„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 11720
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 10/05/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 16/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016674
11720
10/05/2022
ვებგვერდი, 13/05/2022
000000000.00.00.016674
„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №11720

2022 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის  №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის   – შემოსავლების სამსახურის  დებულების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ცალკეულ  შემთხვევებში  მომსახურების  გაწევის  ადგილზე  დაინტერესებული  პირისთვის მომსახურების გაწევის  შეზღუდვის  შესახებ“  შემოსავლების  სამსახურის  უფროსის    2021 წლის    25 ოქტომბრის  №33619 ბრძანების დანართ №1-ს („მომსახურების    გაწევის    ადგილზე    დაინტერესებული    პირისათვის    შესაზღუდი მომსახურების სახეები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ – „უ“ ქვეპუნქტები:

„ნ)  ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილების მოთხოვნა ქ. თბილისის სერვისცენტრებში საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ როგორც საკუთარი, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის სახელით;

ო) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის აღდგენის მოთხოვნა ქ. თბილისის სერვისცენტრებში საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ როგორც საკუთარი, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის სახელით;

პ) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების/გაუქმების მოთხოვნის რეგისტრაცია;

ჟ) ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების მოთხოვნის რეგისტრაცია;

რ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნის რეგისტრაცია;

ს) სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების/გაუქმების მოთხოვნის რეგისტრაცია;

ტ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების/შეწყვეტის, შეჩერების/საქმიანობის აღდგენის, საქმიანობის სახის ან/და განხორციელების ადგილის ცვლილების მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრში  ასახვის მოთხოვნის რეგისტრაცია.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 16 მაისიდან.

სამსახურის უფროსი                                                                           ლევან კაკავა.