დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.109.016369 |
|
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში www.matsne.gov.ge, 15/12/2017 წ, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016257) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება
თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური 1. მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური (შემდგომში - „სამსახური“) წარმოადგენს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობას. 2. სამსახური: ა) თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით, ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტებით; ბ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე; გ) სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით; დ) სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე; ე) საქმიანობა და მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება ხორციელდება მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან; ვ) სამსახურის მისამართია: ქ. მარტვილი, თავისუფლების ქ. №10.
თავი II სამსახურის საქმიანობა
მუხლი 2. სამსახურის ძირითადი მიზნები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი მიზნები და ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების დაგეგმვა და არქიტექტურული პროცესების მართვა. შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ბ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება; გ) ინფრასტრუქტურის განვითარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; დ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება; ე) გეგმარებითი დავალებების მომზადება; ვ) დასახლებათა საჭიროების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებში, საერთო კრებებში მონაწილეობა, სათანადო ინფორმაციის შეგროვება-შეკრება, დამუშავება, ანალიზის განხორციელება; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა სახის მშენებლობის გათვალისწინებით ახლადასაშენებელი და სარეკონსტრუქციო ობიექტებისა და პროექტების სტადიურობის, ესკიზური ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალქთმშენებლობითი მნიშვნელობა; თ) მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება; ი) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათ გადასაწყვეტად წინადადებების მომზადება; კ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია; ლ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისთვის კონსულტაციების გაწევა; მ) საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების სამხარეო ადმინისტრაციაში, შესაბამის სამინისტროებში წარდგენა, კომისიაზე პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობა; ნ) შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადება შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონულ მონაცემთა და ფოტომასალების ბაზების შედგენა; ო) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის პროგრამული ბიუჯეტის შედგენა, კოორდინაცია, შესრულების მიმდინარეობაზე სათანადო ინფორმაციის შედგენა; პ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების სამოქმედო გეგმის, პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღება; ჟ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ამსახველი დოკუმენტის მომზადება და წინადადებების მიწოდება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისათვის ამ ზიანის სალიკვიდაციოდ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით; რ) სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტების და ფოტომასალების შედგენა; ს) პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების განსაზღვრა; ტ) მცირე მოცულობის სამშენებლო ობიექტების პროექტირება და ხარჯთაღრიცხვის შედგენა; უ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა სატენდერო განაცხადთან და პროექტის მიღება-ჩაბარებაზე თანხმობის გაცემა განსაზღვრულ ვადაში; ფ) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა; ქ) განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახურეობაზე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი სამსახურისთვის გადაგზავნა; ღ) ექსპერტიზისა და გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის აუცილებლობის განსაზღვრა ცალკეულ ობიექტებზე, სავარაუდო ღირებულებების გათვალისწინებით; ყ) მიწის ნაკვეთების გამიჯვნა/გაერთიანების თაობაზე სამსახურის პოზიციის მომზადება; შ) მშენებლობის ნებართვების გაცემის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავება, მშენებლობის პროექტების შეთანხმება, მშენებლობისთვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადება; ჩ) კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მშენებლობის ნებართვებზე მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება; ც) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით მერის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ძ) კომპეტენციის შესაბამისად სამსახურში შემოსული გაცხადებების მომართვების (წერილების) განხილვა; წ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს: ა) მოითხოვოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტები და სტატისტიკური ინფორმაცია მერიის შესაბამისი სამსახურების, ორგანიზაციების, დაწესებულებისა და პირებისაგან; ბ) დაამყაროს ურთიერთობები საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუნიციპალიტეტებთან, ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; გ) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტისა და პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; დ) მოიწვიოს სხვადასხვა სპეციალისტები, მოაწყოს სემინარები, კონფერენციები და სხვა, თავად მიიღოს მონაწილეობა ანალოგიურ ღონისძიებებში. 2. სამსახური ვალდებულია: ა) კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ბ) დადგენილი წესით დროულად უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის წარდგენა მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან.
თავი III სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (შემდგომში - განყოფილებებისაგან). 2. სამსახურის განყოფილებებია: ა) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ურბანული განვითარების განყოფილება; ბ) არქიტექტურისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილება. 3. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში - სამსახურის უფროსი), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (შემდგომში - განყოფილების უფროსს). 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელ(ეებ)ისაგან. 5. განყოფილების მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით. 6. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. 7. განყოფილების საჯარო მოხელეთა: ა) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით; ბ) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესი განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 5. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ურბანული განვითარების განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების დაგეგმვას და არქიტექტურული პროცესების მართვას. შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრას; ბ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; გ) ინფრასტრუქტურის განვითარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას; დ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ე) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ვ) დასახლებათა საჭიროების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებში, საერთო კრებებში მონაწილეობას, სათანადო ინფორმაციის შეგროვება-შეკრებას, დამუშავებას, ანალიზის განხორცილებას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა სახის მშენებლობის გათვალისწინებით ახლადასაშენებელი და სარეკონსტრუქციო ობიექტებისა და პროექტების სტადიურობის, ესკიზური ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალქთმშენებლობითი მნიშვნელობა; თ) მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარებას; ი) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ გადასაწყვეტად წინადადებების მომზადებას; კ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ლ) განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახურეობაზე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, შესაბამისი სამსახურისთვის გადაგზავნას; მ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისთვის კონსულტაციების გაწევას; ნ) საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების სამხარეო ადმინისტრაციაში შესაბამის სამინისტროებში წარდგენას, კომისიაზე პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას; ო) შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადებას, შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონულ მონაცემთა და ფოტომასალების ბაზების შედგენას; პ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის პროგრამული ბიუჯეტის შედგენას, კოორდინაციას, შესრულების მიმდინარეობაზე სათანადო ინფორმაციის შედგენას; ჟ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების სამოქმედო გეგმის, პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღებას; რ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ამსახველი დოკუმენტის მომზადებას და წინადადებების მიწოდებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისათვის, ამ ზიანის სალიკვიდაციოდ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით; ს) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვას და რეაგირებას; ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6. არქიტექტურისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტების და ფოტომასალების შედგენას; ბ) პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების განსაზღვრას; გ) მცირე მოცულობის სამშენებლო ობიექტების პროექტირებას და ხარჯთაღრიცხვის შედგენას; დ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას სატენდერო განაცხადთან და პროექტის მიღება ჩაბარებაზე თანხმობის გაცემას განსაზღვრულ ვადაში; ე) შესასრულებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას; ვ) ექსპერტიზისა და გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის აუცილებლობის განსაზღვრას ცალკეულ ობიექტებზე, სავარაუდო ღირებულებების გათვალისწინებით; ზ) მიწის ნაკვეთების გამიჯვნა/გაერთიანების თაობაზე სამსახურის პოზიციის მომზადებას; თ) მშენებლობის ნებართვების გაცემის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას, მშენებლობის პროექტების შეთანხმებას, მშენებლობისთვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადებას; ი) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; კ) კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მშენებლობის ნებართვებზე მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედვებლობის სამსახურისთვის ინფორამაციის მიწოდებას; ლ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით მერის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მ) კომპეტენციის შესაბამისად სამსახურში შემოსული განცხადებების მომართვების (წერილების) განხილვას; ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV დასკვნითი დებულებანი
მუხლი 7. სამსახურის დებულების დამტკიცება, ცვლილების შეტანა და რეორგანიზაცია 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 15 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები