროში მოქმედი დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის ობიექტების მართვის კოორდინაციას. მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადებას, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

დ) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარებას, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობას, ღონისძიებების დაგეგმვას;

ე) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას;

ვ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების  შექმნას, ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას;

ზ) ეროვნული სიმდიდრის დაცვა და  პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურისა და განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;

თ) შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა;

ი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დაქვემდებარებული სფეროების მიხედვით მონაწილეობის თაობაზე წინადადებების მომზადება და წარმოდგენა;

კ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;

ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების პროექტებისა და პროგრამების მომზადება, შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგს;

მ) ტურიზმის განვითარებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებში მონაწილეობის მიღებას;

ნ) ადგილობრივი ტურისტული მარშუტების დადგენას, დამტკიცებაზე წინადადებების მომზადებას;

ო)  კერძო  სექტორებთან   მჭიდრო  თანამშრომლობას   და  ტურიზმის  განვითარების  საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას;

პ) სპეციალური ფორუმების, კონფერენციების და გამოფენა-დათვალიერების ორგანიზება-მოწყობას;

ჟ) მერიის ვებგვერდზე განსათავსებელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობების, ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

რ) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების კუთხით ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების მომზადებას, განხორციელების ხელშეწყობას და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას;

ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 5. განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) წინადადებების შემუშავებას განათლებისა და სასპორტო დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

გ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის განვითარების საკითხებზე;

დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლებისა და სპორტული ობიექტების მართვის კოორდინაციას. მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადებას; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

ე) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას განათლების, სპორტის, საგანმანათლებლო სკოლისგარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;

ვ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზებას და კოორდინაციას;

ზ) სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფის კოორდინაციას, მათში მედპუნქტის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობას;

თ) მუნიციპალიტეტის მასშტაბით სემინარების, კონკურსების, სპორტული შეჯიბრებების და სხვა ღონისძიებების მოწყობას;

ი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების სფეროების მიხედვით განაწილების თაობაზე წინადადების მომზადებასა და წარდგენას;

კ) საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარებას;

ლ) ეროვნული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, განათლებისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;

მ) განათლებისა და სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

ნ) სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევას;

ო) წინადადებების შემუშავებას მასობრივ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების საკითხებზე და მათ კოორდინაციას;

პ)  მუნიციპალიტეტის  მიერ  დაფუძნებული  შესაბამისი  სფეროს  არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;

ჟ) განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კუთხით ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების მომზადებას, განხორციელების ხელშეწყობას და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას;

რ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;

ს) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

ტ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის განვითარების საკითხებზე;

უ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის კოორდინაციას;

ფ) საზოგადოებრივი          განათლების   ხელშეწყობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას და ღონისძიებების დაგეგმვას;

ქ) მოსწავლეთა ტრანპორტირების კოორდინაციას;

ღ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;

ყ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 6. სამსახურის დებულების დამტკიცება, ცვლილების შეტანა  და რეორგანიზაცია

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 15 ივნისიდან.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა